რა ღირს საახალწლო ნაძვის ხე საქართველოში

რა ღირს საახალწლო ნაძვის ხე საქართველოში

access_time2022-12-22 14:30:14

ნაძვის ხე შობისა და ახალი წლის განუყრელი ატრიბუტია, ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში, მსოფლიოში მილიონობით ნაძვის ხე იყიდება. მათი ფასი ორნიშნა რიცხვიდან იწყება და ოთხნიშნა რიცხვებსაც კი აღწევს.



ნაძვის ხის ფასს ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს, უპირველეს ყოვლისა კი სიმაღლე.  ფასზე ასევე მოქმედებს მასალა, რითაც ნაძვის ტოტებია დამზადებული, ასევე ნაძვის წიწვების სიხშირე ვიწრო და  გამხმარი ტოტები აქვს ხეს, თუ  ფუმფულა და ხშირი.



მნიშვნელოვანი ფაქტორია ნაძვის ფერი, მორთულობა და ატრიბუტები, ზოგ მათგანს განათება, ზოგს კი გირჩები მოჰყვება, ნაწილი უბრალოდ მწვანეა, ნაწილი თოვლის ეფექტით. ასევე გვხვდება სხვადასხვა ფერის ნაძვის ხეები, მათ შორის ვარდისფერიც. ფასები ასევე  დამოკიდებულია ნაძვის ხის ბრენდსა და დიზაინზეც.


„კომერსანტი“ დაინტერესდა რა ფასები აქვს 2022 წლის მიწურულს ნაძვის  ხეებს ქართულ  ბაზარზე და რამდენიმე სავაჭრო ობიექტის ფასები ერთმანეთს შეადარა.


Lilo shop - ში 150 სანტიმეტრიანი ნაძვის ხის ფასი 169  ლარიდან იწყება.  ფასი სიმაღლის, მასალის და ტოტების სიხშირის მიხედვით იზრდება. ყველაზე  ძვირადღირებული  ნაძვის ხე 3-მეტრიანია, მწვანე სილიკონის ტოტებით და  მისი ფასი 3180 ლარს აღწევს.




ერთი და იმავე სიმაღლის სილიკონის წიწვებიანი ნაძვის ხეებში, მწვანე ნაძვის ხე უფრო ძვირია და 1854 ლარი ღირს, ხოლო თოვლის ეფექტით 1711 ლარი.



270 სანტიმეტრიანი დათოვლილი ნაძვის ხე უფრო იაფია (1899 ლარი), ვიდრე 270 სანტიმეტრიანი მწვანე ნაძვის ხე განათებით ( 1965 ლარი).   


240 სანტიმეტრიანი დათოვლილი, სილიკონის წიწვებიანი ნაძვის ხე 1495 ლარი ღირს, ხოლო 240 სანტიმეტრიანი სრულიად მწვანე სილიკონის წიწვებიანი  ნაძვის ხე `„Alaska premium“-ი 1549 ლარი.


Vendoo.ge ში 150 სანტიმეტრიანი ნაძვის ხის ფასი 148 ლარიდან იწყება, ყველაზე ძვირი ნაძვი აქ  3187 ლარი ღირს.



210 სანტიმეტრიანი მწვანე ნაძვის ხე 305 ლარი ღირს.  დათოვლილი სილიკონის წიწვებიანი ნაძვის ხე კი 339 ლარი.



ბრენდი OHOHOH-ს  დათოვლილი 180 სანტიმეტრიანი ნაძვის ხე და 210 სანტიმეტრიანი ვარდისფერი ნაძვი ორივე 499 ლარი ღირს.





Vendoo.ge -ს მაღალ საფასო სეგმენტში არსებული, ევროპული წარმოების 240 სმ-იანი 100%-ით სილიკონის მწვანე ნაძვის ხის ფასი  2 215 ლარს შეადგენს, 240 სმიანი  ვერცხლისფერი ნაძვის ხის ფასი 2 366.00 ლარია, ხოლო 170 სანტიმეტრიანი სიმაღლის ნაძვის ხე 2 502 ლარი ღირს.






გორგიაში საახალწლო ნაძვის ხეები შედარებით ხელმისაწვდომია, ფასები  123 ლარიდან იწყება და სიმაღლისა და  მასალის მიხედვით 697 ლარამდე ადის.


180 სანტიმეტრიანი მწვანე ნაძვის ხის ფასი განათებით  697 ლარს შეადგენს , ხოლო  180 სანტიმეტრიანი ნახევრად დათოვლილი ნაძვის ღირებულება 576 ლარია.




210 სანტიმეტრიანი, გირჩებით და კენკრით გაფორმებული, სრულიად მწვანე ნაძვის ხის ფასი გორგიაში 378 ლარს შეადგენს. 




ვიშლისტში  150 სანტიმეტრიანი  საახალწლო  ნაძვის  ხის  ფასი  169 ლარიდან იწყება და  1249 ლარამდე იზრდება. მაგალითად  ვიშლისტის  ყველაზე  ძვირადღირებული  ანტიალერგიული,  სილიკონის,  დათოვლილი საახალწლო ნაძვის ხე 240 სანტიმეტრის სიმაღლისაა და მისი ფასი 1249 ლარს  შეადგენს.



210 სანტიმეტრიან ნაძვის ხეებში ნაძვის ხე სილიკონის წიწვებით  949 ლარი, ხოლო სილიკონის ტოტებით  899 ლარი ღირს.




 210 სმ იანი, შერეული მასალის, სრულიად მწვანე საახალწლო ნაძვის ხე, სილიკონის წიწვებით, გირჩით და კენკრით - 699 ლარი ღირს, იგივე ფასი აქვს იგივე მასალის, თოვლის ეფექტის მქონე, გირჩებით გაფორმებულ ნაძვის ხესაც.




თაკო კვაჭანტირაძე













თეგები:
ნაძვის ხე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up