„სწორედ ასეთი წარმომედგინა საბჭოთა კავშირი - ბნელი და ბინძური და ის მე ბათუმის ავტოსადგურში ვნახე“ - გერმანელი ტურისტი

„სწორედ ასეთი წარმომედგინა საბჭოთა კავშირი - ბნელი და ბინძური და ის მე ბათუმის ავტოსადგურში ვნახე“ - გერმანელი ტურისტი

access_time2019-09-20 20:15:04

28 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის წევრი აღარაა. 28 წელია, რაც ქვეყნა ვითარდება ევროპული ღირებულებების მიმართულებით - ამის კარგი მაგალითია ბათუმი,  სადაც მიუხედავად პრობლემებისა, უკვე ძალიან ბევრი საერთაშორისო ბრენდული სასტუმროა გახსნილი, მოწესრიგებულია ინფრასტრუქტურა, ტურისტებისთვის შექმნილია გარემო, რითაც   ბათუმი დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ტოვებს.  თუმცა, 28 წელის შემდეგაც NDI-ს კვლევის მიხედვით საქართველოში გამოკითხულთა 39 %-ს საბჭოთა კავშირის მიმართ ნოსტალგია აქვს. ის ადამიანები ვისაც ენატრება „იდეალიზებული“ საბჭოთა კავშირი აუცილებლად უნდა ესტუმრონ ბათუმის საქალაქთაშორისო ავტოსადგურს, სადაც დღემდე დგას  სსრკ სახელმწიფო სიმბოლიკის მთავარი და განუყოფელი ნაწილის -ნამგალი და უროს მონუმენტი (მართალია კანონმდებლობით აკრძალულია, მაგრამ აქ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს)და რაც მთავრია, განწყობაც და ინფრასტრუქტურაც სწორედ იმ პერიოდშია ჩარჩენილი.


 



აქ ყოველი ფეხის ნაბიჯზე ნაგავი ყრია, სწორედ ამიტომ ტერიტორიაზე აუტანელი სუნია, რის გამოც დიდი ხნით გაჩერება შეუძლებელია. კედლები ნესტისგან დაობებული და ჩამონგრეულია, დალეწილია კედლები და ფანჯრები. შენობაში მზიან ამინდშიც კი ჭერიდან წყალი წვეთავს და მგზავრს გაჩერების საშუალებას არ აძლევს.

 

 ქაოსში გარკვევას ცდილობს 32 წლის ჰანა. ის საქართველოში გერმანიიდან ჩამოვიდა. ტურისტმა დაათვალიერა კახეთი, სვანეთი, რაჭა  და ქვემო ქართლი. მისი ბოლო გაჩერება აჭარაა. ადამიანებით, ბუნებით, არქიტექტურით და სამზარეულოთი აღრფთოვანებული ახალგაზრდა ქალი დაბნეული ცდილობს გაარკვიოს როგორ მოხვდება ბათუმიდან მაღალმთიან აჭარაში.


 



„საქართველოს შესახებ ვიცოდი, რომ წლების წინ საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყანა იყო, თუმცა 10 დღის განმავლობაში ეს მე ვერ შევამჩნიე. ძალიან ბევრი კარგი ადგილი ვნახე, აღფრთოვანებული და შეყვარებული ვარ ამ ქვეყნაზე, მაგრამ რაც აქ ხდება ეს საშინელებაა. ყველგან ტუალეტის სუნი დგას, სწორედ ასეთი წარმომედგინა საბჭოთა კავშირი - ბნელი და ბინძური და ის მე ბათუმის ავტოსადგურში ვნახე. აქ გაჩერება შეუძლებელია ნახევარი საათში ჩემი სამარშუტო ტაქსი გადის და სად დაველოდო ისიც კი არ ვიცი. საკვები ობიექტებიც კი საშინლად გამოიყურება. იმედი მაქვს, აქ არსებული ვითარება უახლოეს მომავალში შეიცვლება, რადგან ეს ადგილი დღეს ბათუმის სირცხვილია.

 




საქალაქთაშორისო ავტოსადგურის 31 პროცენტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროს ეკუთვნის.


„კომერსანტი“ დაინტერესდა რა გეგმები აქვს სახელმწიფო უწყებას  ავტოსადგურთან დაკავშირებით. სამინისტროს პრესამსახურმა საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ  გააკეთა. განგვიცხადეს, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი და მინისტრის მოადგილე შეხვედრაზე არიან და საუბარს ამ ეტაპზე ვერ შეძლებდნენ, თუმცა, შემდეგ პრესსამსახურმა ტელეფონი გამორთო.

