ნამახვანჰესი არსებული პროექტით აღარ აშენდება

ნამახვანჰესი არსებული პროექტით აღარ აშენდება

access_time2021-06-09 15:00:31

ნამახვანჰესი არსებული პროექტით აღარ აშენდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 9 ივნისს ჟურნალისტებს უთხრა. ღარიბაშვილის თქმით, პირობა, რომ ჰესი ინვესტორს 100 წლით გადაეცემოდა, მას, როგორც პრემიერ–მინისტრს, მემკვიდრეობით დახვდა და ქვეყნისთვის სასიკეთოდ გადაიხედება.


433 მგვტ დადგმული სიმძლავრის ნამახვანჰესის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა 200 დღეზე მეტია აპროტესტებს. მათი ნაწილისთვის ზოგადად ჰესია მიუღებელი, ნაწილისთვის კი კონტრაქტის პირობები, მათ შორის ტარიფი, უსაფრთხოების არსებული გარანტიები და თავად კონტრაქტის ხანგრძლივობა.


ჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტების მხრიდა ყველაზე მეტი კითხვა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ისმება. აქტივისტების მტკიცებით, მიწისძვრის შემთხვევაში კაშხალი ჩამოინგრევა და ქუთაისს 34 მეტრის სიმაღლის ტალღა წალეკავს, რასაც მშენებელი კომპანია ENKA კატეგორიულად არ ეთანხმება.


ნამახვანჰესის პროექტზე მუშაობა 70-იან წლებში დაიწყო. ტექნიკურ-ეკონომიკური რეზიუმე ჯერ 2007 წელს პოლონურმა „ჰიდროდიზაინმა,“ შემდეგ 2011 წელს შვეიცარიულმა „შტუკმა,“ 2013-2014 წლებში კი იტალიურმა „StudioIng. G. Pietrangeli“-მა მოამზადა.


ჰესი კასკადურია და 2 წყალსაცავისგან შედეგება. ქვემო ნამახვანის სიმძლავრევ 333 მგვტ, სარკის ფართობი - 5.1 კვადრატული კილომეტრი და ზემო ნამახვანის სიმძლავრეა 100 მგვტ, სარკის ფართობი - 1 კვადრატული კილომეტრი. სავარაუდო ჯამური წლიური გამომუშავება 1.560 მლრდ კვტ/სთ, რაც წლიურად 750 000 ტონა CO2-ის გამოფრქვევის ალტერნატივას ნიშნავს. საინვესტიციო ღირებულება $800 მლნ-ს შეადგენს. ჰესი მაგნიტუდით 7.0 სიმძლავრის მიწისძვრაზეა გათვლილი. ჰესს თურქული ENKA აშენებს, რაც მოწინააღმდეგეებისთვის დამატებით არგუმენტს წარმოადგენს.


ტარიფთან დაკავშირებით მთავრობა აცხადებს, რომ 6.2 ცენტი პიკური ფასია, საშუალო შეწონილი კი 4.91 ცენტს შეადგენს, ხოლო 15 წლიანი საშუალო 5.74 ცენტს. ნამახვანჰესი 2023 წელს უნდა დასრულებულიყო. თარიღმა გაურკვეველი ვადით გადაიწია.



სხვა ჰესების მსგავსად ნამახვანიც უაღრესად პოლიტიზირებულია. ის ადამიანები, რომლებიც დღეს ქართულ ოცნებაში არიან 10 წლის წინ დაგეგმილ ჰესების მშენებლობას უპირისპიდებოდნენ დღეს ემხორბიან. დამოკიდებულება შეიცვალა მესამე პრეზიდენტმაც რომელიც არამხოლოდ ნამახვანს ნენსკრასა და ხუდონჰესის მშენებლობასაც გეგმავდა, ხოლო ახლა ქარის ტურბინებისა და მზის პანელების განთავსების იდეით გამოდის.


ფასების ვარდნის გამო, ელექტროენერგიის გენერაციაში გლობალური მასშტაბით მზისა და ქარის ენერგიების წილი მართლაც მნიშვნელოვნადაა გაზრდილი და ჯამურად 10%-ს აჭარბებს, როდესაც საუკუნის დასაწყისსი 1%-იც არ იყო.


ამჟამინდელი მონაცემებით საქართველოს ეკონომიკურად მომგებიანი ქარის ენერგიის პოტენციალი 1350 მეგავატია, მზის - 500. მათ ჯამში 4 მლრდ კვტ/სთ-ის გამომუშავება შეუძლიათ, მაგრამ ამ პოტენციალის ათვისებისთვის მარეგულირებლიანი სადგურების არსებობაა აუცილებელი. მზე გარდა იმისა, რომ ღამე არ ანათებს, მისი სადგურის სიმძლავრე დღის განმავლობაში ღრუბლიანობის ცვალებადობის დროსაც იცვლება, რაც ქსელში პრობლემებს ქმნის.


მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში ენერგიაზე მოთხოვნა იზრდება. საქართველოში გენერაციაზე სწრაფად, რაც ქვეყანას მეზობელ სახელმწიფოებზე, მათ შორის რუსეთზე დამოკიდებულს ხდის. 2010 წელს საქართველოში არსებული ელექტროსადგურების ჯამურმა გენარეაციამ 10.058 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, მოხმარებამ - 8.441 მლრდ კვტ/სთ. 2020 წელს გენერაციამ 11.160 მლრდ კვტ/სთ- მიაღწია, ხოლო მოხმარებამ 12.157 მლრდ კვტ/სთ-. 10 წელიწადში გამომუშავება 11%-ით, ხოლო მოხმარება 44%-ით გაიზარდა. მოხმარების ზრდის ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში 2030 წელს მოთხოვნა 17.506 მლრდ კვტ/სთ- მიაღწევს. თუ გენერაცია მხოლოდ 4 მლრდ კვტ/სთ-ით გაიზარდა, მაშინ იმავე 2030 წელს გენერაცია 15.160 მლრდ კვტ/სთ-, დეფიციტი კი 2.346 მლრდ კვტ/სთ- მიაღწევს, ამჟამინდელზე 2.34-ჯერ მეტს. თუ სასადგურე და ქსელის დანაკარგებსაც გავითვალისწინებთ დეფიციტი კიდევ უფრო მეტი იქნება და 3 მლრდ კვტ/სთ- გადააჭარბებს. იმ შემთხვევაში თუ ახალი ელექტროსადგურები საერთოდ არ აშენდა, რეალური დეფიციტი 7 მლრდ კვტ/სთ- გადააჭარბებს.


დღეს საქართველოში ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომლის დროსაც, ადამიანთა დიდი ნაწილი და შესაძლოა უმრავლესობაც ჰესების წინააღმდეგაა განწყობილი. ეკოლოგიურ თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით ისინი გიგანტურ ჰესებს ეწინააღმდეგებიან და მცირე ჰესებთან, პრობლემა არ აქვთ, თუმცა ნებსით თუ უნებლიეთ პრობლემები გაცილებით მცირე ზომის ჰესებსაც ეხება. 2019 წლის აპრილში პანკისში სულ რაღაც 5.4 მეგავატი სიმძლავრის „ხადორი 3 ჰესის“ მშენებლობის დაწყებას დაპირისპირება მოჰყვა. ხელჩართული ჩხუბისა და აქციებზე სროლის შედეგად 55 ადამიანი, მათ შორის 38 პოლიციელი დაშავდა. ასევე დაზიანდა პოლიციის ავტომობილები და ჰესის მშენებელი კომპანიის ტრაქტორი. საბოლოოდ სახელმწიფომ უკან დაიხია და ჰესი არ აშენდა.


დიდი ჰესებიდან ნამახვანის გარდა ასევე შეჩერებულია ნენსკრას მშენებლობაც. ხუდონჰესი კი არც განახლებულა, რომელიც სხვა პროექტებისგან იმითაც გამოირჩეოდა, რომ მისი აშენების შემთხვევაში ენგურჰესის გენერაცია 500 მლნ კვტ/სთ-ით გაიზრდებოდა.


დღეს არსებული მონაცემებით საქართველოში ენეგეტიკაში განსახორციელებელი $4 მლრდ-ის ინვესტიციაა დაპაუზებული. შედარებისთვის გასულ წელს საქართველოში პირდაპირი უცხუური ინვესტიციების მოცულობამ 6.5-ჯერ ნაკლები მხოლოდ $617 მლნ შეადგინა.


საქართველოში ასაშენებელი ჰესების შემთხვევაში სიტყვა „გიგანტურის“ ხსენება რამდენან მართებულია საკამათოა. თუ 433 მეგავატიანი ნამახვანი გიგანტურია, მაშინ რა უნდა ეწოდოს მასზე 52-ჯერ უფრო მძლავრ 22.5 გიგავატიან (30 მლნ ცხენის ძალა) „სამი ხეობის კაშხალს“ რომელმაც 2020 წელს 112 მლრდ კვტ/სთ გამოიმუშავა, რაც იმავე წლის საქართველოს ჯამურ ჰიდროგენერაციას 1260%-ით აღემატება?


ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასებისას საინტერესოა კიდევ ერთი გარემოების გათვალისწინება. ბოლო ათ წელიწადში საქართველოში 2 დიდი თბოსადგური „გარდბანი 1“ და „გარდაბანი 2“ აშენდა. თითოეულის სიმზლავრე 230 მგვტ-ა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მძლავრ 187 მეგავატიან შუახევი ჰესზე მეტია. თბოსადგურები წლიურად მინიმუმ 600 მლნ კუბურ მეტრ იმპორტირებულ ბუნებრივ გაზს საჭიროებენ, რაც გარემოსთვის ბევრად უფრო მეტი ზიანის მომტანია ვიდრე ჰესი, მაგრამ თბოსადგურების მშენებლობა არავის გაუპროტესტებია.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up