„ნატახტარი ზიგზაგის“ მხარდაჭერით, პირველად საქართველოში NFT ჰაკათონი გაიმართა

„ნატახტარი ზიგზაგის“ მხარდაჭერით, პირველად საქართველოში NFT ჰაკათონი გაიმართა

access_time2022-08-03 16:46:07

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია NFP CREW და საზოგადოება NFT GEORGIA-ს ორგანიზებითა და „ნატახტარი ზიგზაგის“ მხარდაჭერით, საქართველოში პირველად NFT ჰაკათონი გაიმართა. აპლიკანტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მხოლოდ პროტოტიპის საფუძველზე გამარჯვება მოეპოვებინათ. ჰაკათონის მიზანია საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, NFT ტექნოლოგიის გამოყენებით NFT პროექტის პროტოტიპი შექმნან, რომელსაც კონკრეტული utility მიენიჭება.



ჰაკათონში 3 და 5 მონაწილისგან შემდგარი გუნდები მონაწილეობდნენ. პროექტში მონაწილე აპლიკანტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გუნდები წინასწარ თავად ჩამოაყალიბებინათ ან ადგილზე სპონტანურად შეექმნათ. მნიშვნელოვანია, რომ 32-მა აპლიკანტმა ორდღიანი სამუშაოს შემდეგ NFT პროექტის პროტოტიპები წარადგინა.



ნამუშევრები კი კომპეტენტურმა ჟიურიმ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, იდეის, დიზაინის, NFT პროექტის, ტექნიკური გადაწყვეტის, მარკეტინგის და სთორილაინის გათვალისწინებით, კოეფიციენტის მიხედვით შეაფასა.




გამარჯვებულებს სხვადასხვა პრიზები გადაეცათ. პროექტის სპონსორმა „ნატახტარი ზიგზაგმა“ კი თავისი რჩეული გუნდი Blackworm საგზურით დააჯილდოვა.



„ჩვენი სურვილია, შექმნილი პროტოტიპი გლობალური ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი იყოს და სწორედ ჰაკათონის ფარგლებში ვქმნით სივრცეს, სადაც დაინტერესებულ პირებს გუნდურად მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ. ჩვენ მიერ შეთავაზებული თემატიკის გათვალისწინებით, გუნდებმა საკმაოდ საინტერესო და ორიგინალური დაგენერირებული პროტოტიპი შექმნეს და ჟიურის წინაშე წარსდგნენ,“ - აღნიშნავს ჰაკათონის იდეის ავტორი ლევან ცერაქაშვილი.



„“ნატახტარი ზიგზაგისთვის“ მნიშვნელოვანია ახალგაზრდული და ინოვაციური პროექტების მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ „ზიგზაგის“ კონცეფცია ხაზს უსვამს პიროვნების უნიკალურობას. ეს არის ახალგაზრდული ბრენდი მათთვის, ვისაც არ აშინებს თავგადასავლები, სიახლეები და ცდილობს ყველაფერი გააკეთოს და შექმნას თავისებურად, არ იცხოვროს სწორხაზოვნად. ვფიქრობთ, რომ „ზიგზაგის“ ბრენდი თავის კონცეფციით უხდება ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა NFT ჰაკათონი. წარმატებას ვუსურვებთ როგორც ჩვენს რჩეულ გუნდს, ისე ყველა მონაწილეს,“- განმარტავს „ეფეს საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ქეთი ჟვანია.


(R)





უკრაინის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ სავალდებულო ევაკუაცია, დონეცკის ოლქის გარდა, შესაძლოა, განხორციელდეს ხერსონის, ზაპოროჟიესა და ხარკოვის ოლქებიდანაც

უკრაინის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ სავალდებულო ევაკუაცია, დონეცკის ოლქის გარდა, შესაძლოა, განხორციელდეს ხერსონის, ზაპოროჟიესა და ხარკოვის ოლქებიდანაც
access_time2022-08-11 23:50:01
...

კოპენჰაგენში გამართულ დონორთა კონფერენციაზე უკრაინის დასახმარებლად 1,5 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ

კოპენჰაგენში გამართულ დონორთა კონფერენციაზე უკრაინის დასახმარებლად 1,5 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ
access_time2022-08-11 23:00:12
​კოპენჰაგენში გამართულ დონორთა კონფერენციაზე უკრაინის დასახმარებლად 1,5 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ განცხადება დანიის თავდაცვის მინისტრმა, მორტენ ბედსკოვმა გააკეთა. ინფორმაციას...

გაერო-ს გენერალური მდივანი მოითხოვს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან სამხედრო აქტივობა დაუყოვნებლივ შეწყდეს

გაერო-ს გენერალური მდივანი მოითხოვს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან სამხედრო აქტივობა დაუყოვნებლივ შეწყდეს
access_time2022-08-11 22:00:03
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ...

ევროკომისია - რუსებისთვის ვიზის გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა

ევროკომისია - რუსებისთვის ვიზის გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა
access_time2022-08-11 21:00:11
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა და ცალკეულ სახელმწიფოს შეუძლია საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა ანიტა ჰიპერმა...

მიმდინარე თვის ბოლოსთვის საწვავის ფასების შემცირებას ველოდებით — ლევან დავითაშვილი

მიმდინარე თვის ბოლოსთვის საწვავის ფასების შემცირებას ველოდებით — ლევან დავითაშვილი
access_time2022-08-11 20:00:25
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა მინისტრები ლევან დავითაშვილი და ლაშა ხუციშვილი დღეს საწვავის რეალიზატორი მსხვილი ქსელების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათთან ერთად ნავთობპროდუქტების სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ასევე კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე მონაწილეობდა, საწვავის ბაზარზე არსებული პროგნოზები, კონკურენციის საკითხები და მარჟების მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობები...


მსგავსი სიახლეები

up