ნარჩენი ზეთების შეგროვების საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ნარჩენი ზეთების შეგროვების საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

access_time2020-10-15 12:58:49

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:


მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა საავტომობილო ზეთებისა და საცხებ-საპოხი მასალების იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენელთა მონაწილეობით.

შეხვედრის თემა გახლდათ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის დადგენილება  №327, რომელიც ეხება ნარჩენი ზეთების მართვის რეგლამენტის დამტკიცებას, რომლის მთავარი მიზანი არის სპეციფიკური ნარჩენების - ნარჩენი ზეთების  მართვასთან დაკავშირებული მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისა და აღნიშნული ნარჩენების მართვის წესების განსაზღვრა.

აღნიშნული დადგენილების მთავარი მიზანია ნარჩენი ზეთების წარმოქმნის პრევენცია, ხელახალი გამოყენება, რეგენერაცია ან სხვაგვარად აღდგენა, რაც ჯამში ხელს უწყობს ნარჩენი ზეთების მიერ გარემოს დაბინძურების შემცირებასა და ეკოლოგიის გაუმჯობესებას.


შესაბამისად, უნდა აღინიშნოს, რომ ინდუსტრია ამ გადაწყვეტილებას იზიარებს და მხარს უჭერს.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული მთავრობის დადგენილება ამოქმედდა 2020 წლის 1 სექტემბრიდან. გამონაკლისს წარმოადგენს დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც უნდა ამოქმედდეს 2021 წლის 1 ივლისიდან.  კერძოდ, მუხლი 13. დისტრიბუტორების ვალდებულებები 1. ზეთების დისტრიბუტორები ვალდებული არიან ბაზარზე არ განათავსონ ისეთი მწარმოებლის მიერ მოწოდებული პროდუქტები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული მგვ რეესტრში და არ არიან მგვ ორგანიზაციის წევრები (ან არ აქვთ შექმნილი ინდივიდუალური მგვ ორგანიზაცია).


აღნიშნული დადგენილებისა და კონკრეტულად მე-13 მუხლის მოქმედება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბიზნეს-სუბიექტების საქმიანობაზე,  ვინაიდან მათ უწევთ დამატებითი ფინანსური რესურსების მოძიება და ხარჯების გაწევა, რათა შეასრულონ დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები.


ვინაიდან მიმდინარე წელი არ გახლავთ ჩვეულებრივი რიგითი წელი იქიდან გამომდინარე, რომ პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა ეკონომიკა და დიდი  კორექტივები შეიტანა ნებისმიერი ბიზნეს-სუბიექტის საქმიანობაში. შესაბამისად, როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, ზემოაღნიშნული საკითხი დამატებით ტვირთად შეიძლება დააწვეს კომპანიების საქმიანობას, ხელი შეუშალოს დადგენილებით მათ მიერ აღებული დროში გაწერილი ვალდებულებების შესრულებას.


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჯერჯერობით არ არის შექმნილი მგვ ორგანიზაცია (მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია), რომელმაც საქმიანობის დაწყებამდე უნდა მიიღოს ავტორიზაცია სამინისტროსგან.  ზეთების მწარმოებლები ვალდებულნი არიან შექმნან  მგვ ორგანიზაცია ინდივიდუალურად ან სხვა მწარმოებლებთან ერთობლივად, რომელიც იქნება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსის ორგანიზაცია და  პასუხისმგებელი იქნება ნარჩენი ზეთების შეგროვებაზე.


უახლოეს პერიოდში გაიმართება შეხვედრა, სადაც მიღებულ იქნება ერთობლივი გადაწყვეტილება დადგენილების ამოქმედების მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით.

 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up