ნათია მეზვრიშვილი - კალაძე რეიტინგული კანდიდატია, მაგრამ უკონკურენტო არავინაა - ჩვენ ჩვენი კანდიდატები გვეყოლება, არ ვთვლით, რომ ვინმესთან ალიანსი გვჭირდება, მითუმეტეს „ნაცმოძრაობასთან

ნათია მეზვრიშვილი - კალაძე რეიტინგული კანდიდატია, მაგრამ უკონკურენტო არავინაა - ჩვენ ჩვენი კანდიდატები გვეყოლება, არ ვთვლით, რომ ვინმესთან ალიანსი გვჭირდება, მითუმეტეს „ნაცმოძრაობასთან"

access_time2021-07-21 19:30:17

ფაქტია, რომ კალაძე საკმაოდ რეიტინგული კანდიდატია და მარტივი არ იქნება, მათ შორის ოპოზიციისთვის, კონკურენციის გაწევა, მაგრამ უკონკურენტო არავინაა. ჩვენ ჩვენი კანდიდატი გვეყოლება თბილისსა და რეგიონებში, საკმაოდ ღირსეული კანდიდატები და საკმაოდ ღირსეული კონკურენციას გავუწევთ, მათ შორის კახი კალაძესაც და ოპოზიციის მხრიდან წარმოდგენილ სხვა კანდიდატებს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ გამორიცხავს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსს.

როგორც მან აღნიშნა, მათ პარტიას აქვს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელსაც თანმიმდევრულად მიჰყვებიან.

„ჩვენ თავიდანვე მივიღეთ გადაწყვეტილება, ოპოზიციურ პარტიებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოებას არ ვაპირებთ. ჩვენ გვეყოლება თბილისსა და რეგიონებში ჩვენი კანდიდატები. ჩვენ უსაგნო დისკუსიებში დასაკარგი დრო არ გვაქვს, ამიტომ, გავედით უკვე რეგიონებში, სანამ ზოგიერთი პარტია მოლაპარაკებებით და დისკუსიებით არის დაკავებული, ჩვენ უკვე მოქმედებაზე ვართ გადასული და ამან კონკრეტული შედეგი უნდა გამოიღოს.

განვლილ პერიოდს თუ გადავხედავთ, შეთანხმებების მიღწევა, შემდგომ უკვე, ბოლოსკენ, როცა მიდის საქმე, როგორ რთულდება ხოლმე, ცოტა სკეპტიკური დამოკიდებულება მაქვს. თავიდანვე, ჩვენ ამაში მონაწილეობა არ მიგვიღია, არც ვთვლით, რომ ჩვენ პარტიას სჭირდება ვინმესთან ალიანსი, მითუმეტეს „ნაციონალურ მოძრაობასთან,“ რომელსაც არც და ვერც განვიხილავთ.


პარტია „საქართველოსთვის“ თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს, რომელსაც ძალიან თანმიმდევრულად მივყვებით. კარგი გაგებით, გახარიას პარტიის შემოსვლა პოლიტიკურ ველზე, მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“ არა, მათ შორის სხვა პოლიტიკური პარტიებისთვისაც სერიოზული თავის ტკივილი გახდა, რაც ბუნებრივია, საკმაოდ სერიოზული ფიგურაა, რასაც ბოლო პერიოდის კვლევები ადასტურებს. ბუნებრივია, რომ ამასთან დაკავშირებით გარკვეული შიშები არსებობს.

იმდენად მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება წინ, ეს არ არის მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ამ არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ბედი, რომელიც დემოკრატიული გზით, პირდაპირ გზა არის ხელისუფლების შეცვლისა“, - თქვა ნათია მეზვრიშვილმა.

მეზვრიშვილმა 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

„ჩვენ ვითხოვდით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას იმ მოვლენებზე, რაც მოხდა. ჩვენ არ ვთვლით, რომ უნდობლობის გამოცხადება ამ ეტაპზე რაიმე შედეგს გამოიწვევს. ვთვლით, რომ უფრო გონივრული იქნებოდა ეს ადამიანები, რომლებიც ძალადობას ახალისებდნენ და არაფერი გააკეთეს ძალადობის აღსაკვეთად, რეალურად დაუცველობის განცდა გააჩინეს ქვეყანაში, პარლამენტში უნდა მიბრძანებულიყვნენ ძალოვანი უწყებების წარმომადგებნლები, პრემიერ-მინისტრი, დღესაც ვითხოვთ ამას და გაეცათ საზოგადოებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი. ამის ნაცვლად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავიდან აარიდა ეს პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

