ნათია მეზვრიშვილი - ბოლო პერიოდში ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს არ არის საწოლების საკმარისი რაოდენობა

ნათია მეზვრიშვილი - ბოლო პერიოდში ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს არ არის საწოლების საკმარისი რაოდენობა

access_time2020-10-21 13:00:00

სამწუხაროდ ბოლო პერიოდის განმავლობაში ვრცელდება გარკვეული ცრუ ინფორმაცია, თითქოს არ არის საწოლების საკმარისი რაოდენობა, თითქოს ადამიანები არიან სახლებში, კოვიდ-სასტუმროებში და მათ არავინ მკურნალობს, თითქოს ზარებზე პასუხი არ ხდება მასიურად და ეს ადამიანები კონსულტაციას ვერ გადიან, მინდა დავამშვიდო საზოგადოება, შფოთის საფუძველი ნამდვილად არ არის, ამ ნაწილში განსაკუთრებით, ეს ყველაფერი რეალობას არ შეესაბამება, მარტივად რომ ვთქვათ არის ტყუილი და იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ამ ინფორმაციას ავრცელებენ ალბათ ემსახურება პანიკის დათესვას, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


ნათია მეზვრიშვილის თქმითვე, თვითიზოლაციაში დღეს რეალურად 21 703 ადამიანი იმყოფება და თითოეულ ამ ადამიანთან კონტაქტზეა ოჯახის ექიმი.


მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმ აღნიშნა, რომ შესაძლოა, არის ერთეული შემთხვევები, სადაც კონსულტაცია დაგვიანდა 1-2 საათით, მაგრამ ამას არ აქვს სისტემური ხასიათი.



„თვითიზოლაციაში, დღეს, რეალურად, 21 703 ადამიანი იმყოფება და თითოეულ ამ ადამიანთან კონტაქტზეა ოჯახის ექიმი. გასაგებია, რომ შეიძლება არის ერთეული შემთხვევები, სადაც ვთქვათ კონსულტაცია დაგვიანდა 1-2 საათით, ასეთი შემთხვევის შესახებ ზოგიერთი ადამიანი სოციალურ ქსელში წერს, მაგრამ ეს გახლავთ ერთეული შემთხვევები, ამ დარღვევებს არ აქვს სისტემური ხასიათი და ძალიან გთხოვთ, ამის გამო, ამ ერთეული შემთხვევების გამო არ ავყვეთ პანიკას. ექიმები მუდმივად კონტაქტზე იმყოფებიან თივითიზოლაციაში, ბინაზე, კოვიდ-სასტუმროებში მყოფ პირებთან, 11 033 აქტიური პაციენტი დღეს რომელიც არის და 21 000-ზე მეტი ადამიანი, რომელიც თვითიზოლაციაშია, რეალურად ეს ადამიანები ამ ხალხთან კონტაქტზე იმყოფებიან. რაც შეეხება ცრუ ინფორმაციებს, თხოვნა გვაქვს მაქსიმალური, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ არ დავუშვათ ამ ინფორმაციების გავრცელება ამ ფორმით, ყოველდღიურად ბრიფინგების ჩატარების ფორმატში. მოგეხსენებათ, პირველივე დღიდან მთავრობა იყო უპრეცედენტოდ გამჭვირვალე, დამერწმუნეთ, არ მინდა ეს სიტყვა გამოვიყენო, მაგრამ თუ აპოკალიფსი იქნება, ჩვენ გამოვალთ და ამ ტრიბუნიდან ვიტყვით და ამისი პრობლემა საბჭოს არც ერთ წევრს არასდროს ჰქონია. სიმართლე არის ის, რასაც საბჭოს წევრები ყვებიან ამ ტრიბუნიდან, რაც არ უნდა მწარე იყოს ეს სიმართლე, ჩვენ ამის თქმას არ მოვერიდებით, ამიტომ გთხოვთ, რომ ინფორმაციის წყაროდ გამოიყენოთ ის, რაც აქ ითქმის, ის, რაც ოფიციალური წყაროებით ვრცელდება, რაც stopcov.ge-ზე დევს, რაზეც ეპიდემიოლოგები გესაუბრებიან და რაზეც საბჭოს წევრები საუბრობენ. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ პირველ რიგში სწორი ინფორმაცია მივიღოთ და მეორე - ერთობლივად ყველამ წვლილი შევიტანოთ იმაში, რომ ვირუსის გავრცელებას ერთიანად ვებრძოლოთ,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up