ნათია მეზვრიშვილი - ადაპტაციის და მართვის ეტაპზე მნიშვნელოვანია 3 აქტორის როლი, ესენია - სახელმწიფო, მოქალაქეები და ორგანიზაციები

ნათია მეზვრიშვილი - ადაპტაციის და მართვის ეტაპზე მნიშვნელოვანია 3 აქტორის როლი, ესენია - სახელმწიფო, მოქალაქეები და ორგანიზაციები

access_time2020-10-20 23:43:06

დღეს, მაქსიმალური მზაობა გამოითქვა ბიზნესის მხრიდან თანამშრომლობაზე ამ ნაწილში და მაქსიმალური აქტიურობის პირობა მივიღეთ. იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი შესრულდება და ეს ურთიერთთანამშრომლობა გაგრძელდება, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მხრიდან გვერდით დგომა, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მანვე განმარტა, ადაპტაციის და მართვის ეტაპზე მნიშვნელოვანია 3 აქტორის როლი, ესენია - სახელმწიფო, მოქალაქეები და ორგანიზაციები.

„ჩვენ როდესაც ადაპტაციის და მართვის ეტაპზე ვსაუბრობთ და ვამბოთ, რომ გამოსავალი იმ პირობებში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით აღარ არის ჩაკეტვა, არამედ წესების შესრულებაა, აქ ვსაუბრობთ 3 მნიშვნელოვანი აქტორის როლზე - სახელმწიფო, მოქალაქე და ორგანიზაციები. ბიზნესს, დაწესებულებებს ვთხოვთ და მოვუწოდებთ, რომ დაგვეხმარონ ამ წესების აღსრულებაში, მათაც გაიზიარონ ეს პასუხისმგებლობა და პირველ რიგში, დასაქმებულებს მოუწოდონ არა მხოლოდ ამ წესების დაცვა, არამედ იზრუნონ დასაქმებულებზე. ბოლო პერიოდში იყო შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვნახეთ დასაქმებულების მიმართ გულგრილი დამოკიდებულება, როდესაც გამოვლინდა ინფიცირების შემთხვევები და არ უზრუნველყვეს შესაბამისმა კომპანიებმა თვითიზოლაციაში ამ ადამიანების გადაყვანა. დღეს, მაქსიმალური მზაობა გამოითქვა ბიზნესის მხრიდან თანამშრომლობაზე ამ ნაწილში და მაქსიმალური აქტიურობის პირობა მივიღეთ. იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი შესრულდება და ეს ურთიერთთანამშრომლობა გაგრძელდება, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მხრიდან გვერდით დგომა. ჩვენ ახლა ისეთ პროცესში ვიმყოფებით, რომ ამ გამოწვევასთან გამკლავება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.






„რა სახით უნდა მიიღოს ვიტამინები თქვენმა პატარამ ვირუსულ პერიოდში?

„რა სახით უნდა მიიღოს ვიტამინები  თქვენმა პატარამ ვირუსულ პერიოდში?
access_time2020-12-01 10:50:13
ბრიტანელმა ექსპერტებმა გამოსცეს რეკომენდაციები, რომელშიც აღინიშნა, რომ აუცილებელია იმ პროდუქტების მიღება,რომელშიც D ვიტამინი და ომეგა 3 ჭარბობს, რათა გაძლიერდეს იმუნური სისტემა,განსაკუთრებით, ვირუსული ინფექციის დროს. ექსპერტების ოფიციალურ მიმართვაში ნათქვამია, რომ დაბალანსებულმა,ჯანსაღმა კვების რაციონმა შეიძლება გააუმჯობესოს ორგანიზმის ამტანობა პატარებში,გაზარდოს იმუნური წინააღმდეგობა ვირუსის მიმართ და ხელი შეუწყოს საჭმლის მომნელებელ სისტემას ინფექციის წინააღმდეგ...

„ჩემი ჩანგლიდან გადადის ვირუსი და თმის საშრობიდან არა? - ძალიან არაჯანსაღია ეს ყველაფერი“ - შეფ კონსტანტინე თედელური

„ჩემი ჩანგლიდან გადადის ვირუსი და თმის საშრობიდან არა? - ძალიან არაჯანსაღია ეს ყველაფერი“ - შეფ კონსტანტინე თედელური
access_time2020-12-01 11:00:48
„ეს ყველაფერი ძალიან არაჯასაღად გამოიყურება. ჩემი სარესტორნო სივრცე ისედაც ერთადგილიანი იყო, სხვები კი მაქსიმალურად დაშორებული მაგიდებით.  დაცული იყო ყველა რეგულაცია ისევე, როგორც უმეტეს დაწესებულებაში, მაგრამ მაინც მოვყევი ამ პროცესებში,“ – ამის შესახებ „კომერსანტთან“ რესტორატორმა, შეფ კონსტანტინე თედელურმა ისაუბრა. შეფ კონსტანტინეს ერთმაგიდიანი ბუტიკური რესტორანი - „შეფ კონსტანტინე თედელური“, ასევე Graph Sandwich IV და კრწანისის რეზიდენციის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-30 21:00:27
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „არ შეიძლება ადამიანებს ცხოვრება აუკრძალო, ეს კატასტროფა და სრული სიგიჟეა, კომუნიზმია“     საქართველოში უკვე მორედ, საქართველოს მთავრობამ კარანტინი გამოცხადა, ოფიციალურად ხელისუფლებამ წერტილოვანი შეზღუდვები აამოქმედა თუმცა, მათი გადაწყვეტილებით ქვეყანა რეალურად ისევ...

ხელისუფლება გარემოვაჭრეებს „ეღადავება“

ხელისუფლება გარემოვაჭრეებს „ეღადავება“
access_time2020-11-30 19:46:50
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი, ბექა ფერაძე გარემოვაჭრეებს ურჩევს, მუშაობა შეზღუდვების დროს ონლაინ გააგრძელონ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ქუჩაში მომუშავე მეყვავილეების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ უთხრა.   მათ შეუძლიათ, დისტანციურად, ონლაინ განახორციელონ ეკონომიკური საქმიანობა. ეს არ არის აკრძალული, თუმცა, მობილობის შესამცირებლად მსგავსი ტიპის საქმიანობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის შეზღუდული, - თქვა ჯანდაცვის უწყების...

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
access_time2020-11-30 19:43:42
ტესტირების შედეგად  საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ამის შესახებ იფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით მინისტრი  ამჟამად, იგი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას სახლიდან, დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.   ტესტირების შედეგად, კოვიდ-19 დაუდასტურდა  მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძესაც, რომელიც ასევე სახლში გადის მკურნალობას.


მსგავსი სიახლეები

up