Ipn.ge




სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ მე-3 აუქციონზეც ვერ გაიყიდა

სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ მე-3 აუქციონზეც ვერ გაიყიდა
access_time2021-08-02 17:00:58
„საპარტნიორო ფონდის“ მიერ გასაყიდად გამოტანილი სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ ვერც მე-3 აუქციონზე გაიყიდა, მიუხედავად იმისა, რომ პირველ აუქციონთან შედარებით ფასი თითქმის $13 მლნ–ით ნაკლები იყო. „საპარტნიორო ფონდმა“ სასტუმრო„ბორჯომი ლიკანის“ შემდგომი განვითარების მიზნით, საჯარო აუქციონი მესამედ ივნისში გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ ფასი იმაზე ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე პირველი და მეორე აქციონების შემთხვევაშიიყო. ამჯერად სასტუმროს საწყისი ღირებულება 24 041...

რომ არა ხარისხის პრობლემა, ქართულ თხილზე აშშ–ში დიდი მოთხოვნა იქნებოდა

რომ არა ხარისხის პრობლემა, ქართულ თხილზე აშშ–ში დიდი მოთხოვნა იქნებოდა
access_time2021-08-02 16:00:48
საქართველოში თხილის მოსავლის აღება მომავალი კვირიდან იწყება. გასული სეზონი აღდგენითი ხასიათის იყო, როდესაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალმოსავლიანობა იყო (33 000 ტ). მეწარმეები მიმდინარე სეზონზე კიდევ უფრო მეტ მოსავალს ელიან, თუმცა მსოფლიო ბაზარზე წარმატების მისაღწევად თხილის ხარისხის გაუმჯობესებაა აუცილებელი. EastFruit–ის ქართული ჯგუფი ბლაი ლორტ მარტის ესაუბრა, აგრონომსა და ტექნოლოგიების სპეციალისტს, FRUSESA, BAIN BORGES International Group–ის ყოფილ...

ცესკოს თავმჯდომარე 6 თვით გიორგი კალანდარიშვილი იქნება

ცესკოს თავმჯდომარე 6 თვით გიორგი კალანდარიშვილი იქნება
access_time2021-08-02 13:55:18
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 6 თვით გიორგი კალანდარიშვილი იქნება. პარლამენტმა ის მეოთხე მცდელობაზე დღეს, 2 აგვისტოს აირჩია. კალანდარიშვილის კონკურენტმა გიორგი სანტურიანმა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა. გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას 83 მომხრე და 3 წინააღმდეგი ჰყავდა;გიორგი სანტურიანს კი 4 მომხრე და 1 წინააღმდეგი.დღესვე ცესკოში პროფესიული ნიშნით ორი წევრი აირჩიეს, გია ცაცაშვილი და მაია ზარიძე. წევრობის...

ვაშინგტონი ამერიკელებს საქართველოში მოგზურობისგან თავის შეკავებისკენ ეპიდვითარების გამო მოუწოდებს

ვაშინგტონი ამერიკელებს საქართველოში მოგზურობისგან თავის შეკავებისკენ ეპიდვითარების გამო მოუწოდებს
access_time2021-08-02 14:00:48
ტურიზმის სამნიშნა პროცენტული ზრდის ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს კოვიდის გამო საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებიკენ მოუწოდებს. დამატებით რისკებად კი შესაძლო ძალადობის შემთხვევებს ასახელებს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ანგარიში 16 ივნისითაა დათარიღებული, მაშინ როცა კოვიდის შემთხვევათა 7 დღის საშუალო მაჩვენებლი 704-ს შეადგენდა და უცხოელებზე თავდასმხებიც არ იყო გახშირებული. ივნისში ვიზიტორების რაოდენობა, გასული წლის...

სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერირება BP-მ SOCAR-ს გადააბარა

სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერირება BP-მ SOCAR-ს გადააბარა
access_time2021-08-02 15:00:10
სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერატორის როლი კომპანია ბი-პი ექსპლორეიშენ (შაჰ დენიზ) ლიმიტედმა კომპანია სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს ლიმიტედს გადააბარა. სამხრეთ კავკასიის მილსადენი ერთ-ერთია სამხრეთის გაზის კორიდორის ოთხი სეგმენტიდან, რომელიც ემსახურება ბუნებრივი გაზის ექსპორტს აზერბაიჯანიდან თურქეთსა და ევროპაში საქართველოს გავლით. სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს ლიმიტედი კი სოკარის შვილობილი კომპანიაა. ტექნიკური ოპერატორობის გადაცემა...


მსგავსი სიახლეები

up