ნატახტარში უკრაინული კომპლექსი LAZNIA 2020 წლისთვის გაფართოვდება

ნატახტარში უკრაინული კომპლექსი LAZNIA 2020 წლისთვის გაფართოვდება

access_time2019-05-05 16:00:12

ნატახტარში, უკრაინული კომპლექსი LAZNIA, რომელიც სპას და რესპორანს აერთიანებს, ფართოვდება. როგორც კომპლექსის თანადამფუძნებელმა, ივა ჭყონიამ „კომერსანტს“ განუცხადა, 2020 წლისთვის იგეგმება  LAZNIA-ს მიმდებარედ 5 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის შეძენა და მისი განვითარება. ამჟამად  მიმდინარეობს მოლაპარაკებები ინვესტორებთან. 


მისი განმარტებით,გაფართოების შემდეგ დაგეგმილია ხის კოტეჯებთან ერთად სასტუმროს მშენებლობაც.


„ეს არის მაღალფასიანი სემენტზე გათვლილი.ვიზიტორები არიან რუსეთიდან, უკრაინიდან ამერიკიდან. ჩვენი ძალიან ხშირი სტუმარია ამერიკის საელჩო. მსგავსი  ტიპის კონცეფცია საქრთველოში ამ ეტაპზე უკონკურენტოა. დიდი მოთხოვნა იყო ქართულ კერძებზე, ამიტომ დაახელოებით ერთ თვეში მენიუს  ქართული კერძებიც დაემატება“-აცხადებს ჭყონია.


კომპლექსი თბილისთან ახლოს, 20 წუთის სავალზე, ნატახტარის მიმდებარედ ააშენეს და იქ უკრაინიდან მოწვეული შეფ-მზარეული და სპეციალისტები მუშაობენ. კომპლექსი 2018 წლის სექტემბერში გაიხსნა.



კომპლექსში მოსულ სტუმარს უკრაინულ სამზარეულოსთან ერთად სპა პროცედირებს ვთავაზობთ, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა გარემოშო ტარდება. კოტეჯები ხისაა, ღუმელიც კი ხის შეშაზე მუშაობს. გათვლას ძირითადად ადგილობრივ მომხმარებელზე ვაკეთებთ, რომელსაც დედაქალქიდან გასვლა და დასვენება სურს. იქ შესაბამისი გარემოა შექმნილი, რათა გათავისუფლდეს სტრესისგან და მოწყდეს ქალაქის ყოველდღიურობას. ამჟამად ორი კოტეჯი გვაქვს, სადაც ერთდროულად 14 ადამიანის მომსახურებაა შესაძლებელი, - განაცხადა ივა ჭყონიამ.


სოფო ქსოვრელი

 

 

 

 

 



თეგები:
ივა ჭყონია



პენტაგონს ჯარში პრორუსული განწყობების ზრდა აშფოთებს

პენტაგონს ჯარში პრორუსული განწყობების ზრდა აშფოთებს
access_time2019-12-10 19:30:24
გამოკითხვის თანახმად, ამერიკელი ჯარისკაცების და მათი ოჯახების წევრთა 46% რუსეთს აშშ-ის მოკავშირედ მიიჩნევს.იმის მიუხედავად, რომ ამერიკელთა უმრავლესობა კვლავაც მოსკოვს ერთ-ერთ მთავარ მოწინაამღდეგედ თვლის თავს, ახალი სოციოლოგიური კვლევა აჩვენებს, რომ ეს აზრი უკვე ნელა-ნელა იცვლება, განსაკუთრებით კი - შეიარაღებულ ძალებში. რეიგანის ფონდის ეროვნული თავდაცვის კვლევა, რომელიც...

პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა
access_time2019-12-10 17:25:14
პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. პლენარულ სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია პარლამენტმა მხარი 83 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. რაც შეეხება ბიუჯეტის პროექტის ძირითად მაჩვენებლებს, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის თანახმად, მთლიანი შიდა პროფუქტის რეალური ზრდის პროგნოზი 2020 წლისთვის 4.5%-ით განისაზღვრა, რაც ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვარიანტში არსებულ 5 %-იან მაჩვენებელს 0.5%-ით ჩამორჩება. ამასთან, 2020 წლის ნომინალური...

„საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე უარი ეთქვა“

„საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს  აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე უარი ეთქვა“
access_time2019-12-10 18:10:54
„საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს უარი ეთქვა აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე“ - ამის შესახებ ფინანსისტი თემურ ბასილია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:  „ნამდვილად არ ველოდი ასეთ მძიმე სურათს: საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს უარი ეთქვა აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე. ეს გახლავთ სახელმწიფო დეპარტამენტის 2019 ფისკალური წლის მონაცემები. სურათი კიდევ უფრო მძიმე შთაბეჭდილებას...

„ლარის კურსი ემიგრანტებმა გაამყარეს“

„ლარის კურსი ემიგრანტებმა გაამყარეს“
access_time2019-12-10 16:30:59
მიმდინარე კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსი მკვეთრად მყარდება. დღეს 13:56 საათზე Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.88 ლარსაც კი გაუტოლდა, რაც გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ლარის ყველაზე მყარი კურსია. ეკონომიკის დოქტორი აკაკი ცომაია ლარის კურსის გამყარებას ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას და წინა საახალწლო პერიოდს...

ლარი მყარდება -Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8800 ლარად ივაჭრება

ლარი მყარდება -Bloomberg-ზე  1 დოლარი 2.8800 ლარად ივაჭრება
access_time2019-12-10 14:10:15
დღეს Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე, 14:00 საათისთვის ლარი 2,8800 ლარად ივაჭრება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 9  დეკემბრის  დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9446 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2606 ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.9300 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 2,8600...


მსგავსი სიახლეები

up