„ნამდვილად უნდა ვილოცოთ, რომ საპენსიო სააგენტოში დაგროვებული ჩვენი თანხა არ დავკარგოთ“

„ნამდვილად უნდა ვილოცოთ, რომ საპენსიო სააგენტოში დაგროვებული ჩვენი თანხა არ დავკარგოთ“

access_time2019-12-10 10:00:33

ნამდვილად უნდა ვილოცოთ, რომ საპენსიო სააგენტოში დაგროვებული ჩვენი თანხა არ დავკარგოთ“, - ასე აფასებს ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი საპენსიო სააგენტოს უკვე ყოფილი დირექტორის, ლევან სურგულაძის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. როგორც ცნობილია,სურგულაძემ საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობა გუშინ დატოვა და განაცხადა, რომ საპენსიო რეფორმის წარმატებით გაგრძელებისთვის ილოცებს.


ირაკლი ყიფიანმა „კომერსანტს“ განუცხადა, რომ სააგენტო საერთოდ არ უნდა შექმნილიყო. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ უწყება ქართული რეალობიდან ამოვარდნილია.

 

„ეს არის ქვეყანაში ყველაზე მაღალი რისკის მატარებელი სააგენტო, რადგან შესაძლებელია მომავალ რამდენიმე წელიწადში დაგროვებული თანხები სახელმწიფომ უბრალოდ მიითვისოს, ანუ ადამიანებმა ვერაფერი მიიღონ. ამის თქმის  საფუძველს კი პოლონეთის და უნგრეთის გამოცდილება მაძლევს. ერთ შემთხვევაში მოსახლეობამ დაგროვებული თანხის 50 პროცენტი დაკარგა, ხოლო მეორე შემთხვევაში - სრულად დაკარგა. ჩვენი მთავრობა თავისი ინსტიტუციური მდგომარეობით არც უნგრეთის და არც პოლონეთის მთავრობას არ სჯობია. შესაბამისად, ეს არის ბომბი, რომელიც რამდენიმე წელიწადში აუცილებლად აფეთქდება“, - განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.

 

იურისტი ლევან ალაფიშვილი კი ფიქრობს, რომ საპენსიო რეფორმა აქამდეც ლოცვის იმედად იყო დატოვებული. მისი თქმით, სახელმწიფოს არ აქვს წარმოდგენა როგორ მართოს სააგენტოს მიერ მობილიზებული ნახევარი მილიარდი ლარი.

 

„ალბათ ლოცვა ინტენსიური არ იყო და ამით უნდა ავხსნათ,რომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი ამ დრომდე არ არის შემუშავებული. ლოცვა ასევე არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ ეს თანხა ბრუნვაში გაშვებულიყო. გარდა იმისა, ეს თანხები  ეროვნულ ბანკში და დეპოზიტებზე დევს. ალბათ თავიდანვე არ ილოცა ხელისუფლებამ საკმარისად, რომ გაეაზრებინა რა ვალდებულებებს და ტვირთს წარმოშობდა ბიზნესისთვის, შესაბამისად ,არ უფიქრიათ იმუშავებდა თუ არა ჩვენნაირი ეკონომიკის და სოციალური მდგომარეობის ქვეყანაში ამ ტიპის ახალი გადასახადის შემოღება“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.


 

კითხვაზე, თუ რატომ  არ ხდება  საპენსიო შენატანების, ინვესტირება,ლევან ალაფიშვილი გვპასუხობს, რომ მთავრობის ერთადერთი მიზანი საპენსიო სააგენტოსთან დაკავშირებით არის ის, რომ მობილიზებული დანაზოგები როდესაც თანხა დასჭირდება თვითონ გამოიყენოს.

 

„სიღრმეში არ წავალ, უბრალოდ შეგახსენებთ 520-ე დადგენილებას, სოციალურ ხარჯებს, რომელიც ზრდადია და თავისთავად ამ ხარჯებს ქვეყნის ეკონომიკის ზრდა ვერ ეწევა. აქედან გამომდინარე მთავრობას სხვადასხვა მანიპულაციებით და შეფუთვებით უწევს ამ ყველაფერზე ზრუნვა. სინამდვილეში, ეს საპენსიო რეფორმაც სხვა არაფერია თუ არა მოსახლეობის ჯიბიდან ამოღებული გადასახადები. თუ ჩავხედავთ კანონს დაგროვებით პენსიის შესახებ ვნახავთ, რომ პირველი ხუთი წლის განმავლობაში ამ თანხების ინვესტიცია ნაკლებად რისკიან პაკეტში შეიძლება. მეორე მუხლს რომ წავიკითხავთ, ვნახავთ რაც არის ნაკლებად რისკიანი. ეს არის სახაზინო ვალდებულებები, სახაზინო ობლიგაციები და ა.შ. ის ინსტრუმენტები, რომელთა გამოყენებითაც მთავრობას შეუძლია ამ ფულის წაღება და გამოყენება. ვინ ისარგებლებს 5 წლის განმავლობაში ამ თანხით? სად წავა ეს თანხა? ბუნებრივია ბიუჯეტში, რადგან კანონში ჩაწერეს.


