ნათია მეზვრიშვილი - ადაპტაციის და მართვის ეტაპზე სწრაფი დაბრუნება ცხოვრების ჩვეულ რიტმში, გულისხმობს ვირუსთან ერთად თანაცხოვრებას გარკვეული წესებით

ნათია მეზვრიშვილი - ადაპტაციის და მართვის ეტაპზე სწრაფი დაბრუნება ცხოვრების ჩვეულ რიტმში, გულისხმობს ვირუსთან ერთად თანაცხოვრებას გარკვეული წესებით

access_time2020-09-24 14:27:02

ადაპტაციის და მართვის ეტაპის მესამე, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, ეს უკვე გახლავთ სწრაფი დაბრუნება, ცხოვრების ახალ, ჩვეულ რიტმში, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, ეს გულისხმობს, ვირუსთან ერთად თანაცხოვრებას, ცხოვრებას გარკვეული წესებით, ამ წესების კიდევ უფრო მეტად სწავლას და რაც მთავარია, პასუხისმგებლობის გაზიარებას.

„ეს არ გახლავთ მხოლოდ მთავრობის პასუხისმგებლობა, ეს არის ყველას ერთიანი, ჩვენი, როგორც მოქალაქეების პასუხისმგებლობა, რომ ელემენტარული წესები დავიცვათ, იმიტომ, რომ რაც უფრო მაღალია ეს პასუხისმგებლობა, ნაკლებია გავრცელება.


ბუნებრივია, ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება ეტაპობრივად მიმდინარეობს. ამისთვის ვატარებთ პრევენციულ ღონისძიებებს და როდესაც პრევენციულ ღონისძიებებზე ვსაუბრობთ, აქ არ იგულისხმება ქვეყნის მთლიანად ჩაკეტვა, როგორც ეს მარტში და აპრილში იყო, არ იგულისხმება საგანგებო მდგომარეობა და ქვეყნის მასშტაბით სრული კარანტინი, აქ იგულისხმება მიზნობრივი, წერტილოვანი, ლოკალური ხასიათის შეზღუდვები, მაგალითად ისეთი, როგორიც ახლა, ამ მომენტშიც გვაქვს დაწესებული აჭარაში. ეს ღონისძიებების აუცილებელია იმისთვის, რომ ალბათ ილუზია არავის არ უნდა გვქონდეს, რომ ამ პერიოდში ჯანდაცვის სისტემის რადიკალური გარდაქმნა მოხდებოდა. ეს რესურსები, ბუნებრივია, არ არის ამოუწურავი, აქაც, მაქსიმალური სიფრთხილით უნდა ვიმოქმედოთ“ , - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up