„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების განცხადებით, მამაკაცი, რომელიც მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა, მათთან ორი დღის წინ მივიდა და მას კარგად არ იცნობდნენ.
როგორც ადგილზე მყოფები აცხადებენ, მამაკაცმა მასთან ერთად მყოფს ტელეფონი მოაწოდა, რის შემდეგაც წყალში შევიდა და გაუჩინარდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
პოლიცია კარვებში მყოფების გამოკითხვას აწარმოებს გაუჩინარების მიზეზების დასადგენად.
ipn.ge