„ნამახვანის“ და „ხუდონის“ აშენების შემთხვევაში მთავრობას ინვესტორისთვის 1 მლრდ ლარის გადახდა მოუწევდა - 2022-ის ბიუჯეტის პესიმისტური სცენარი

„ნამახვანის“ და „ხუდონის“ აშენების შემთხვევაში მთავრობას ინვესტორისთვის 1 მლრდ ლარის გადახდა მოუწევდა - 2022-ის ბიუჯეტის პესიმისტური სცენარი

access_time2021-11-29 10:00:14

2021 წელს ორი უმსხვილესი ენერგეტიკული პროექტი გაუქმდა. ნამახვანჰესის ინვესტორმა, თურქულმა ენერგოგიგანტმა ENKA-მ სექტემბერში საფონდო ბირჟაზე ფორს-მაჟორისა და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფოსთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გააკეთა განცხადება. კომპანიის გადაწყვეტილება მთავრობის მიერ ჰესის კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადებულ მორატორიუმს და მოსახლეობის პროტესტს მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია ამჟამად საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის დასაწყებადაც ემზადება. მეორე მსხვილი პროექტი კი ხუდონჰესის 702-მეგავატიანი ჰესის მშენებლობას ითვალისწინებდა, როგორც ცნობილია ამჟამად პროექტის ინვესტორთან Trans Electrica BVI-სთან ხელშეკრულების შეჩერების პროცესი მიმდინარეობს.



ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამ ორ ჰესზე საუბრისას, პროეტების განხორციელების შესაძლებლობას არ გამორიცხავს.



„თანაბრად განიხილება ახლა, ამ ეტაპზე, როგორც პროექტის გაგრძელება მათ (ENKA) მიერ, ასევე მათი მხრიდან პროექტიდან გასვლა გარკვეული პირობებით. ორივე შემთხვევაში ეს უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება“, - აღნიშნა თურნავან რამდენიმე დღის წინ „ნამახვანჰესის“ პროეტზე საუბრისას.



„2011 წელს გაფორმდა შეთანხმება ინდურ კომპანია „ტრანს ელექტრიკასთან“ „ხუდონჰესის“ განვითარების შესახებ. ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ვხედავთ, რომ 10 წელი გავიდა მას შემდეგ და ეს პროექტი ვერ განხორციელდა. აქ არ არის მხოლოდ ერთი მიზეზი და ისიც მაინცდამაინც კომპანიის მხარეს, აქ არის მიზეზების კრებული, მათ შორის პროექტის სირთულე. აქედან გამომდინარე, ერთი წლის წინ გადავწყვიტეთ, რომ საერთაშორისო კონსულტანტის დახმარებით მოველაპარაკოთ ინდურ კომპანიას, რომ მოვშალოთ თანდათან ის შეთანხმება, რომელიც ჩვენს შორის იყო დადებული. ახლა ვიზრუნებთ იმაზე, რომ აქტივები დაუბრუნდეს სახელმწიფოს და მერე ვიმსჯელებთ, რა ფორმით იქნება უმჯობესი ამ დიდი სტრატეგიული პროექტის განხორციელება“, - განმარტა ნათია თურნავამ.



თუმცა, მიუხედავად ჰესების შეჩერებული ხელშეკრულებებისა, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტში მოცემულია სცენარები, თუ როგორ გაიზრდება წნეხი ბიუჯეტზე ორი მსხვილი ჰიდროელექტროსადგურის - „ნამახვანჰესისა“ და „ხუდონჰესის“ განხორციელების შემთხვევაში.



ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის თანახმად, პესიმისტური სცენარის, ანუ ეკონომიკური შოკის დადგომის შემთხვევაში, ამ ორი ჰესის აშენების შემთხვევაში, ერთი წლის განმავლობაში ინვესტორებისთვის მთავრობას ჯამურად შესაძლოა, დაახლოებით, 1 მილიარდი ლარი ჰქონდეს გადასახდელი. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა იქნება ელექტროენერგიის საბაზრო ღირებულება და რა თანხის შევსება მოუწევს სახელმწიფოს, კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად.



მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეობს ხუდონის და ნამახვანის მემორანდუმების შეწყვეტის პროცედურები, ფისკალური რისკის დემონსტრირების მიზნით, მოდელში ასახულია ორივე პროექტი მემორანდუმით განსაზღვრული PPA პირობებით. მოდელი ეფუძნება შემდეგ დაშვებებს: - ყველა PPA ოპერირების ეტაპზეა გადასული (ჩართულია).



მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეობს ხუდონის და ნამახვანის მემორანდუმების შეწყვეტის პროცედურები, ფისკალური რისკის დემონსტრირების მიზნით, მოდელში ასახულია ორივე პროექტი მემორანდუმით განსაზღვრული PPA პირობებით. მოდელი ეფუძნება შემდეგ დაშვებებს:




- ყველა PPA ოპერირების ეტაპზეა გადასული (ჩართულია). ცხრილში ჩანს თითოეული მათგანის გენერაცია;


- გაკეთებულია დაშვება, რომ ეკონომიკური შოკის პირობებში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის შემცირების გამო, ქვეყანაში შეიქმნა ჭარბი ენერგია, რომლის შესყიდვაზეც სახელმწიფოს ვალდებულება აქვს აღებული;


- რადგან ბაზარი დერეგულირებულია, პირველ რიგში მომხმარებელი ყიდულობს იაფ ენერგიას და გაუყიდავი რჩება ყველაზე ძვირი ენერგია, ასეთებია Top-3 პროექტი - ნენსკრა, ხუდონი და ნამახვანი.


- გენერაციის ძირითადი ნაწილი მოდის იმ თვეებზე, რომელზეც ვრცელდება PPA;


- ელექტროენერგიის საბაზრო ფასი 1 კვტ.სთ-ზე შეადგენს 5.5 აშშ ცენტს.



ამ დაშვებების გათვალისწინებით, სახეზეა ორი ტიპის რისკი:



- PPA ტარიფისა და საბაზრო ფასის განსხვავების გამო წარმოქმნილი ვალდებულება, რისი მოხდენის ალბათობაც ძალიან მაღალია, შეადგენს 94.5 მლნ აშშ დოლარს. მაგალითად, ნამახვანის ხარჯი ოპერირების პირველ წელს (როცა ტარიფი 6.2 ცენტია), შეადგენს 5 მლნ აშშ დოლარს, ეს თანხა მეთხუთმეტე წელს ადის 27 მლნ აშშ დოლარამდე ტარიფის ესკალაციის გამო; ასეთი ტიპის რისკების რეალიზება უნდა დაგვიდგეს ბაზრის დერეგულურებისთანავე.



- ეკონომიკური შოკის შედეგად (მაგ. პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკ. კრიზისი) ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მკვეთრი შემცირების გამო წარმოქმნილი ჭარბი ენერგია, რომლის სავალდებულო შესყიდვაზეც გაცემულია სახელმწიფო გარანტია PPA კონტრაქტის სახით - 205 მლნ აშშ დოლარი. თუ დავუშვებთ რომ ეკონომიკური კრიზისები მეორდება ყოველ 10 წელში ერთხელ, დაახლოებით 10-წლიან პერსპექტივაში უნდა ველოდოთ ასეთი რისკის რეალიზებას. ისეთ პროექტებში, სადაც სახეზეა ტარიფის ესკალაცია, აღნიშნულის ეფექტი კიდევ უფრო მძიმდება.



წარმოდგენილი სცენარით რისკის რეალიზების მოცულობამ, შესაძლოა, შეადგინოს დაახლოებით 300 მლნ აშშ დოლარი (ლარებში 0.9-1 მლრდ ლარი). ამ თანხიდან დაახლოებით 30%-ის რეალიზების ალბათობა ძალიან მაღალია, დანარჩენი ნაწილის რეალიზება მიბმულია ეკონომიკური შოკის მოხდენის ალბათობაზე, რომელიც მეორდება დაახლოებით ყოველ 10 წელში ერთხელ და წარმოადგენს პესიმისტურ სცენარს, - წერია 2022 წლის ბიუჯეტის ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტში.



აღსანიშნავია, რომ Trans Electrica BVI-სა და Trans Electrica Georgia-სთან საქართველოს მთავრობამ ხუდონის 702-მეგავატიანი ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით პირველი მემორანდუმი 2011 წელს გააფორმა. მას შემდეგ დოკუმენტში არაერთი ცვლილება შევიდა. 2015 წელს განახლებული მემორანდუმის მიხედვით, სახელმწიფო ელექტროსადგურის აშენების შემდეგ იღებდა ვალდებულებას, რომ აშენებიდან 15 წლის განმავლობაში წინასწარ დადგენილ ტარიფად შეეძინა გამომუშავებული ელექტროენერგია. კერძოდ, PPA ხელშეკრულებაში ჩაიდო, რომ პირველი 8 წლის განმავლობაში „ხუდონის“ გამომუშავებული ელექტროენერგიის გარანტირებული ტარიფი კილოვატზე 10.5 აშშ ცენტი იქნებოდა. თუმცა, პროექტის განვითარება ფაქტობრივად გაჩერებულია.



„ხუდონჰესი“ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული პროექტია, რომელიც 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიით ხორციელდებოდა. პროექტს უნდა დაეკმაყოფილებინა ქვეყანაში პიკური მოთხოვნილების 20% და შიდა წლიური გენერაცია 15% -ით გაეზარდა.



ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up