ნათია მეზვრიშვილი - ჩვენ არ ვითანამშრომლებთ არცერთ პარტიასთან, რომელსაც ექნება რადიკალური დღის წესრიგი

ნათია მეზვრიშვილი - ჩვენ არ ვითანამშრომლებთ არცერთ პარტიასთან, რომელსაც ექნება რადიკალური დღის წესრიგი

access_time2021-05-29 20:13:29

ჩემთვის პირდად საამაყოა ის ფაქტი, რომ დღეს აქ, ამ გუნდთან ერთად ვიდექი და პირველ რიგში, გიორგი გახარიასთან ერთად ვიდექი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ნათია მეზვრიშვილმა პარტიის პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება მან პირველ რიგში, გიორგი გახარიასთანღირებულებათა თანხვედრის გამო მიიღო. 

„ჩვენ გვაერთიანებს პირველ რიგში, ღირებულებები, ხედვები სახელმწიფოს და ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით და ამ ერთიანობამ მოგვიყვანა დღეს აქ. დღეს დავაფუძნეთ „საქართველოსთვის“. ჩვენი პოლიტიკური პარტია იქნება ცალსახად მომავალზე ორიენტირებული. მთავარი მიზანი იქნება ის, რომ მაქსიმალურად ყურადღება მივაქციოთ და ჩვენი სამუშაოს დიდი ნაწილი დავუთმოთ მოქალაქეებს. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რადიკალური პროცესები, რომელიც სამწუხაროდ ქვეყანაში არსებობს და მასში სამწუხაროდ წვლილი როგორც მმართველ გუნდს, ასევე ოპოზიციას შეაქვს, ჩვენ ამისგან განსხვავებით, მოქალაქეთა ძირითად საჭიროებებზე გავაკეთოთ აქცენტი“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.

რაც შეეხება გიორგი გახარიასდამოკიდებულებას კორუფციაზე, როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ის გახარიას გუნდშია, არის სწორედ ყოფილი პრემიერის დამოკიდებულება ნეპოტიზმსა და კორუფციასთან ბრძოლასთან დაკავშირებით.


„თუ გადახედავთ მისი გუნდის წევრებს, რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით იღებს ეს ადამიანი ადამიანების გუნდში მიღების გადაწყვეტილებას, ასე ვარ მეც - გასაუბრებით მოხვედრილი. ჩვენთვის მიუღებელია კორუფცია, ნეპოტიზმი და მთავარი მიმართულება ჩვენი გუნდის სწორედ ეს იქნება, ამ მიმართულებით აქტიურად ვიმუშავებთ. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობას, ზოგადად, ჩვენ არ ვითანამშრომლებთ არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან, რომელსაც ექნება რადიკალური დღის წესრიგი, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის მიუღებელია, ამას ქვეყანა მიჰყავს უკან. ამ რადიკალიზმით ვტკეპნით ერთ ადგილს. ჩვენი მიზანია ქვეყანა წავიყვანოთ წინ. ვიყოთ მომავალზე ორიენტირებული. ყველა იმ პოლიტიკურ პარტიასთან, რომელთანაც რაღაც კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით გვექნება თანხვედრა, რომლებთანაც კონკრეტულ საკითხებზე გვექნება ღირებულებითი თანხვედრა, გვექნება ამ საკითხებზე საუბარი. რადიკალიზმში ვგულისმხობთ იმ პროცესებს, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ქვეყანაში ადგილი ჰქონდა, რამაც ქვეყანა უკან დახია. რაც შეეხება დაფინანსებას, ის რაც ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელდა არის ტყუილი, მტკნარი სიცრუე, ჩვენ ვმოქმედებთ კანონის შესაბამისად. როგორც კი შემოწირულობებისა და დაფინანსების საკითხი დაიწყება, ეს იქნება გამჭვირვალე და ღია“, - განაცხადა მეზვრიშვილმა

ცნობისთვის, დღეს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკუთარი პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ ოფიციალურად წარადგინა. მან საზოგადოებას პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებიც გააცნო და ასევე, პარტიის რიგითი წევრებიც წარადგინა.

ipn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up