ნატახტარში ახალი საწარმო „ფუდ ალიანსი“ გაიხსნა

ნატახტარში ახალი საწარმო „ფუდ ალიანსი“ გაიხსნა

access_time2021-11-20 10:41:17

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი მცხეთის რაიონში, სოფელ ნატახტარში იმყოფებოდნენ, სადაც ახალი საწარმო „ფუდ ალიანსი“ გახსნეს.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საწარმოში ნახევარფაბრიკატები ევროპული ტექნოლოგიების გამოყენებით მზადდება.

„ფუდ ალიანსი“ სახელმწიფოს მხარდაჭერით, როგორც ჩვენი სამინისტროს, ისე „აწარმოე საქართველოს“ თანადაფინანსებით შექმნილი ახალი საწარმოა. ეს არის პირველი სამრეწველო წარმოება პურის და ფუნთუშეულის იმ ასორტიმენტის, რომელიც საქართველოში მხოლოდ იმპორტირებული იყო და არა ადგილობრივი. ახალი საწარმოს პროდუქცია ჩაანაცვლებს იმპორტს; სამომავლოდ დაგეგმილია ექსპორტის განხორციელებაც. საწარმოში ნახევარფაბრიკატები ევროპული ტექნოლოგიების გამოყენებით მზადდება. საწარმო სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნიკით, დანერგილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტები. ახალი საწარმოს შესაქმნელად, 11 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა და 100-მდე ადამიანი, მათ შორის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იძულებით გადაადგილებულები დასაქმდნენ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შპს „ფუდ ალიანსი“ მომხმარებელს ფრანგულ ტრადიციებზე დაფუძნებით შექმნილი პურ-ფუნთუშეულის გაყინულ ნახევარფაბრიკატს სთავაზობს. ტექნოლოგიურ პროცესს გამოცდილი ფრანგი ტექნოლოგი უზრუნველყოფს.

„ეს ინვესტიცია კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს თანამშრომლობას საქართველოსა და საფრანგეთს შორის. პროექტი შექმნის მეტ შესაძლებლობას ქართველი ხალხისთვის, წაახალისებს ტურისტულ სექტორსაც და იქნება მაგალითი იმისა, რომ საქართველოში ინვესტირება ხელსაყრელია. პროექტს მხარს უჭერს როგორც „აწარმოე საქართველო“ ისე შეღავათიანი აგროკრედიტი, რაც ამ პროექტის წარმატების ერთ-ერთი პირობაა“, - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლამ.


შპს „ფუდ ალიანსმა“ თანამედროვე მაღალტექნოლოგიური საწარმოს მოსაწყობად 11 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, მათ შორის 1,5 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. საწარმოს შექმნა მხარდაჭერილია „აწარმოე საქართველოს“, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და დანიის დევნილთა საბჭოს მიერ.

„დარწმუნებული ვარ საქართველოს პოტენციალში, დარწმუნებულები ვარ მის ეკონომიკურ სტაბილურობაში. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ აქ ინვესტირება მომგებიანია“, - აღნიშნა ფრანგმა ინვესტორმა, ჟაკ ფლურიმ, რომელიც 25 წელია საქართველოში ცხოვრობს.

კომპანია „ფუდ ალიანსი“ აგროინდუსტრიული ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელიც 2019 წელს, ქართველი, ფრანგი და ჰოლანდიელი პარტნიორების მიერ შეიქმნა და პროექტებს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს.






დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2022-01-18 21:00:54
დღის Top 10 საინტერესო ამბავი 1. სად არის განთავსებული საქართველოს სავალუტო რეზერვები - სებ-ის...

სილქნეტის 7 ჯერ სწრაფი მობილური ქსელი, მეტი ინტერნეტი და უამრავი სასაუბრო დრო!

სილქნეტის 7 ჯერ სწრაფი მობილური ქსელი, მეტი ინტერნეტი და უამრავი სასაუბრო დრო!
access_time2022-01-18 17:55:39
არაერთი კვლევით დადასტურდა სილქნეტის ქსელის უპირატესობა. უახლესი „გიგაბიტ LTE“ ტექნოლოგიით  აღჭურვილი ქსელით, კომპანია მომხმარებელს ბაზარზე არსებულ ყველა სხვა სტანდარტზე  7 ჯერ სწრაფი მობილური ინტერნეტით ემსახურება; სილქნეტის მობილურ ქსელს აქვს სტაბილური სიჩქარე საქართველოს მასშტაბით,  ტევადობის მაღალი რესურსი, რაც საშუალებას იძლევა,...

18 იანვარი - ლარის კურსი დოლართან და ლირასთან მიმართებით გაუფასურდა

18 იანვარი - ლარის კურსი დოლართან და ლირასთან მიმართებით გაუფასურდა
access_time2022-01-18 18:00:05
18 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.09 თეთრით 3.0840-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0790 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.53 თეთრით 3.5130-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 1.70 თეთრით 4.1992 -მდე, 1000 სომხურ დრამთან კი 0.07 თეთრით 6.4082-მდე გამყარდა. 100 რუსულ რუბლთან 1.58 თეთრით 4.0371-მდე,  აზერბაიჯანულ მანათთან 0.17 თეთრით 1.8168-მდე, თურქულ ლირასთან 0.01 თეთრით 0.2279-მდე...

„რიყის დოქები“ მეექვსედ, უკვე 71 250 000 ლარად იყიდება

„რიყის დოქები“ მეექვსედ, უკვე 71 250 000 ლარად იყიდება
access_time2022-01-18 17:00:50
მთავრობის 5 წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, „რიყის დოქებისთვის“ ინვესტორს ამჯერად „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯი“ ეძებს, რომელიც ობიექტს 71 250 000 ლარად ყიდის. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯის“ დირექტორმა, რომან ბოკერიამ განუცხადა, კომპანია „რიყის დოქების“ გაყიდვას ეკონომიკის სამინისტროსთან დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ცდილობს. „ვეხმარებით ეკონომიკის სამინისტროს, ყველა...

ზოგიერთი მედიკამენტი საქართველოში თურქეთთან შედარებით 1 241%-ით ძვირია

ზოგიერთი მედიკამენტი საქართველოში თურქეთთან შედარებით 1 241%-ით ძვირია
access_time2022-01-18 14:44:23
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მოსახლეობისთვის 200-მდე დასახელების მედიკამენტზე ფასები ხელმისაწვდომი უნდა გახდეს. მთავრობის განკარგულებით, თურქეთის ბაზარი სრულად გაიხსნა და ამ ქვეყნიდან მაღალი ხარისხის, GMP სტანდარტების შესაბამისი მედიკამენტები შემოტანა იგეგმება, რაც, მთავრობის წარმომადგენლების თქმით, მოქალაქეებს ხარჯებს მნიშვნელოვნად და ძალიან სწრაფად შეუმცირებს. გთავაზობთ კარდიოლოგიური წამლების მცირე ჩამონათვალს...


მსგავსი სიახლეები

up