ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანთან, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდთან და ჩხაკაურასთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისთან საკონტროლო პუნქტები მოეწყო, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, ამ მუნიციპალიტეტებში ყველა შემსვლელი და გამომსვლელი ტესტირებას და თერმოსკრინინგს დაექვემდებარება.
„ასევე, ამ მუნიციპალიტეტების ამ სოფლებში პირველ ოქტომბრამდე სწავლა გაგრძელდება დისტანციურ რეჟიმში. ეს გახლდათ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც დღეს, საბჭომ მიიღო და ბუნებრივია, ყველა მომდევნო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საზოგადოებას მივაწვდით დამატებით ინფორმაციას“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.