ნათია კვიციანი ცირკულარულ მიგრაციაზე:  ლეგალურად დასაქმებულებს ექნებათ შანსი    დაცული იყოს მათი  შრომითი და  სოციალური უფლებები, ქონდეთ  ჯანმრთელობის დაზღვევა

ნათია კვიციანი ცირკულარულ მიგრაციაზე: ლეგალურად დასაქმებულებს ექნებათ შანსი დაცული იყოს მათი შრომითი და სოციალური უფლებები, ქონდეთ ჯანმრთელობის დაზღვევა

access_time2019-12-08 12:20:29

,,კანონიერი შრომითი მიგრაცია იძლევა შესაძლებელობას  დაცული იყოს ადამიანის ყველა უფლება,  მისი ადამიანური, მათ შორის შრომითი და სოციალური უფლებების მაქსიმალურად დაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ამ პროგრამით დასაქმებული  მიიღებს იმ ანაზღაურებას,  რასაც უხდიან იმავე სამუშაოს შესრულებაში ადგილობრივ, იმ ქვეყნის მოქალაქეს“,- ამი შესახებ მიგრაციის  საერთაშორისო ორგანიზაციის ადგილობრივი პროგრამების კოორდინატორი ნათია კვიციანმა, ტელეკომპანია  „იმედისა“ და  ინტერნეტპლატფორმა  „ჰოლონის“  გადაცემა „ბიზნესქრონიკაში“ განაცხადა და მმართველი  პარტიის  თავმჯდომარის , ბიძინა  ივანიშვილის  მიერ  ცირკულარულ  მიგრაციაზე  გაჟღერებული  ინფორმაციის შესახებ ისაუბრა.

„ჩვენი ორგანიზაცია გახლავთ მხარდამჭერი და დამხმარე ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლების, რადგან ეს არის ახალი თემა. ქვეყანა  პირველ ნაბიჯებს დგამს  ამ მიმართულებით და მნიშვნელოვანია, რომ სწორად გადაიდგას ეს ნაბიჯები. ამიტომ საერთაშორისო გამოცდილება და ცოდნა ამ მიმართულებით მეტად მნიშვენლოვანია“,-აცხადებს ნათია კვიციანი.

მისი ინფორმაციით, ნებისმიერ ქვეყანში  არალეგალურად დასაქმება  ადმინისტრაციული კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს და  მიმღები  ქვეყანა არ იქნება დაინტერესებული კანონის დამრღვევის დასაქმებით.  „თუმცა ეს არის შანსი არალეგალი  ჩამოვიდეს საქართველოში, გარკვეული პერიოდის შემდეგ  უკან წავიდეს და იმუშაოს უცხოეთში კანონიერად, ყოველგვარი მალვის გარეშე.  მიიღოს ის ანაზღაურება,  რასაც უხდიან იმავე სამუშაოს შესრულებაში ადგილობრივ, იმ ქვეყნის მოქალაქეს.  დაცული იყოს მისი შრომითი და  სოციალური უფლებები, ქონდეს  ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ჩვენს არალეგალ მიგრანტებს როგორც წესი არაქვთ და ეს ძალიან სერიოზულად მოქმედებს მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე“,-აცახდებს ნათია კვიციანი.

მიგრაციის  საერთაშორისო ორგანიზაციას აქვს ქვეყანში დაბრუნების პროგრამები. ნათია კვიციანი  იხსენებს  საკმაოდ ხანგრძლივი მიგრაციის მაგალითებს საქართველოდან და აღნიშანავს, ჩვენს მოქალაქეები  უკან დაბრუნების შემთხვევაში  ძალიან ხშირად ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს განიცდიან, სწორედ იმის გამო, რომ  უცხოეთში არასათანადო შრომის პირობები და სოციალური პაკეტები არ გააჩნიათ.


„კანონიერი შრომითი მიგრაცია იძლევა შესაძლებელობას  დაცული იყო ადამიანის ყველა უფლება.  მისი ადამიანური, მათ შორის შრომითი და სოციალური უფლებების მაქსიმალურად დაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით“,-აცახდებს მიგრაციის  საერთაშორისო ორგანიზაციის  ადგილობრივი პროგრამების  კოორდინატორი ნათია კვიციანი „ბიზნესქრონიკასთან“ ინტერვიუში.





