ნარიყალას ციხე-სიმაგრე ევროპაში მდებარე განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფ   კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შორის დასახელდა

ნარიყალას ციხე-სიმაგრე ევროპაში მდებარე განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შორის დასახელდა

access_time2020-12-18 11:07:26

ნარიყალას ციხე-სიმაგრე ევროპაში მდებარე განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შორის დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.


„აღნიშნულ ჩამონათვალში ასევე შესულია ახენზის რკინიგზა ავსტრიის ქალაქ ტიროლში, მოდერნ თეატრის შენობა ბულგარეთის ქალაქ სოფიაში, მიროგოის სასაფლაო კომპლექსი ხორვატიის ქალაქ ზაგრებში, სან დენის ეკლესია საფრანგეთის ქალაქ სენტ ომერში, მწვანე სისტემა გერმანიის ქალაქ კოლონში, ხუთი სამხრეთ ეგეოსის კუნძული საბერძნეთში, ჯუსტის ბაღი იტალიის ქალაქ ვერონაში, პალაცო ძენობიო იტალიის ქალაქ ვენეციაში, დეჩანის მონასტერი კოსოვოში, ცენტრალური ფოსტის შენობა მაკედონიის ქალაქ სკოპიეში და სან ხუანის სამლოცველო ესპანეთის ქალაქ კანტაბრიაში.



თითოეული ძეგლი შეირჩა როგორც გამორჩეული კულტურული ღირებულების, ასევე, მის მიმართ არსებული მნიშვნელოვანი საფრთხის მიხედვით. გარდა ამისა, შერჩევისას განიხილებოდა ამ ძეგლების გადასარჩენად ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის დონე, საჯარო თუ კერძო სექტორის პასუხისმგებლობა, ძეგლის პოტენციალი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით.



განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 12 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საერთაშორისო საკონსულტაციო კომისიის მიერ იქნა შერჩეული, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ისტორიის, არქეოლოგიის, არქიტექტურის, კონსერვაციის, პროექტის ანალიზისა და ფინანსების ექსპერტები.



განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის ფარგლებში საბოლოოდ შერჩეული ძეგლები 2021 წლის მარტში დასახელდება.




ნარიყალას ციხე-სიმაგრე ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი და უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია საქართველოში. თბილისის ისტორიულ ცნობებში ნარიყალას ციხე-სიმაგრე პირველად IV საუკუნის ბოლოს მოიხსენიება. ამ დროიდან თბილისი ევროპულ რუკებზე ტრანსკავკასიის მნიშვნელოვან ქალაქად ფიქსირდება. ამავე საუკუნის რომაელთა საგზაო რუკა „ტაბულა პევტინგერიანა“ თბილისს ფილადოს (ჰილადოსი) სახელით აღნიშნავს.



1827 წელს ძლიერმა მიწისძვრამ ნარიყალას გამაგრების შიდა ნაწილი თითქმის გაანადგურა, ხოლო მისი გარე კედლები საგრძნობლად დააზიანა. ამჟამად ნარიყალა ორ ნაწილად - ქვედა და ზედა გამაგრებად იყოფა. ქვედა გამაგრების ნაწილობრივი აღდგენის შედეგად გადაკეთდა კოშკები, კედლები და რამდენიმე ბასტიონი. ამჟამად ნარიყალას ციხე-სიმაგრეს ნგრევის საფრთხე ემუქრება.



განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამას ახორციელებს ევროპა ნოსტრა ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტთან თანამშრომლობით და შემოქმედებითი ევროპის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამა 2013 წელს დაიწყო და სამოქალაქო საზოგადოების კამპანიის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ევროპაში მდებარე საფრთხის ქვეშ მყოფი მემკვიდრეობის გადარჩენას ისახავს მიზნად. პროგრამა ითვალისწინებს ცნობიერების ამაღლებას, დამოუკიდებელი შეფასების მომზადებასა და სამოქმედო რეკომენდაციების შემუშავებას.



მიუხედავად იმის, რომ პირდაპირი დაფინანსება პროგრამაში გათვალისწინებული არ არის, საფრთხის წინაშე მყოფი ძეგლების იდენტიფიცირება ხშირად ახდენს აუცილებელი საზოგადოებრივი და კერძო მხარდაჭერის სტიმულირებას, მათ შორის ფინანსების მობილიზაციის კუთხით.



