ნამახვანჰესის მოსამზადებელი სამუშაოები არ შეწყდება

ნამახვანჰესის მოსამზადებელი სამუშაოები არ შეწყდება

access_time2021-06-15 10:00:51

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ნამახვანჰესის მოსამზადებელი სამუშაოების შეჩრებასთან დაკავშირებით აქტივისტების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. მისივე თქმით, ეს მოთხოვნა ევროპელმა მედიატორებმაც არ გაიზიარეს.

მინისტრი ირწმუნება, რომ მოსამზადებელი სამუშაოები გარემოზე არსებითი ზეგავლენას არ ახდენს. კომპანიას სამუშაოების წარმართვის ნებართვა აქვს. სამუშაოების დასაბუთების და საფუძვლის გარეშე შეწყვეტა კი, ქვეყნის საინვესტიციო გარემოს დააზიანებს და ინვესტორის უფლებებს შელახას.

“მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერებაზე აქტივისტების მოთხოვნა ევროპელმა მედიატორებმა არ გაიზიარეს. სერიოზული კონტრარგუმენტები იყო წაყენებული. კომპანიამ ჩვენი მოთხოვნით, 12 თვით გადადო კაშხლის მშენებლობა, რომელიც შესწავლის მთავარი ობიექტია და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყველაზე მეტი კითხვა ამასთან მიმართებაში იყო. ყველაზე მეტი კვლევა აქ არის ჩასატარებელი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ნამახვანჰესთან დაკავშირებით საერთაშორისო მედიაციის დაწყების ფონზე მთავარ ამოცანად თურნავა ვნებათაღელვის დაცხრობას და დიალოგის მშვიდობიან რეჟიმში გადატანაში ხედავს.

მისი თქმით, შეხვედრა 9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც ყველა დაინტერესბული მხარე იყო წარმოდგენილი, მათ შორის აქტივისტები, ვინც რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობას აპროტესტებს.

“პირველი შეხვედრა ევროპული ენერგეტიკული ქარტიის დავების საბჭოს თავმჯდომარის მედიაციით გაიმართა. შეხვედრას ყველა დაინტერესებული მხარე ესწრებოდა, მათ შორის აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროები, ასევე თვითონ ინდუსტრია იყო წარმოდგენილი, განახლებადი ენერგიების და მცირე ჰესების ასოციაციის სახით. საკმაოდ საგნობრივი დისკუსია წარიმართა. რა თქმა უნდა ეს არის პირველი შეხვედრა, მედიაციის პროცესი უფრო რთულია და ამით არ ამოიწურება. პოზიციები იყო დაფიქსირებული. მნიშვნელოვანია ის, რომ საბოლოოდ იმ დასკვნაში, რაც გამოქვეყნდა, აღინიშნა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ უნდა მოხდეს დეესკალაცია თვითონ პროექტის ირგვლივ, ხეობა ნორმალურ ცხოვრებას უნდა დაუბრუნდეს“, - თქვა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, სახელმწიფო მზად არის, ნაბიჯები გადადგას, თუმცა იმ ადამიანებმაც უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, ვინც ახლა ხეობაში ჰესის მშენებლობას აპროტესტებს და კომპანიას, რომელიც მოსამზადებელ სამუშაოებს ახორციელებს, არ უნდა შეექმნას პრობლემა.


“მნიშვნელოვანია, ყველას უფლება იყოს დაცული, როგორც ინვესტორის, ასევე პროექტში დასაქმებული ადამიანების. გარდა ამისა, დაისახა გეგმები, რომ მოხდეს უფრო მაღალ დონეზე, ხელახლა შესწავლა გარემოს დაცვითი ასპექტების, კომერციული ასპექტების, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ ქმედებას, მათ შორის თუნდაც სამუშაოების დროებით შეწყვეტას, რაც მძიმე შედეგი იქნება, როგორც ჩვენი საინვესტიციო იმიჯისთვის, ასევე, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსთვისაც. ამის შედეგად კომპანიას ექნება სრული უფლება, რომ სახელმწიფოს მოსთხოვოს ამაზე პასუხი, რადგან დღეს ახორციელებს თავისი კანონიერი ნებართვის ფარგლებში ქმედებებს. ვფიქრობ, მთლიანობაში ეს წინაპირობები, რაც დაისახა, იძლევა საშუალებას, რომ მშვიდობიანად, ეტაპობრივად მოხდეს პროექტის ირგვლივ ვითარების ნორმალიზაცია და ყველამ ერთობლივად ვიმუშაოთ იმაზე, რომ ეს პროექტი იყოს ისეთი, როგორც შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.

ნათია თურნავას ინფორმაციით, პარალელურად, პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, თურქულ კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

“მათ შორის, თუნდაც გადაიხედოს იჯარით გაცემული მიწების ხანგრძლივობა, რაც არაერთგვაროვნად იყო საზოგადოებაში აღქმული, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობას სრულად შეესაბამება. ასე რომ, პროცესი მიმდინარეობს ჯანსაღად, მთავარია ვნებათაღელვა დაცხრეს და ყველა გადავიდეთ მშვიდობიან, კონსტრუქციულ რეჟიმში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ნამახვანჰესის კასკადი რიონზე ორი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს: ქვემო ნამახვანი 333 მგვტ სიმძლავრით და ზემო ნამახვანი – 100 მგვტ. პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროგენერაცია 15%–ით გაიზრდება. კასკადის მშენებლობაში $750 მლნ ჩაიდება.

ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ ეს სეისმურად აქტიური ზონაა და მშენებლობის წარმოება არ შეიძლება. მათივე მტკიცებით, ჰესის დაპროექტების პროცესში შეცდომებია დაშვებული.

ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტები თითქმის 5 თვეა, სამშენებლო ლოკაციის სიახლოვეს კარვებში ცხოვრობენ და თურქული კომპანია „ენკასგან“ რიონის ხეობის დატოვებას ითხოვენ, ხოლო ხელისუფლებას კომპანიისთვის მშენებლობაზე გაცემული ნებართვის გაუქმებას სთხოვენ.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მწვავე დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა, რაც რამდენიმე აქტივისტის დაკავების საფუძველი გახდა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up