NASA-ს  კოსმოსში ასტრონავტმა-ქალმა პირველი დანაშაული ჩაიდინა

NASA-ს კოსმოსში ასტრონავტმა-ქალმა პირველი დანაშაული ჩაიდინა

access_time2019-08-25 23:30:33

Nasa-ს ასტრონავტმა-ქალმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურ ISS-დან უკანონო გზით, ყოფილი პარტნიორის საბანკო ანგარიშები გატეხა. ამერიკული გამოცემა New York Times-ი იუწყება, რომ შემთხვევა კაცობრიობის ისტორიაში, კოსმოსიდან განხორციელებული პირველი დანაშაულია.


ანა მაკკლეინმა, რომელიც კოსმოსში ექვსთვიანი მისიით იმყოფებოდა და დედამიწაზე ივნისის თვეში დაბრუნდა, დანაშაული აღიარა. როგორც ასტრონავტმა გამომძიებლებს განუცხადა, მან მისი ყოფილი პარტიორის საბანკო ანგარიშზე წვდომა, მისთვის ნაცნობი კოდის გამოყენებით მოახერხა.

კოსმონავტის განმარტებით, მას სურდა დარწმუნებულიყო, რომ ექს-მეგობარს ფინანსური კუთხით, ყველაფერი წესრიგში ჰქონდა - იუწყება ამერიკული პრესა.

შემთხვევა მას შემდეგ გახდა საჯარო, რაც ბანკმა ასტრონავტის ყოფილ პარტნიორ მამაკაცს აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების დაზვერვის ოფიცერს სამერ უორდენს აცნობა, რომ მის საბანკო ანგარიშებზე წვდომა Nasa-ს IP მისამართიდან განხროციელდა. მამაკაცმა ივარაუდა, რომ ეს მისი ყოფილი მეგობარი იქნებოდა და პირად მონაცემებზე უკანონო წვდომისთვის ინფრმაცია NASA-სა და ფედერალურ სავაჭრო კომისიას მიაწოდა, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო საქმეზე მოკვლევა.


New York Times-ის ინფორმაციით, ანგარიშიდან ფულის მოხსნის, ან სხვა მანიპულაციის ფაქტი არ ფიქსრიდება, თუმცა ექსპარტნიორი კოსმონავტს პირადი მონაცემების უკანონოდ წვდომაში ადანაშაულებს. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.


აღსანიშნავია, რომ ენ მაკკლეინი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ასტრონავტად მიიჩნევა. ის ცოტა ხნის წინ იმ 12 კოსმონავტს შორის მოხვდა, რომლებსაც NASA 2024 წელს მთვარეზე ექსპედიციაში გაუშვებს. იქონიებს თუ არა აღნიშნული ფაქტი ასტრონავტის კარიერაზე უარყოფით გავლენას, ეს გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.


bmg.ge

თეგები:
NASA



კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ
access_time2020-01-25 10:00:11
ჩინეთის ქალაქ უხანში ახალი კორონავირუსით დაავადებულებისთვის დროებითი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ წერს და ვიდეოს...

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის
access_time2020-01-25 11:00:19
სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის, რაც კომპანიების მიერ წარმოების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გადამუშავებას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა და კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელმა, სოსო გალუმაშვილმა გადაცემაში დღეს განაცხადა.   გადაცემაში ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ ნარჩენების...

საქორწილო ტურიზმი საქართველოში და ყველაზე პოპულარული ლოკაცია უცხოელებისთვის

საქორწილო ტურიზმი საქართველოში და ყველაზე პოპულარული ლოკაცია უცხოელებისთვის
access_time2020-01-25 12:00:29
როგორია საქორწილო ტურიზმი საქართველოში და რა ლოკაციაა ყველაზე პოპულარული უცხოელებისთვის ? - ამ თემაზე ისაუბრეს რადიო კომერსანტზე Malibu Flowers • მალიბუს ყვავილები-ს დამფუძნებლებმა მარიამ კლდიაშვილმა და ლიკა ჯიღაურმა. „ჩვენი კომპანია მოიცავს ქორწილის,როგორც ორგანიზებას, ისე გაფორმებას. ვმუშაობთ დეკორაციაზე, ყვავილებსა და სხვადასხვა დეკორაციაზე,რომლებსაც ჩვენ ვაწყობთ. ასევე ვგეგმავთ და ვაფორმებთ კორპორატიულ ღონისძიებას, ივენთებს,...

პროკრედიტ ბანკს საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები სტუმრობდნენ

პროკრედიტ ბანკს საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები სტუმრობდნენ
access_time2020-01-24 17:00:32
დღეს, პროკრედიტ ბანკს საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები სტუმრობდნენ.ბანკის მენეჯმენტთან შეხვედრის ფარგლებში, მოეწყო დისკუსია თემაზე „ინოფინის საგარანტიო პროგრამა და მისი მნიშვნელობა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის“. მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს პროგრამის ფარგლებში არსებული დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ. ღონისძიების ძირითადი მიზანი გახლდათ,...

„როგორ უნდა ვისაუბროთ ლარის კურსის სტაბილურობაზე, როცა 100 მილიონი ყალბი ფული არსებობს“

„როგორ უნდა ვისაუბროთ ლარის კურსის სტაბილურობაზე, როცა 100 მილიონი ყალბი ფული არსებობს“
access_time2020-01-24 18:30:53
„როგორ უნდა ვისაუბროთ ლარის კურსის სტაბილურობაზე, როცა 100 მილიონი ყალბი ფული არსებობს“- პარლამენტის წევრი, ლევან კობერიძე ტვ პირველის გადაცემაში „რეაქცია“ პოლიტიკურ და ელიტურ კორუფციაზე საუბრობს. ის აღნიშნავს,რომ არსებობენ „მსხვილი ჯგუფები“, რომლებიც ქვეყანაში არსებულ პროცესებს მართავენ. „ეს ის ჯგუფებია,რომლებმაც თავის დროზე არაერთი ფინანსთა მინისტრი და პრემიერ მინისტრიც კი...


მსგავსი სიახლეები

up