„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-28 21:30:47
„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა 1.„არჩევნების წინ ბიუჯეტში უფრო მეტი სახსრების მობილიზებას ცდილობენ“ – „საქსტატი“ ჩრდილოვანი ეკონომიკის დარგების აღრიცხვას იწყებს 2.„ქართული ოცნების“ პრემიებზე დახარჯული მილიონები და 112-ის გაუმართავი...

„ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც“-კორონავირუსის გავლენა ჩინურ რესტორნებზე

„ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც“-კორონავირუსის გავლენა ჩინურ რესტორნებზე
access_time2020-01-28 18:15:26
ჩინეთში დაფიქსირებული კორონავირუსი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. რამდენიმე ქვეყანამ ჩინეთიდან პროდუქციის შეტანაც კი აკრძალა. ინტენსიურად მოწმდება აეროპორტებში მგზავრების მდგომარეობაც. საქართველოში ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველის შემოყვანა აიკრძალა. აკრძალვების ფონზე „კომერსანტი“ დაინტერესდა რა მდგომარეობაა საქართველოში არსებულ ჩინურ რესტორნებში. შემცირდა თუ არა სტუმრების რაოდენობა ან შეჩერებულია თუ არა დაწესებულებების იმ ნედლეულით მომარაგება, რომელიც ჩინეთიდან...

ჩინეთის კორონავირუსმა iPhone-ის წარმოება საფრთხის წინაშე დააყენა

ჩინეთის კორონავირუსმა iPhone-ის წარმოება საფრთხის წინაშე დააყენა
access_time2020-01-28 20:20:26
ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსი, რომელმაც უკვე 100 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, iPhone-ების წარმოებას აფერხებს.  Bloomberg-ის მონაცემებით,  ჩინეთის ხელისუფლების მიერ მიმოსვლაზე შეზღუდვების დაწესებამ Apple-ის საწარმოო ჯაჭვში რღვევები შეიტანა. „ვერ წარმომიდგენია სცენარი, რომლის შემთხვევაშიც მიწოდების ჯაჭვი არ გაირღვევა, ამისთვის საკმარისია ნედლეულის, წარმოების, ტესტირებისა და მიწოდების მცირე სერიოზული შეფერხებაც კი“ - განუცხადა Bloomberg-ს ანალიტიკოსმა...

ბათუმში Ibis Styles-ისა და Novotel living-ის სასტუმროები გაიხსნება

ბათუმში Ibis Styles-ისა და Novotel living-ის სასტუმროები გაიხსნება
access_time2020-01-28 17:15:35
ბათუმში, კახაბრის დასახლებაში მრავალფუნქციურ კომპლექსში სასტუმროების 2 საერთაშორისო ბრენდი იქნება წარმოდგენილი. ბრენდების შემოყვანაზე Ibis Styles-სა და Novotel living-თან კომპანია „ეიერ-მერიდიანსმა“ მოლაპარაკებებს უკვე მიაღწია. ამ დროისთვის გაფორმებულია 20 წლიანი ხელშეკრულება Ibis Styles-თან, Novotel living-თან კი გაფორმებულია მემორანდუმის თანახმად, 20 წლიანი ფრანშიზა უახლოეს 3 თვეში გაფორმდება. ეს ორი შეთანხმება გახდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის...

მაია ცქიტიშვილი: „მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით“

მაია ცქიტიშვილი: „მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით“
access_time2020-01-28 17:00:05
ზოგადად, ქვეყანაში საგადასახადო ტვირთის შესაფასებლად გამოიყენება მაჩვენებელი, რომელიც საგადასახადო შემოსავლების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობას ზომავს. მაია ცქიტიშვილი საწარმოს კომერციულ მოგებაში პირდაპირი გადასახადების ფარდობით მაჩვენებელს გულისხმობს, რომელიც მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგის ერთ-ერთი კომპონენტია. რადგან გამოსვლისას პოლიტიკოსი ბიზნეს-კონიუნქტურაზე საუბრობდა, აღნიშნული მაჩვენებლის გამოყენება მიზანშეწონილია, თუმცა საბოლოო ჯამში, კონკრეტიკა არასაკმარისია და განცხადება...


მსგავსი სიახლეები

up