 



ამ თემაზე “კომერსანტი“ ადრეც წერდა.  მაშინ უწყებაში აცხადებდნენ,  რომ მათთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული ტერიტორიის ეფექტურად განვითარება, თუმცა, ერთი წლის შემდეგაც ბათუმის ავტოსადგურში ვითარება მხოლოდ გაუარესდა.


 



ტერიტორიაზე ერთი წლის წინანდელი სურათი რომ არ შეცვლილა, ადასტურებს ბათუმის საქალაქთაშორისო ავტოსადგურის დირექტორი ზაურ სოლომონიძეც. მისი თქმით, ინვესტორის მოძიებაზე ამ დრომდე მუშაობენ, თუმცა, იმის გამო, რომ სახელმწიფოს ავტოსადგურში   წილი აქვს, ინვესტორები თანხის ჩადებაზე უარს ამბობენ.

 



ბათუმის ავტოსადგურის მოვლა-პატრონობის შესაძლებლობა და სურვილი არც სახელმწიფოს აქვს და არც კერძო მფლობელს, პასუხიმგებლობას გაურბის ყველა. როგორც ჩანს, ბათუმის დანგრეული და ბინძური ავტოსადგური ჩვენი გერმანელი ტურისტის მსგავსად, კიდევ ბევრ ვიზიტორს დაამახსოვრდება.




ბაჩო ადამია





BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას

BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას
access_time2019-10-22 19:30:35
თქვენ გაქვთ კანონი, გაქვთ ინფრასტრუქტურა და ადამიანური კაპიტალი. თუ ამ გზას გაჰყვებით, საქართველო 15 წელიწადში კავკასიის ლიდერი იქნება, - ასე შეაფასა BBC-ის მთავარმა ბიზნეს კორესპონდენტმა ჯო ლაინამმა განვითარების პროცესში საქართველოს მიერ აღებული გეზი. ჯო ლაინამი „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ დასასწრებად თბილისში ჩამოვიდა. ფორუმზე ის ერთ-ერთი პანელის მოდერატორი იყო. დასრულების შემდეგ კი მსოფლიოს ბაზარზე საქართველოს პოზიციონირებისა და განვითარების პერსპექტივის შესახებ...

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ
access_time2019-10-22 17:31:38
კარგი პოლიტიკური კურსი, კარგი რეგულაციები, პირდაპირი ინვესტიციების წახალისებაზე და ქვეყნის პოტენცილაზე ჩინქსინ ჩენი აღნიშნავს. ამბობს, საქართველოში ჩინური კომპანიების ფართო წარმომადგებლობაზე და სურვილზე, მეტი ჩინური კომპანია იყოს წარმოდგენილი, რადგან საქართველოს გზაა ყველა მოკლეა ევროპასა და აზიას შორის. აბრეშუმის გზის ფორუმზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ანაკლიის პორტის პროექტის ბარიერებზე საუბრობს. ვაპირებთ შეხვედრას...

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი
access_time2019-10-22 16:54:10
„საქართველოში სოკარ ჯორჯია წარმოდგენილია მისი ხელმძღვანელით მაირ მამედოვით, მათ შესანიშნავი პარტნიორობა აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სახელისუფლებლო სტრუქტურებთან, - ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის (SOCAR) ვიცე-პრეზიდენტმა, იაშარ ლატიფოვმა აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. თემატურ პანელზე - „ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, უსაფრთხოება და მდგრადობა აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის ფარგლებსა და ფარგლებს გარეთ,...

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“
access_time2019-10-22 15:30:11
„თუ ბიძინა ივანიშვილი პატიობს შეცდომას, ჩვენ რა პრობლემა გვაქვს.  დღეს ასე იტყვის, ხვალ ისე, მთავარია ის იყოს კმაყოფილი.“ - ასე აფასებს მაია ცქიტიშვილის „შეცდომას“ FDI-ს მაჩვენებლებთან დაკავშირებით ექსპერტი გია ხუხაშვილი. ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ განაცხადა, რომ 2018 წელს საქართველომ “ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) მიიღო”, თუმცა ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რადგანაც 2018...

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“
access_time2019-10-22 14:51:39
„ანაკლიის პორტის პროექტის დაწყება ზედმეტად დაგვიანდა, დიდი იმედი გვაქვს, მომავალი წლიდან ამ პროექტს უკვე დავძრავთ“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობის ყველა პრეზენტაციაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. „როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, როგორ უნდა გამოვიყენოთ უკეთ შავი ზღვის შესაძლებლობები...


მსგავსი სიახლეები

up