„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები, რომლებიც ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების განახლებას აპროტესტებენ, გუმათში არიან შეკრებილები.
ისინი ნამახვანში გადაადგილებას ითხოვენ, რის საშუალებასაც სამართალდამცველები არ აძლევენ.
როგორც აქციის მონაწილეებს პოლიციის ხელმძღვანელმა განუცხადა, ამ რაოდენობის, საფრთხეების თავიდან აცილების გამო, ადამიანებს ხეობაში ვერ შეუშვებენ.
შეზღუდვის გამო აქციის ორგანიზატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება და ადგილზე კარავს შლიან.
ვარლამ გოლეთიანის თქმით, შეიქმნება ახალი ლოკაცია, სადაც მოქალქეებს შესაძლებლობა ექნებათ, „კომენდანტის საათის“ დროს კარავში დარჩნენ. ადგილზე მოქალაქეებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებიან, ადგილზე იმყოფება სახალხო დამცველის დასავლეთ საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, რომელიც გამოეხმაურა კომპანიის მიმართავას და განაცხადა, რომ ყველა მხარეს შეხვდებიან და შეისწავლიან.
Ipn.ge