გარდა ამისა, არის განვითარებული ფინანსური ბაზარი, რომ ამ მოცულობის ინვესტიცია ნაკლებ რისკიან პორტფელში განთავსდეს? რა თქმა უნდა არა. საფინანსო სექტორში ერთადერთი სტაბილური საბანკო სექტორია. რად გვინდოდა მთავრობის დახმარება ამ თანხას ჩვენ რა დეპოზიტებზე ვერ დავდებდით? მათი გაცხადებული მიზანი არის ის, რომ როდესაც თანხა ბიუჯეტში დააკლდებათ თვითონ გამოიყენებენ“, - განმარტავს ლევან ალაფიშვილი.

 

მიუხედავად სახელმწიფოს პოზიციისა, რომ საპენსიო შენატანი გადასახადად არ ითვლება, ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ  საპენსიო შენატანი გადასახადის ბუნების მატარებელია, ამიტომ მისი თქმით, რეფორმა ანტიკონსტიტუციურია.

 

რეფორმა თავისთავად საჭიროა, მაგრამ სავალდებულო კომპონენტის გარეშე. ეს არის ერთადერთი სწორი გზა ,რაც ამ რეფორმას სიცოცხლის უნარიანს გახდის, სხვა შემთხვევაში საპენსიო სააგენტო წარუმატებლობისთვისაა განწირული. ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც არის კონსენსუსი, რომ რეფორმა ყველა ნიშნებით შინაარსობრივად არის გადასახადი, მაგრამ ხელისუფლებამ გადასახადი არ დაარქვა. აქედან გამომდინარე, იგი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ამერიკაში დღეს პროცესი მიმდინარეობს ე.წ. obama care-თან დაკავშირებით, რომელიც ორი კომპონენტისგან შედგება. ერთი არის სავალდებულო პაკეტი- შენატანი და მეორე ამ შენატანის განუხორციელებლობისთვის დაწესებული ჯარიმა. ამერიკის უზენაესმა სასამართლომ თქვა, რომ თუ კი რაიმე ფინანსურ ვალდებულებას თან სდევს სანქცია, ეს ორივე ერთად აუცილებლად უკვე არის გადასახადი და აქედან გამომდინარე,სულ მალე სააპელაციო ინსტანციის სასამართლო დარწმუნებული ვარ დაადასტურებს ამ ყველაფერს. ზუსტად ეს ანალოგი იქნება გამოყენებული საქართველოშიც საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის წარმოების დროს“, - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

 

ბაჩო ადამია




„სამუშაო ადგილების შენარჩუნება, საკმაოდ რთული იქნება - ასე თუ გაგრძელდა, ბევრი კომპანია დატოვებს ბაზარს და სავაჭრო ობიექტებიც დაიკეტება“

„სამუშაო ადგილების შენარჩუნება, საკმაოდ რთული იქნება - ასე თუ გაგრძელდა, ბევრი კომპანია დატოვებს ბაზარს და სავაჭრო ობიექტებიც დაიკეტება“
access_time2020-09-26 20:00:53
„სავაჭრო კომპანიების 90%, დღეის მდგომარეობით, ზარალში იმყოფება,“- ამის შესახებ „აი სი არ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ხაზარაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია,...

პანდემია და სეზონური გრიპი - ევროპა საფრთხის წინაშეა

პანდემია და სეზონური გრიპი - ევროპა საფრთხის წინაშეა
access_time2020-09-26 18:00:13
ზაფხულის დასრულების შემდეგ, ევროპა მნიშვნელოვანი პრობლემისა და საფრთხის წინაშეა. აგვისტოს ბოლოდან კოვიდ19-ის შემთხვევებმა სხვადასხვა ქვეყანაში მნიშვნელოვნად იმატა. პანდემიას სეზონური გრიპიც ერთვის თან, რაც ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების თქმით, რეალური საფრთხეა და საჭიროა...

პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს და საარჩევნო შტაბის უფროსს წარმოდგენა არა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე

 პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს და საარჩევნო შტაბის უფროსს წარმოდგენა არა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე
access_time2020-09-26 11:28:24
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ილაპარაკა კორონავირუსის პანდემიამდე საქართველოში მშპ-ს ზრდის შესახებ. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი არასწორად, მიმდინარე ფასებში დათვალა და თქვა, რომ...

სექტემბერში საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა

სექტემბერში საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა
access_time2020-09-26 16:00:42
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი სექტემბრისათვის 30.93 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 392.65 მლნ ლარით, ანუ 1.29%-ით მეტია პირველი აგვისტოსთვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.28%-ით მეტი). აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 563.69 მლნ ლარით, ანუ 4.04%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 4.05%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 171.04 მლნ ლარით, ანუ...

„ქართული ოცნების“ პროგრამა ცარიელი რვეულია, რომელსაც სარჩევიც არ აქვს“ - ლევან კობერიძე

„ქართული ოცნების“ პროგრამა ცარიელი რვეულია, რომელსაც სარჩევიც არ აქვს“ - ლევან კობერიძე
access_time2020-09-25 19:30:42
„ლელოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობერიძე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებას „კომერსანტთან“ საუბრისას პასუხობს, რომლის თქმით, „ლელო საქართველოსთვის ლიდერის მამუკა ხაზარაძის ინიციატივა, რომელიც მევახშეობის აკრძალვას მოიცავს, „მომავალში დასაწერი წიგნის სარჩევს ჰგავს, რომლის შინაარსიც დაწერილი არ არის და თანაც, განძის კუნძულია ალბათ, სადღაც აღმოჩენილი“. „იმის ნაცვლად რომ ქვეყნის...


მსგავსი სიახლეები

up