„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო კარვების ტერიტორიიდან რიონში მამაკაცი ჩავარდა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მდინარე რიონის ხეობაში იმ ადგილას, სადაც კარვებია გაშლილი, მდინარეში ბანაკის ტერიტორიიდან სავარაუდოდ, ნასვამი მამაკაცი შევიდა, რომელიც წყალში გაუჩინარდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
სამაშველო სამსახურები კომპანია „ენკას“ თანამშრომლებთან ერთად გაუჩინარებულ ადამიანს ეძებენ. პოლიცია კარვებში მყოფების გამოკითხვას აწარმოებს გაუჩინარების მიზეზების დასადგენად.
Ipn.ge