ნაღდი ფულის მიმოქცევისა და მართვის თემაზე საქართველო საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

ნაღდი ფულის მიმოქცევისა და მართვის თემაზე საქართველო საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

access_time2019-05-14 18:02:07

14-16 მაისს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში, კომპანია Currency Research, საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანაორგანიზებით ნაღდი ფულის მიმოქცევისა და მართვის თემებზე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. როგორც „კომერსანტს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, ღონისძიებაში მონაწილეობენ ევროპისა და რეგიონის ცენტრალური და კომერციული ბანკების, ასევე ფულის მწარმოებელი, დამხარისხებელი და ამ სფეროსთან დაკავშირებული საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები.



ღონისძიება წელიწადში ერთხელ რეგიონების მიხედვით, სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. წელს პირველად, ICCOS Europe - ს მასპინძელი საქართველოა.



შეხვედრის მონაწილეებს ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვახტანგ ბურკიაშვილმა მიმართა, რომელმაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო წლებში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებსა და პროექტებზე ისაუბრა.



მოხარულნი ვართ, რომ პირველად რეგიონის მასშტაბით, საქართველოა ICCOS Europe - ს მასპინძელი. აღნიშნული კონფერენცია არის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც მიზნად ისახავს ყველა დაინტერესებულ მხარეს გააცნოს ნაღდი ფულის მართვის სფეროში არსებული პერსპექტივები, იდეები, თანამედროვე ტექნოლოგიები, სტრატეგიები და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. შეხვედრის მონაწილეებს გავაცანით საქართველოს ეროვნული ბანკის მიღწევები ამ მიმართულებით და გავუზიარეთ მათ ჩვენი გამოცდილება. შეგახსენებთ, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა დსთ-ს სივრცეში, რომელსაც ევროსტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკასო ცენტრი აქვს.



კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ განიხილონ და იმსჯელონ ნაღდი ფულის მართვისა და საგადახდო სფეროში არსებულ გლობალურ ტენდენციებზე, ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი ქვეყნების გამოცდილება და ამ სფეროში გატარებული წარმატებული რეფორმები. ასევე, შეხვდნენ ნაღდი ფულის მართვასთან დაკავშირებულ კომპანიებს და ადგილზე გაეცნონ მათ პროდუქტებსა და მომსახურებებს.



ვიმედოვნებ, რომ ამ პრესტიჟული ღონისძიების შემდგომ საქართველო კიდევ არაერთი შეხვედრის მასპინძელი იქნება, - განაცხადა ვახტანგ ბურკიაშვილმა.



კონფერენციის მონაწილეები საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრს ეწვევიან და ადგილზე გაეცნობიან სამუშაო პროცესს.




თეგები:
ფული



4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-06-04 19:00:57
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 4 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-04 21:30:57
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.წყალტუბოს მასშტაბური განვითარება იდეის დაანონსებიდან მე-7 თვესაც არ დაწყებულა სანატორიუმი „იმერეთი“, სანატორიუმი „თბილისი“, სანატორიუმი „გეოლოგი“, სანატორიუმი „რკინიგზელი“, სანატორიუმი „მედეა“, ჯამში სახელმწიფოს...

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა
access_time2020-06-04 17:20:31
„2012 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე 10.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. საქსტატის მონაცემებით, 2013-2019 წლებში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 30%-დან 19.5%-მდე შემცირდა. პრემიერი სიღარიბის მხრივ ქვეყანაში არსებულ ტენდენციას, ყურადღების მიღმა ტოვებს. ქვეყანაში სიღარიბის შემცირების ტენდენცია 2011 წელს დაიწყო და 2015 წლის ჩათვლით გაგრძელდა. 2016-2017 წლებში ქვეყანაში...

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის
access_time2020-06-04 16:25:04
კომპანია „ფრონტერა“ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღიას წერილს უგზავნის, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ ძვირფასო პრემიერ მინისტრო გახარია, პატივისცემით გწერთ, რათა გაუწყოთ, რომ სხვა ამერიკული კომპანიების მსგავსად ჩვენც ვართ მომსწრენი იმისა თუ როგორ გაუარესდა ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, რომელიც არ სცნობს კანონის უზენაესობას და იყენებს სასამართლოს როგორც იარაღს, უპირატესობას ანიჭებს სახელმწიფოს მიტაცებას ნაცვლად ამერიკულ ინვესტიციებთან პარტნიორობისა. 2013 წლიდან...

რა შეზღუდვა რჩება და რა იხსნება 8 ივნისიდან

რა შეზღუდვა რჩება და რა იხსნება 8 ივნისიდან
access_time2020-06-04 21:00:36
8 ივნისიდან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ერთი ნაწილი იხსნება, თუმცა კვლავ რჩება სავალდებულო ხასიათის შესასრულებელი მოთხოვნები. შეზღუდვები, რომლებიც იხსნება: მიმოსვლა შესაძლებელი ხდება...


მსგავსი სიახლეები

up