პირველად პროგრამის არსებობის ისტორიაში, საფრთხის წინაშე მყოფი მემკვიდრეობის თითოეულ ძეგლს ეძლევა შესაძლებლობა, მიიღოს EIB Heritage Grant-ი 10, 000 ევრომდე თანხის ოდენობით. EIB Heritage Grant-ი შესაძლოა გადაეცეს უფლებამოსილ და შერჩეულ 7 Most Endangered გამარჯვებულ ობიექტს, შეთანხმებული საქმიანობის განსახორციელებლად, რომელიც გამიზნული იქნება საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლის გადარჩენისთვის“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ მარიანა მორგოშია დაინიშნა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ მარიანა მორგოშია დაინიშნა
access_time2021-06-25 09:50:13
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ახალ მოადგილეს, მარიანა მორგოშიას მრავალპროფილური, საჯარო და კერძო სექტორებში მუშაობის 20 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. აღნიშნული გამოცდილება მოიცავს ჯანდაცვის მენეჯმენტის, პროექტების მართვის, საბანკო და სოფლის მეურნეობის მიმართულებებს. მარიანა ასევე სრულად ფლობს ინფორმაციას წარმოების სექტორში არსებულ პრობლემატურ საკითხებზე და ბიზნეს ასოციაციაში იგი ამ მიმართულებითაც აქტიურად იმუშავებს. მარიანა...

საქართველომ უკრაინულ „ALTKOM“-ს 6,78 მლნ ევროს საერთაშორისო დავა მოუგო

საქართველომ უკრაინულ  „ALTKOM“-ს 6,78 მლნ ევროს საერთაშორისო დავა მოუგო
access_time2021-06-25 10:00:53
მრავალწლიანი საერთაშორისო დავა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. საქმე ეხება სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის ავტომაგისტრალის მშენებლობას, რა დროსაც უკრაინულმა კონტრაქტორმა კომპანია „Road Building ALTKOM“-მა დაახლოებით 25 მილიონი ევრო ავანსის სახით აიღო, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები არ შეასრულა და ქვეყანა დატოვა.   „ALTKOM“-ს მიერ ვალდებულებების დარღვევის გამო გაფორმებული ხელშეკრულება 2017 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შეწყვიტა. რის შემდეგაც...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-06-24 21:00:30
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. კოვიდრეგულაციების დარღვევებზე დაკისრებული ჯარიმები გაუქმდა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწტვეტილებით, 245 000 ფიზიკურ და 344 პირს კოვიდჯარიმები ჯამში 76 მლნ ლარი ჩამოეწერება.   2. „ქართული ოცნების“ მხრიდან მეტ პოპულიზმს ვნახავთ“ - ზურაბ ჭიაბერაშვილი კოვიდჯარიმების...

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან მიმართ გამყარდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან მიმართ გამყარდა
access_time2021-06-24 18:00:11
ლარი გამყარებას განაგრძობს. 24 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა ძირითად საერთაშორისო ასევე თურქულ ლირასთან და აზერბაიჯანულ მანათთან მიმართებაში გამყარდა. სომხურ დრამთან და რუსულ რუბლთან კი გაუფასურდა. 0.79 თეთრიანი გამყარების შემდეგ 25 ივნისს, დოლარის ოფიციალური კურსი 3.1470 იქნება. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე კი მიმდინარე კურსი 3.1450-ა, იმდენივე, რამდენიც დილით ვაჭრობის დასაწყისში. ევროსთან მიმართ ლარი 1.04 თეთრით გამყარდა და კურსი...

ვითიბიში ლარის ანაბრის გახსნა უფრო მომგებიანია, ვიდრე სხვასთან

ვითიბიში ლარის ანაბრის გახსნა უფრო მომგებიანია, ვიდრე სხვასთან
access_time2021-06-24 16:55:59
ვითიბი მომხმარებელს ლარში გახსნილ ანაბრებზე საუკეთესო პირობებს სთვაზობს. დღეიდან,  ნებისმიერი მსურველი, რომელიც ვითიბიში გახსნის ანაბარს ლარში,  ყველაზე მაღალ - 12.75% წლიურ სარგებელს (12.03% ეფექტური) მიიღებს, ხოლო, ვადიანი ანაბრის დარღვევის შემთხვევაში, მიიღებს ყველაზე მაღალ, წლიურ 9%-ს, რითიც დააზღვევს ლარის შესაძლო გაუფასურებით გამოწვეულ სავალუტო რისკს.   „ჩვენ...


მსგავსი სიახლეები

up