ნარჩენების გადამუშავება და წრიული ეკონომიკა საქართველოში

ნარჩენების გადამუშავება და წრიული ეკონომიკა საქართველოში

access_time2022-07-06 09:00:11

რა არის ცირკულარული, ანუ წრიული ეკონომიკა, რატომ გააქტიურდა ის ბოლო წლებში და რა  კეთდება საქართველოში ამ მიმართულებით?  ამ და  სხვა  თემებზე რადიო „კომერსანტის“ ეთერში, ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“  სურსათისა და საკვებ პროდუქტების შესაფუთი კონტეინერების მწარმოებელი კომპანიის მმართველმა პარტნიორმა ამირან ცერცვაძემ ისაუბრა. მისი განმარტებით მსოფლიოში წრიულ ეკონომიკას ალტერნატივა არ აქვს და ყველა თანხმდება იმაზე, რომ რაც იწარმოება, ბუნებაში ნაგვის სახით არ უნდა გაიფანტოს.


„ნაგავი რეალურად ბუნებრივი რესურსია, ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ის და გამოვიყენოთ, ოღონდ არა ისე, რომ ბუნება დავაზიანოთ, მიმართულება იცვლება და ალტერნატივა არ აქვს იმას, რომ გლობალურად ყველა წრიულ ეკონომიკაზე უნდა გადავიდეს. მაგალითად, 2030 წლისთვის რამდენიმე  გიგანტურმა სასმელების მწარმოებელმა კომპანიამ, აიღო ვალდებულება, რომ როდესაც ისინი თავიანთ პროდუქტს დახლებზე განათავსებენ, მათ წარმოებაში დაახლოებით 50% გადამუშავებული პლასტიკი უნდა იყოს, თუმცა უკვე არსებობს პრეცედენტები და დაახლოებით 25 ქვეყანაში 100% -ით გადამუშავებული პლასტიკის ბოთლებით არის სასმელები წარმოდგენილი“,  აღნიშნა ამირან ცერცვაძემ.


ცერცვაძის თქმით დღეს ქვეყანაში მთავარ პრობლემას შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობა და საკანონმდებლო ნაწილი წარმოადგენს.


„ძალიან მალე ძალაში შევა კანონი „მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულებების“ შესახებ, რაც თავისთავად  იქნება ერთგვარი ინიციატორი, რომ მოსახლეობამ შეძლოს ნარჩენების რეალურად დახარისხება და განთავსება.  რა თქმა უნდა საწყის ეტაპზე ყველა შესაფუთს არ შეეხება და საწყის ეტაპზე აპრობირებულია პეტ - ის  ბოთლების დეპოზიტური  სისტემა. 


ქვეყანაში არსებობს  რამდენიმე  გადამამუშავებელი საწარმო, მაგრამ რეალურად ბუნებაში გაფანტულ ნედლეულზე  ხელმისაწვდომობა იმდენად მწირია და იმდენად დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რომ რეალურად  ამ ნარჩენების  მოკრეფა და თავმოყრა ძალიან არაეფექტური იქნება და არც  ბიზნესისთვის  იქნება საინტერესო. ბიზნესმა უნდა შეძლოს და  დაარეგულიროს მოთხოვნა, რასაც  ინფრასტრუქტურულ ნაწილში მხარდაჭერა  სჭირდება“. - აღნიშნა ამირან ცერცვაძემ.



ცერცვაძემ საერთაშორისო  გამოცდილებაზეც  ისაუბრა და განმარტა, რომ გადამუშავების  ნაწილში თურქეთი ძალიან აქტიურია,  განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩინეთმა ევროპიდან და აშშ-იდან ნარჩენების იმპორტი აკრძალა. თურქეთი არა მხოლოდ ქვეყანაში  წარმოქმნილ  ნარჩენებს ამუშავებს,  არამედ ნარჩენების იმპორტსაც ახორციელებს, აღნიშნული მოდელი თურქეთში დაახლოებით  5-6 წელია მოქმედებს და გადამუშავებული ნარჩენების რაოდენობა დრამატულად  იზრდება.

 

„კავკასფექს“ აქვს USAID- ის გრანტი, გარდა ამისა, კომპანია გადაეცა  ენერგო ეფექტურობაზე მორგებული მანქანა-დანადგარები და მისი მეშვეობით ელექტრო რესურსის მოხმარება დაახლოებით 30% - ით შეამცირეს. ცერცვაძე აღნიშნავს, რომ  იქიდან გამომდინარე რომ საქართველოში ნარჩენებზე ხელმისაწვდომობა დაბალია, უწევთ ნედლეულის შემოტანა და გადამუშავება.


„დღესდღეობით, რა მოცულობაზეც ჩვენი კომპანიაა გასული,  თამამად  შემიძლია  ვთქვა, რომ საქართველოში არსებული პეტის ბოთლების ნარჩენების  სრული  ათვისების რესურსი გააჩნია კომპანიას. არსებული მოხმარება და ის მოცულობა რასაც ვაწარმოებთ და რომლის  მიწოდებას  ვახდენთ, როგორც ჩვენ  ქვეყანაში, ასევე საექსპორტო  ბაზრებზე.  წლიდან  წლამდე  იზრდება.  

 

ვითარდება  ადგილობრივი  ბაზარი, დიდი  აქცენტი კეთდება საექსპორტო  პოტენციალზე, აშშ-ში  ძალიან  აქტიურად მიმდინარეობს  ექსპორტი. ძალიან  ბევრი  საინტერესო  დაკვეთა მოდის უშუალოდ  აშშ-ის და კანადის  ბაზრებიდან. ჩვენი პროდუქტი ამერიკის  ცნობილ  ქსელებში  შედის, თუმცა აქცენტს ამავდროულად  ვაკეთებთ ევროპის  მიმართულებით და „აწარმოე  საქართველოს“ მხარდაჭერით. წელს მივდივართ  ნიურნბერგის გამოფენაზე  სადაც წარვადგენთ ჩვენ ქვეყანას“-  აღნიშნა ამირან ცერცვაძემ.

 

კომპანია „კავკასფექმა“ მუშაობა 14 წლის  წინ  დაწყო,  წარმოება მდებარეობს ქალაქ  რუსთავში და  საქმიანობის  ძირითად სფეროს წარმოადგენს  შესაფუთი კონტეინერების წარმოება. პროდუქტი მზადდება გადამუშავებული პლასტიკის ბოთლისგან  კომპანია 2016  წლიდან ახორციელებს ექსპორტს  და აშშ-ში, კანადაში,  პანამაში,  აზერბაიჯანში , თურქეთში და  სომხეთში. კომპანიის  სამომავლო შედეგები  შედის ევროკავშირის  ბაზარზე  გასვლაც. კომპანია  კავკასუსფექი 110 ადამიანს  ასაქმებს.

 

თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up