ნათია მეზვრიშვილი - გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, დღეს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს და მართვადია

ნათია მეზვრიშვილი - გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, დღეს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს და მართვადია

access_time2020-09-22 19:00:00

გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, ჩვენ, დღეს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს და მართვადია, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


ნათია მეზვრიშვილმა საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.




„დღეს არის გამოვლენილი დადასტურებული 218 ახალი შემთხვევა, სამწუხაროდ, გარდაცვლილია 2 მოქალაქე, ამაზე დამატებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ისაუბრებს დეტალურად. გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, ჩვენ დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს და მართვადია. ამისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, მთავრობის თითოეული წევრი ყველაფერს აკეთებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და მკაცრ შეზღუდვებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რისი შიშებიც მეწარმეების, ეკონომიკურ სუბიექტებს აქვთ, არ ვაპირებთ. მიზნობრივი და წერტილოვანი შეზღუდვები რეგიონებში შეიძლება იყოს გამოყენებული და ბუნებრივია, ეს დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციასა და კონკრეტულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, ამა თუ იმ რეგიონში, რაზეც ბუნებრივია, საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, თუმცა აქაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონშიც წერტილოვანი, რეგიონული, ლოკალური შეზღუდვები რომ არ გამოვიყენოთ, რეგიონში მცხოვრებმა თითოეულმა მოქალაქემ ზედმიწევნით დაიცვან წესები“, - აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.








საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-26 11:00:33
საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 30303- ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 603 პაციენტი და საერთო რაოდენობა 11370-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4112 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 3766 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2268- ს...

შსს "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

შსს
access_time2020-10-25 15:04:22
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში, 21 ოქტომბერს მომხდარ, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-10-25 12:48:31
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 767, გარდაიცვალა 201 პაციენტი.   კარანტინის რეჟიმში 4 112 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 766, კოვიდ-სასტუმროში - 2 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.   ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31...

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...


მსგავსი სიახლეები

up