NASA მთვარეზე მისიის Artemis 1 გაშვებას აგვისტოს ბოლოს, ან სექტემბრის დასაწყისში გეგმავს, ამის შესახებ Engadget-ი კვლევის სისტემების განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე ჯიმ ფრიზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სააგენტომ უკვე გამოსცადა Space Launch System რაკეტა, რომელიც მთვარეზე ახალ ფრენას განახორციელებს.
უფრო ზუსტად, Artemis 1-ის მისიის გაშვება დაგეგმილია 23 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე პერიოდში. აღნიშნული მისიის დროს, უპილოტო Orion-ის მოდული მთვარის ირგვლივ იფრენს, რათა გამოიკვლიოს ფრენის სავარაუდო გავლენა ადამიანის სხეულზე.
როგორც ცნობილია, 2022 წლის 20 ივნისს წყალბადის გაჟონვა გამოვლინდა რაკეტის Space Launch System-ის ტესტების დროს.
1-ელ ივლისს, NASA-მ დააბრუნა რაკეტა კენედის კოსმოსურ ცენტრში, სადაც პერსონალი განაგრძობდა მასზე მუშაობას.