„ნამახვანის მშენებლობა არაა შეჩერებული'' - Enka-ს ახალი დირექტორი

„ნამახვანის მშენებლობა არაა შეჩერებული'' - Enka-ს ახალი დირექტორი

access_time2021-03-30 19:00:40

სასტუმრო „რესპუბლიკაში“ დღეს კომპანია „ENKA”-მ ნამახვანჰესთან დაკავშირებით ფოკუს-სესია გამართა. შეხვედრაზე განიხილს ნამახვანის პროექტის სტატუსი და გამოწვევები, და გაჟღერდა, რომ ნამახვანჰესის კასკადის პროექტის ახალი დირექტორი მერაბ ლომინაძე გახდა, რომელიც აქამდე კომპანია ჯორჯიან მანგანეზის ფინანსური დირექტორის პოსტზე საქმიანობდა.

 

პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოს საელჩოები, საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციები, არასამთავრობო სექტორი, მთავრობის წარმომადგენლები.


ნამახვანის ახალმა დირექტორმა მერაბ ლომინაძემ დღეს განაცხადა, რომ ნამახვანჰესის“ კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა  არ დაიწყება, სანამ კვლევების გადამოწმება არ მოხდება. ეკონომიკის სამინისტროსთან მიღწეული შეთანხმებით, ასევე შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების 5 მლნ ლარიანი ფონდი და პროექტის ზედამხედველობისთვის შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო.


მანამ, სანამ არ იქნება დასტური და ვერიფიკაცია იმ კვლევებისა, რომლებიც ჩვენ გვაქვს, იქამდე არ დაიწყება პროექტის ისეთი ნაწილების მშენებლობა, როგორიც არის კაშხალი.  რომ ძალიან მოკლე ვადაში შევძლებთ ამ კვლევების მომზადებას. ჩემი აზრით, ამას 6-დან 8 კვირამდე დასჭირდება.


იმხელა არის ამ პროექტის მიმართ ინტერესი, რომ ყველა მხარე იქნება ამაში ჩართული. ცალსახად ამაში იქნება ჩართული საზოგადოება, ცალსახად ამაში იქნებიან ჩართულნი ექსპერტები, აუცილებლად ამაში იქნება ჩართული ხელისუფლება. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს არის ის პროექტი, რომელზეც დღეს ჩემთვის, რიგითი მოქალაქისთვის გადის ქვეყნის დამოუკიდებლობა- განმარტავს ლომინაძე.



29 მარტს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ 9-დან 12 თვემდე კაშხლის სამუშაოები შეჩერდება.  თუმცა როგორც დღეს გაირკვა კვლევის დასრულების შემდეგ შესაძლოა სამუშაოები მალევე განახლდეს.


შეხვედრას თურქეთისა და ნორვეგიის ელჩებიც ესწრებოდნენ, თურქეთის ელჩი ფატმა იაზგანი მედიასთან განმარტავს იმ ანტი თურქული განწყობის მიზეზებს, რაც აქტუალური სწორედ ამ პროექტის გაჟღერებიდან გახდა.


ამ პროექტში ორი მსხვილი ინვესტორი თურქეთი და ნორვეგიაა, არავინ ახსენებს ნორვეგიის მხარეს და ყველა თურქეთზე საუბრობს. საუბრობენ თუ რატომ მიეყიდა მიწა თურქებს(არცაა გაყიდული სხვათა შორის). ეს მხოლოდ აისბერგიის ზედა ნაწილია - 3 წელია აქ ვარ და ყურადღებით ვაკვირდები საქართველოში მიმდინარე პროცესებს. თურქეთში საქართველოს ვხედავთ, როგორც მეგობრულ ქვეყანას. წარსულში ომები გვქონდა, ყველა ერთმანეთს ეომებოდა, მაგრამ ეს ისტორიად დარჩა საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ . ბოლო 20 წელია სტაბილურად კარგ ურთიერთობას ვაყალიბებთ და ამ ურთიერთობიდან სარგებელს ვიღებთ. მე ვერ ვიფიქრებდი, რომ ასეთი ანტი თურქული განწყობა წამოიწევდა წინ. ნამდვილად ბოლო 3 წელია  სოციალურ ქსელებში არიან ადამიანები ვინც კრიზისის გამწვავებას ცდილობენ. მერე ვხედავ ამას რა მოჰყვება. ეს იწყება კონკრეტული სოციალური ქსელების მისამართებიდან და ისინი დაკავშირებულია კონკრეტულ ქსენოფობიურ ვებგვერდებთან. გახსოვთ ალბათ, ახალ ზელანდიაში  თავდამსხმელის იარაღზე გამოსახული სიმბოლოები ისტორიიდან - ამ შემთხვევაშიც ისინი იყენებენ ისტორიულ სიმბოლოებს. ჩვენი საზღვრები საქართველოსთან გარკვეულია, რაც ნიშნავს რომ ერთმანეთის სუვერენულობას პატივს ვცემთ. ეს ხელს უშლის ზოგიერთებს საქართველოს ფარგლებს მიღმა და სურთ ურთიერთობის დაძაბვა საქართველოსა და თურქეთს შორის. ვერ გეტყვით ვის ვგულისხმობ რადგან დიპლომატი ვარ, მაგრამ შემიძლია გავასაჯაროვო სოციალური ქსელების კონკრეტული დოკუმენტები და მისამართები. ნამახვანოს პროექტი ამის ილუსტრაცია,  ეს აჩვენებს გვჭირდება პრობლემების განხილვა და მათი გადაწყვეტა. ხდება საზოგადოებრივი აზრის მანიპულაცია და პროვოკაცია თურქეთის წინააღმდეგ. მე არ მივცემ მათ ამის უფლებას, არც თურქეთის და არც საქართველოს ხელისუფლება ამას არ დაუშვებს,“ - ამბობს თურქეთის ელჩი.



East Gate ჯგუფის ხელმძღვანელი, ბიზნესმენი ირაკლი იაშვილი  განმარტავს, რომ ნამახვანის საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობასთან კომუნიკაცია დაგვიანებულია, თუმცა ეს ინვესტორის პრეროგატივა არ არის და სახელმწიფოსგან უნდა იყოს დარეგულირებული, რომ  ინვესტორი პროექტის განხორციელებისას ჩიხში არ შევიდეს.



მე ხალხისგან დავინახე ჯანსაღი პროტესტის  ნაწილი -  ადამიანები განიცდიან ეკოლოგიურ ვითარებას და ეს გასაგებია. რა თქმა უნდა, დაგვიანებული იყო კომუნიკაცია ამ ხალხთან,  მაგრამ ინვესტორების საქმე არ არის სოციალური საკითხების მოგვარება და ხალხთან ურთიერთობა, ეს სახელმწიფოს საქმეა. როდესაც სახელმწიფო  აძლევს ბიზნესმენს მშენებლობის ნებართვას, ეს ნებართვა უნდა მოიცავდეს ყველაფერს, შემდეგ ინვესტორმა უნდა შეაფასოს და მიიღოს გადაწყვეტილება აწყობს თუ არა დამატებითი აქიტიურობა და ხარჯები, რომ განახორციელოს პროექტი. გაიდლაინებია შესაქმენლი იმისთვის, თუ როგორ უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ და ინვესტორმა. როდესაც ინვესტორი მარტო რჩება მოსახლეობის პროტესტის პირისპირ, რა თქმა უნდა ჩიხში შევა. ამიტომ ყველა მხარეს უნდა წარიმართოს სწორი პროცესი,“ - განმარტავს ირაკლი იაშვილი.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up