„ნამახვანჰესს“ მშენებლობის ნებართვა უკვე მიღებული აქვს. ეს არის ისტორიული პროექტი ენერგოსექტორისთვის - 700 მილიონ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია იდება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
„ნამახვანჰესს“ უკვე მიღებული აქვს მშენებლობის ნებართვა, მშენებლობა დაწყებულია. შევეცდები, უახლოეს პერიოდში დავათვალიერო ეს მშენებლობა. ეს არის ისტორიული პროექტი ენერგოსექტორისთვის. 700 მილიონ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია იდება. ეს არის შენატანი ჩვენს ადგილობრივ ენერგოგენერაციაში, რომელიც შეამცირებს ჩვენს იმპორტზე და ხელს შეუწყობს ჩვენი ენერგოსისტემის მდგრადობას. ასევე სხვა უფრო მცირე პროექტებიც ხორციელდება. ამერიკული ფონდი „ცერბერუსი“ გეგმაზომიერად ზრდის თავის პორტფელს მცირე ენერგოსადგურებში საქართველოში, 5-6 სადგური აქვს და კიდევ 2-ის პროექტს იწყებს“, - განაცხადა მინისტრმა.
imedinews.ge