„ნატახტარი“ 2019 წელს 2 პროცენტიანი ზრდით დაასრულებს

„ნატახტარი“ 2019 წელს 2 პროცენტიანი ზრდით დაასრულებს

access_time2019-10-25 16:30:47

„ნატახტარი” 2019 წელს სავარაუდოდ 2 პროცენტიანი ზრდით დაასრულებს, ამის შესახებ „კომერსანტს“ სააქციო საზოგადოება „ლომისის“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა. ბიზნესმენი იმ მიზეზებზე საუბრობს რამაც კომპანიის მოგების ზრდა გამოიწვია.

 

 „ჩვენი მონაცემებით წლის ბოლომდე ბაზრის მოცულობის ძალიან მცირე ზრდა გვექნება, დაახლოებით 1 ან 2 პროცენტიანი. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მომენტისათვის  მარკეტი არ გაზრდილა. ბაზრის მოცულობის ზრდა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ შევმცირდით, რაც უკვე წარმატებაა იმ მოცემულობაში რომელიც ქვეყანაში გვაქვს. მათ შორისაა,  ესაა ეკონომიკური მდგომარეობა, რეგიონში არსებული სიტუაცია, ჩვენს მოსახლეობაში განკარგვადი შემოსავლის შემცირება, რაც პირდაპირ პროპორციული გაცვლითი კურსის. დღევანდელი მოცემულობა მომავალ წელს შანს გვაძლევს, რომ ბაზარი კიდევ უფრო გაიზარდოს. მცირე ზრდა გამოიწვია იმან, რომ ამინდები იყო ხელსაყრელი, ბევრი ახალი ბრენდი შემოვიტანეთ. აღსანიშნავია, ისიც რომ ლუდის ბაზარზე კონკურენცია გაიზარდა, მთელი წლის განმავლობაში სხვა კომპანიების მიერ ბევრი მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობდა“, განმარტავს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

 

 

კომპანიის მიერ გამოქვეყნებული 2018 წლის ანგარიშგების მიხედვით, „ნატახტარის - სს „ლომისის“   შემოსავალმა 103,058,000 ლარი შეადგინა, ხოლო მოგების ოდენობამ 639 000 ლარი. მოგება 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია. 2017 წელს სააქციო საზოგადოება ლომისის შემოსავალი 103,328,000 ლარი იყო ხოლო მოგება  7,162,000 ლარი.


 

 დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ კომპანიას ლუდის ბაზარზე წამყვანი პოზიცია უკავია და 2018 წლის 31 დეკემბრისთვის ფლობს დაახლოებით 47%, ხოლო გაზირებულ უალკოჰოლო ბიზნესში, კომპანია „ნატახტარის“ ბრენდით, ბაზრის 11%-ს იკავებს, რაც ტრადიციული ლიმონათის ბიზნესის ბაზრის 43%-ია.

 

 

შეგახსენებთ, რომ კომპანია 1997 წლის 16 მაისს დაფუძნდა. კომპანია არის სააქციო საზოგადოება შეზღუდული აქციების რაოდენობით, რომელიც დაფუძნდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2018 და 2017 წლების 31 დეკემბრის და 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, კომპანიის უშუალო მშობელი კომპანია იყო „Efes Breweries International N.V.“, ხოლო საბოლოო მაკონტროლებელი მხარე - „Anadolu Efes Group“. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა ლუდისა და გაზიანი უალკოჰოლო სასმელების წარმოება და საბითუმო გაყიდვა საქართველოში და საზღვარგარეთ. კომპანიის საწარმოო ინფრასტრუქტურა განთავსებულია საქართველოში, სოფელ ნატახტარში.

 


ბაჩო ადამია





ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები შსს-ს 40 ათას ლარამდე დაუჯდა, კამპანია #მეტისიცოცხლისთვის ნახევარ მილიონზე მეტი

ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები შსს-ს 40 ათას ლარამდე დაუჯდა, კამპანია #მეტისიცოცხლისთვის ნახევარ მილიონზე მეტი
access_time2020-01-23 20:25:56
2019 წლის აპრილში თბილისის რამდენიმე ადგილად გამოჩნდა დამტვრეული მანქანების ინსტალაციები, რომლის ავტორი და მიზანიც თავიდან “გასაიდუმლოებული” იყო. შსს ამბობდა რომ მათ შესახებ არაფერი იცოდა, მერია კი ერთ-ერთი სარეკლამო კამპანიის ნაწილად მიიჩნევდა. საბოლოოდ, ამოყირავებული და დაზიანებული მანქანები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი სოციალური კამპანიის ნაწილი აღმოჩნდა, რომელიც როგორც რადიო თავისუფლების მიერ შსს-დან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, ჯამში...

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი თხილის პლანტაციებს გააშენებს

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი  თხილის პლანტაციებს გააშენებს
access_time2020-01-23 17:22:11
შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ რაგუსას წარმოებაში გამოიყენებს, - საინვესტიციო პროექტის განხორციელების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს. Camille Bloch-მა უკვე დაარეგისტრირა კომპანია საქართველოში და მოიძია 651 ჰეტრამდე მიწის ნაკვეთის ლაგოდეხის...

თბილისი – ღარიბი ქალაქი მილიონიანი მოლებით

თბილისი – ღარიბი ქალაქი მილიონიანი მოლებით
access_time2020-01-23 19:30:41
საქართველოს მოსახლეობისთვის სიღარიბე ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ითვლება. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ხელისუფლებებს მუდმივად იმის იმედით ირჩევდა მოსახლეობა, რომ ისინი არსებული გაჭირვების დაძლევას და ქვეყნის ეკონომიკურად გამართვას შეძლებდნენ. თუმცა, დღემდე ვერც ერთმა ხელისუფალმა ვერ შეძლო არსებული სიღარიბის მაჩვენებლის დაძლევა. ფაქტია, რომ დღესაც საქართველოში უამრავი ეკონომიკური პრობლება არსებობს, მოსახლეობის შემოსავლები არცთუ ისე მაღალი, თუმცა, მიუხედავად ამისა, თბილისში...

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“
access_time2020-01-23 16:30:18
სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ, - ასე უპასუხა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ პროექტის ხელმძღვანელის განცხადებას, რომ ისინი მეტი დროის დაკარგვას აღარ აპირებენ და იანვრის ბოლოს მერიაში განცხადებას შეიტანენ, რომ ისევ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტი“...

„თუ ამერიკაში ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა საქართველოს ეკონომიკურ მიმზიდველობასთან დაკავშირებით, ეს ეფექტი მთელ სამყაროზე გადავა“

„თუ ამერიკაში ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა საქართველოს ეკონომიკურ მიმზიდველობასთან დაკავშირებით, ეს ეფექტი მთელ სამყაროზე გადავა“
access_time2020-01-23 14:30:56
ოთხი ამერიკელი კონგრესმენი – ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკაული საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართავენ. როგორც წერილშია აღნიშნული, ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ დაპირებული დემოკრატიულ რეფორმებზე უარისა და ამასთან დაკავშირებით მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლარიზაციის გამო. გარდა ამისა, მათი თქმით, ეკონომიკური ინდიკატორები საქართველოში პირდაპირი...


მსგავსი სიახლეები

up