ახალი ლიმიტირებული სერია „ნატახტარი გრინი“ უკვე გაყიდვაშია

ახალი ლიმიტირებული სერია „ნატახტარი გრინი“ უკვე გაყიდვაშია

access_time2020-05-28 18:45:57

„ნატახტარის“ მწარმოებელი კომპანია „ეფეს საქართველო“ პროდუქციის ასორტიმენტს აფართოებს. უკვე ჩამოისხა და გაყიდვაშია ახალი სპეციალური გამოშვება „ნატახტარი გრინი - 3 სვიის გემო“, რომელიც დამზადებულია განსაკუთრებული Dry Hopping ტექნოლოგიით, 3 სახეობის სვიის გამოყენებით.


Dry Hopping ტექნოლოგია გულისხმობს ლუდში სვიის ხარშვის პროცესის შემდეგ დამატებას, რაც სითხეს სვიის ცოცხალ არომატს უნარჩუნებს. „ნატახტარი გრინი“ გაყიდვაში იქნება შეზღუდული დროით. როგორც „კომერსანტს“ „ეფეს საქართველოს“ კორპორატიულმა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა, ლუდის სეზონზე მნიშვნელოვანი იქნება ისიც, რომ არსებულ სასმელებზე, კომპანია ფასებს დააკორექტირებს.


„განახლებული პროდუქციით ვგეგმავთ გამოვჩნდეთ ბაზარზე და დავიწყოთ ლუდის სეზონი, წინა წელს ახალი ბრენდი გვქონდა „ნატახტარი პლატინუმის“ შეზღუდული რაოდენობა, წელს გვაქვს ბევრად განსხვავებული ლუდი, რომელიც 3 სახეობის სვიის გამოყენებით მზადდება. რაც შეეხება ფასებს, შეიძლება იყოს მცირე მატება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გასცდება ქვეყანაში არსებულ ინფლაციას“-განაცხადა ხუნძაკიშვილმა.


ახალი პროდუქციის პარალელურად „ეფეს საქართველოს“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა ლუდის სეზონის დაწყებაც შეაფასა და განაცახდა, რომ პანდემიის მიუხედავად, რასაც ტურისტული სეზონის ჩავარდნა მოჰყვა, ბაზარზე სრული დატვირთვით გამოჩენას გეგმავენ.



„ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, ჩვენი კომპანია სრული დატვირთვით მუშაობდა. ასე ვაპირებთ შევხვდეთ ლუდის სეზონს. ბაზარზე მსყიდველუნარიანობა, დაახლოებით 1¬5-20%-მდეა შემცირებული, ამ პირობებში შევძელით ყველა თანამშრომლის შენარჩუნება. ლუდის სეზონისთვის სრულ მზადყოფნაში ვართ, მიუხედვად იმისა, რომ არ არის გახსნილი რესტორნები, კაფეები, ბარები და ტურიზმის სეზონიც შეზღუდულია, მაინც სეზონს ოპტიმისტურად ვუყურებთ ,“ - აცხადებს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up