„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“

access_time2019-11-19 18:00:17

„როდესაც ქვეყანაში ისეთი პროექტების მშენებლობა გრძელდება, რომელიც გარემოს აზარალებს, ჩნდება ეჭვი, რომ მსგავსი დიდი პროექტების მეშვეობით ქვეყანაში ფული თეთრდება“- ამის შესახებ „კომერსატს“ არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების კოორდინატორმა ირაკლი მაჭარაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წყალტუბოს განვითარებაც შეიძლება ასეთ საკითხად მივიჩნიოთ თუ წინასწარ არ იქნა მისი დადებითი და უარყოფითი შედეგები ცნობილი.


მაჭარაშვილი წყალტუბოში „ნამახვან ჰესის“ მშენებლობას ეხმაურება და აცხადებს, რომ ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს. როგორც მაჭარაშვილი განმარტავს, თუ ინვესტორს არ აქვს  ნათელი სურათი იმისა, რომ სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ერთი პროექტი არ ანადგურებს მეორე პროექტს, გაუჭირდება ფულის ჩადება და პროექტი  მხოლოდ განაცხადად დარჩება.

 

დამტკიცებული პროექტის მიხედვით, გარემოზე ზედამხედველობის ანგარიშში წერია, რომ „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობის ბრძანების გაცემისას არ იყო ბოლომდე შესწავლილი გეოლოგიის საკითხები.  წყალტუბო არის კარსტული მღვიმეების ადგილი და დიდია ალბათობა, რომ წყალსაცავის შემდეგ დაზიანდეს მღვიმეები. ასევე არ არის შესწავლილი, ჰესის დაზიანება რა გავლენას მოახდეს წყალტუბოს თერმულ წყლებზე. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არც ამ შემთხვევაში არღვევს „ტრადიციას“ და ჰაერზე ამტკიცებს პროექტებს, ამის ნათელი მაგალითია, შუახევი ჰესის პროექტი, სადაც არ იყო გეოლოგიური საკითხები შესწავლილი და დაიწყეს მშენებლობა. როდესაც ჩვენ გამოვთქვით პროტესტი, მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ ასეთი პასუხი გაგვცა- 400 მლნ. ინვესტიციას ვერ შევაჩერებთ, იმის გამო რომ გეოლოგია არ არის შესწავლილი. შედეგად, მივიღეთ ის, რომ  ამუშავებიდან 2 თვეში შუახევჰესი ჩამოინგრა და ორი წელია არ მუშაობს. იმ ზარალზე, რაც უწყებას და ბუნებას მიადგა საუბარიც არ მინდა, რადგან ასეულ მილიონს სცდება,“- განაცხადა ირაკლი მაჭარაშვილმა.

 


მისი განმარტებით, „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენლები ჰესების აშენებას არ აპროტესტებენ. მათი თქმით, ჰესის სწორად აშენებასა და არ აშენებას შორის დიდი განსხვავებაა.ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, საქართველოში ოღონდ ჰესი აშენდეს და რა შედეგი მოჰყვება პროექტის განხორციელებას არავინ ფიქრობს. 

 

„იმისათვის, რომ ორივე პროექტი წარმატებით დასრულდეს ჩვენმა ორგანიზაციამ რამდენიმე წინაპირობა დავასახელეთ, უმთავრესია, რომ სანამ ჰესი აშენდება გეოლოგიური პირობები იქნას საფუძვლიანად შესწავლილი, არის თუ არა ის ადგილი ჰესის შესაბამისი და მეორე,  წყალტუბოს განვითარების პროექტს გაუკეთდეს გარემოსდაცვითი შეფასება. როდესაც სახელმწიფო ცდილობს ინვესტორები მოიზიდოს, გარემოს დაცვით შეფასებას თავად აკეთებს, ადგენს იმ ფარგლებს, რა ფარგლებშიც შეიძლება განვითარდეს ესა თუ ის პროექტი და ინვესტორსაც უფრო უადვილდება მუშაობა. სწორედ ამ შეფასების დროს უნდა იყოს გათვალისწინებული, თუ რა გავლენას მოახდენს იმავე ტერიტორიაზე  სხვა პროექტის მშენებლობა.  წყალტუბო კი თავისი თერმული წყლების გარეშე არაფერია, მსგავსი კურორტი მაშინ შეგვიძლია დიღომშიც გავაკეთოთ უფრო იაფიც დაგვიჯდება“,- განაცხადა ირაკლი მაჭარაშვილმა. 

