ნათია მეზვრიშვილი - დღეს არის მინიმუმ 4 000 საწოლი მზადყოფნაში, ამოცანა არის, რომ არსებობდეს მათ შორის დაახლოებით 800-დან 1000-მდე თავისუფალი საწოლი მზადყოფნაში

ნათია მეზვრიშვილი - დღეს არის მინიმუმ 4 000 საწოლი მზადყოფნაში, ამოცანა არის, რომ არსებობდეს მათ შორის დაახლოებით 800-დან 1000-მდე თავისუფალი საწოლი მზადყოფნაში

access_time2020-10-19 23:19:58

შეიძლება არის გარკვეული ხარვეზები, ჩვენ ამაზე საუბარს არ გავურბივართ, ამ ყველაფერს ვხედავთ და ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი პროცესშივე მოვაგვაროთ, მთავარია ეს ხარვეზები არ იყოს სისტემური. უბრალოდ ამ ყველაფრის ისე წარმოჩენა, თითქოს სისტემური გარღვევებია და თითქოს პროცესი არ იმართება სწორი არ არის, ეს არ შეესაბამება რეალობას, ამიტომ მთავრობამ, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრაქტიკულად ინფორმაციის მიწოდება მოხდება საზოგადოებისთვის საგანგებო რეჟიმში, იმისთვის, რომ ინტერპრეტაციისთვის არ დარჩეს სივრცე, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



ნათია მეზვრიშვილის თქმითვე, დღეს ქვეყანა ბევრად მეტად არის მზად, რომ გაუმკლავდეს გაზრდილი რაოდენობის ინფიცირებულების მკურნალობას, ვიდრე ეს იყო ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე.




„რაც შეეხება მზაობას, დღეს ვართ უკეთესად მომზადებულები, დღეს სისტემა მზად არის, რომ ამ რაოდენობის ინფიცირებულებს გაუმკლავდეს, მაშინ, როდესაც კლინიკური მართვის ახალი მოდელი გვაქვს შეთავაზებული, რაც გულისხმობს პაციენტების გადანაწილებას კოვიდ-სასტუმროებში, სახლებსა და საავადმყოფოებში. დღეს ვაკეთებთ იმაზე მეტ ტესტს, 60-ჯერ მეტი ტესტი კეთდება დღეში, ვიდრე კეთდებოდა მარტსა და აპრილში. მაშინ იყო დღეში დაახლოებით 200, დღეს არის დაახლოებით 12 000. დღეს არის დაახლოებით, მინიმუმ 4 000 საწოლი მზადყოფნაში, რომელთა გარკვეული ნაწილი ბუნებრივია დაკავებულია, თუმცა ამოცანა არის, რომ არსებობდეს დაახლოებით 800-დან 1000 საწოლამდე, თავისუფალ საწოლზეა საუბარი მზადყოფნაში და ეს პროცესი იმართოს. ეს ციფრები ბუნებრივია იცვლება ყოველდღიურად, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ - კლინიკური მართვის ახალი მოდელი გვაქვს, ვიღაც ეწერება საავადმყოფოდან, ახალი პაციენტი შემოდის, მაგრამ დღეის მდგომარეობით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პროცესი ამ ნაწილში იმართება. ელემენტარულად, პრემიერი საუბრობდა ამაზე და ძალიან მნიშვნელოვანი თემაა - პირველი ტალღის დროს, ჩვენ, ელემენტარულად პირბადეების საშუალება არ გვქონდა, რომ მოქალაქეებისთვის პირბადეები ხელმისაწვდომი ყოფილიყო, ბუნებრივია აქაც დიდი სხვაობაა, ტესტირება, კლინიკური მართვის მოდელი, რომელიც სახელმწიფოს აქვს შეთავაზებული, რეანიმატოლოგების ჯგუფი. ბუნებრივია, რომ გარკვეული უკმაყოფილება არის, პანიკის ნიშნები როცა არის, როდესაც მატებაა ციფრებში. გვახსოვს ჩვენ საწყის ეტაპზე 144-თან დაკავშირებით იყო მთავრობის ცხელ ხაზთან დაკავშირებით გარკვეული ხარვეზები რომელიც გამოვასწორეთ, ამიტომ გვესმის ეს ყველაფერი, ვხედავთ, ამას არ გავურბივართ, მთავარია ეს პრობლემები დროულად მოვაგვაროთ და ამაზე ვმუშაობთ. საზოგადოებას აქვს კიდევ რაღაც ინფორმაციის ნაკლებობა, ამასაც კარგად ვაცნობიერებთ, მიუხედავად იმისა, რომ პროტოკოლები და ინფორმაცია ვებ-გვერდზე განთავსებულია და ამაზეც ძალიან მალე კიდევ უფრო დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას - სახლში როგორ უნდა მიხედონ თავს, 112-ზე რა შემთხვევაში უნდა დარეკონ და ა.შ.,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.







ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება
access_time2021-07-30 17:00:16
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იურიდიულ პირებს შეგახსენებს, რომ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოშობილი, აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებლობა ეძლევა, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა-საურავები.  დღეის მონაცემებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, ...

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება
access_time2021-07-30 16:00:51
თბილისში სპორტული მედიცინის ცენტრის მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ jandacva.ge-ს სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა ხათუნა საგანელიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი სპორტული რეაბილიტაციის ცენტრს ააშენებს. მისი ინფორმაციით, დაწყებულია კონკრეტული მოლაპარაკებები სპორტული მედიცინის ცენტრების მშენებლობაზე, აღჭურვაზე, ექიმების და რეაბილიტოგების გადამზადებაზე. საგანელიძის განმარტებით, ამისთვის საჭიროა საკმაოდ დიდი...

განათლების მინისტრი სასკოლო რეფორმაში ფინურ გამოცდილებას გაითვალისწინებს

განათლების მინისტრი სასკოლო რეფორმაში ფინურ გამოცდილებას გაითვალისწინებს
access_time2021-07-30 12:30:08
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან ერთად განათლების სისტემის 10 წლიანი განვითარების გეგმა წარადგინა. მიხეილ ჩხენკელის განცხედებით სკოლებში ესტონური და ფინური გამოცდილების გათვალისწინებით ინტენსიურად მიმდინარეობს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესი, რომელიც 2024 წელს დასრულდება. განათლების მინისტრის განმარტებით სწავლების მეთოდოლოგიის შეცვლა მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას შეუწყობს...

კომფორტის ფასი თბილისის პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსებში

კომფორტის ფასი თბილისის პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსებში
access_time2021-07-30 15:00:52
თბილისის პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსში მობინადრეების ცხოვრების ხარჯი, კომუნალური გადასახადების გამოკლებით, 400-600 ლარს აღწევს. ამ თანხაში შედის საცხოვრებელი არეალის - სადარბაზოებისა და ეზოების, გამწვანების, ლიფტის, საცურაო აუზების, სასეირნო და სარბენი ბილიკების და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის ხარჯი. ამ პროცესს დეველოპერი დაქირავებული კომპანიების საშუალებით უზრუნველყოფს ან ასეთ ფირმებს თავად  ამხანაგობები ქირაობენ. მომსახურების...


მსგავსი სიახლეები

up