 

შეგახსენებთ,  ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რადგან სახელმწიფოს არ აქვს რესურსი, მიიღო გადაწყვეტილება სათავეში ჩაუდგეს წყალტუბოს აღორძინების პროექტს და გამოისყიდოს უკლებლივ ყველა - 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოახდინოს მათი სრული რეაბილიტაცია. ამასთან, ივანიშვილის თქმით, წყალტუბოს განვითარების პროექტზე მისი მხრიდან არანაირ მოგებაზე არ იქნება საუბარი და „მაქსიმალური ფასი იქნება თვითღირებულება“. გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, მზად არის, „პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ეს დაგეგმარება, პროექტირება, მშენებლობა თუ დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში ჩაშვება, გაასხვისოს ობიექტები ნებისმიერ ინვესტორზე, რათა შემდგომში მან გააგრძელოს წარმატებული ოპერირება“.

 

რაც შეეხება „ნამახვანი ჰესების კასკადს,ის  იმერეთსა და ლეჩხუმში უნდა აშენდეს. პროექტს თურქული კომპანია „ემ კა და ნორვეგიული ჯგუფი „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯია ახორციელებს. კასკადი აერთიანებს ორ ჰიდროსადგურს, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 433 მგვტ. იქნება. პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 15 პროცენტით გაიზრდება. კასკადის მშენებლობისთვის 750 მლნ აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდება.

 

ნათია ლომიძე




სუპერმარკეტებში რძის პროდუქტების დეფიციტია

სუპერმარკეტებში რძის პროდუქტების დეფიციტია
access_time2020-01-17 20:00:46
სუპერმარკეტების ქსელებში ახალი წლის პირველივე რიცხვებიდან რძის პროდუქტების დეფიციტი შეიმჩნევა, მომხმარებლები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში დახლებზე იმაზე ბევრად ნაკლები მაწონი, ხაჭო და სხვა რძის პროდუქტებია, ვიდრე აქამდე.  „კომერსანტი“ თემასთან დაკავშირებით რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციას გაესაუბრა. კითხვაზე, თუ რატომ ვერ ხდება იმ მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც ბაზარზეა ასოციაციის პრეზიდენტი პასუხობს, რომ საწარმოები არ აღმოჩნდნენ მზად ახალი წლის პერიოდში...

„კომერსანტის“ 17 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 17 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-17 21:30:37
„კომერსანტის“ 17 იანვრის TOP 10 თემა 1.„ფინანსთა სამინისტროს საქმიანობაში ხარვეზები არის, მაგრამ ბევრი კარგიც კეთდება“ - ბიზნესი NDI-ს კვლევას...

საპრივატიზაციოდ გამოტანილი ქონებიდან 18 ფიზიკურმა პირმა შეიძინა - საყოველთაო პრივატიზაციის 7-კვირიანი შედეგი

საპრივატიზაციოდ გამოტანილი ქონებიდან  18 ფიზიკურმა პირმა შეიძინა - საყოველთაო პრივატიზაციის 7-კვირიანი შედეგი
access_time2020-01-17 19:00:02
ბიზნესისთვის შეთავაზებული 100 საინვესტიციო ობიექტიდან 38 უკვე გაიყიდა, საიდანაც 18 ფიზიკურმა პირმა შეიძინა. კერძოდ, ამ დროისთვის გაყიდული ქონების საერთო მოცულობამ 47 მლნ ლარს გადააჭარბა, საიდანაც 8 მლნ ლარზე მეტი (8 387 700 ლარი) კერძო პირებმა გადაიხადეს. ამასთან ერთად, ყველაზე ძვირად თბილისში ხოშარაულის ქუჩაზე მდებარე შენობა/მიწის ნაკვეთი და მესტიაში პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია გაიყიდა. შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი...

გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოელექტროსადგური გაიხსნა

გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოელექტროსადგური გაიხსნა
access_time2020-01-17 13:00:43
გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 230 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მქონე „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“  გაიხსნა.  მაღალი ეფექტიანობითა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიით გამორჩეული ობიექტი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის  180 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიციით  აშენდა. თბოელექტროსადგურის სამშენებლო ფაზა 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა და ელექტროენერგიის გენერაციას მიმდინარე წლის ზამთრის...

მთავრობის ადმინისტრაცია სამთო კურორტებზე წყალგაყვანილობის პრობლემას აღიარებს

მთავრობის ადმინისტრაცია სამთო კურორტებზე წყალგაყვანილობის პრობლემას აღიარებს
access_time2020-01-17 17:00:50
ზამთრის კურორტებს წელს რთული სეზონი ჰქონდათ. უჩვეულოდ თბილი და უთოვლო ზამთრის გამო,საქართველოს სამთო კურორტები  ტურისტების შემცირებულ რაოდენობას მასპინძლობენ. თოვლის გარდა, მთის კურორტები სხვა გამოწვევის წინაშეც იდგნენ, უწყლობის გამო, ბაკურიანსა და გუდაურში ტურისტები ან არ ჩადიოდნენ ან უკვე დაჯავშნილ სასტუმროებს ტოვებდნენ. კერძო სექტორის თქმით, უწყლოდ დარჩენილ კურორტზე ზამთრის სეზონი...


მსგავსი სიახლეები

up