ნადირობის სეზონი 2019 - „ბიზნესები შემოსავალს ვკარგავთ,  ფაუნა კი  ვერ  ვითარდება“ - ბრაკონიერობა კვლავ გამოწვევაა

ნადირობის სეზონი 2019 - „ბიზნესები შემოსავალს ვკარგავთ, ფაუნა კი ვერ ვითარდება“ - ბრაკონიერობა კვლავ გამოწვევაა

access_time2019-11-29 19:30:13

„ნადირობის მიმართ დაინტერესება საკმაოდ დიდია როგორც ადგილობრივ, ასევე ტურისტების დონეზეც, მაგრამ ცოტაა გადამფრენი ფრინველი და შეზღუდვები გავამკაცრეთ. ცოტა ხნის წინ ჩინელებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ 50 სტუმრის ჩამოყვანა უნდათ, მაგრამ უარი ვუთხარი იმიტომ, რომ არ არის საკმარისი ნადირ-ფრინველი და უკმაყოფილოდ მათ გაშვებას მირჩევნია საერთოდ არ მივიღო.  ფაქტია, რომ ბრაკონიერების პრობლემა დღემდე ვერ აღმოიფხვრა.“ – Meidan Group-ის მფლობელობაში არსებული `ყარაიას სამონადირეო მეურნეობის~  ხელმძღვანელი ზაზა ჩიტრეკაშვილ. is  2019 წლის ნადირობის სეზონს უარყოფითად აფასებს.

 

ნადირობის სეზონი 2019 წლის აგვისტოს პირველ სექტემბერს გაიხსნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დადგენილებით გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა, ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის, 10 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.


გარდაბანში მდებარე ყარაიას სამონადირეო მეურნეობა, რომელიც სულ ერთი წელია რაც არსებობს,  დიდ დაინტერესებას იწვევს განსაკუთრებით ნადირობის მოყვარულ უცხოელებში თუმცა, როგორც მეურნეობის ხელმძღვანელი ამბობს, ბრაკონიერობის ფაქტები ამ შემოგარენში იმდენად ბევრია, რომ სტუმრებს პრაქტიკულად მოსანადირებელი არაფერი დარჩათ და ბიზნესიც შემოსავალს კარგავს.

 

 „ვიჭერთ დამრღვევებს,  გადავცემთ გარემოსდაცვის ზედამხედველობის სამსახურს,  მაგრამ მაინც გრძელდება იგივე კანონდარღვევა, იმავე ხალხის მიერ. ამ ბიზნესში მომუშავე, ყველა ადამიანი დამეთანხმება, რომ კანონი უნდა გამკაცრდეს. თუ არის ადმინისტრაციული ჯარიმა 200-300 ლარი, უნდა გახდეს 3000 ლარი.  როგორ გინდა სამონადირეო ტურიზმის განვითარება, თუ ქვეყანაში ბრაკონიერობის პრობლემას ვერ მოევლო. ტურისტები ერთსადაიმავე ქვეყნებში დადიან სანადიროდ და უნდათ სიახლე, ეს სიახლე აქ არის - საქართველოში, მაგრამ მოფრთხილება უნდა. კანონდამრღვევები გადამფრენებზე ნადირობენ, თევზი აღარ არის წყალში - თუ არის ლიმიტი- 5 კლავენ 30-ს, იმისთვს, რომ გაყიდონ. ბიზნესები შემოსავალს ვკარგავთ, ფაუნა კი  - გამრავლების საშუალებას. ჩვენ ყველა მონადირეს შეზღუდვებს ვუწესებთ, თუ სტუმარი ამოიღებს სამ ცალ თევზს, ვეუბნებით რომ საკმარისია და ვუშვებთ სახლში. ბუნება სხვასაც უნდა დაუტოვო და მომავალ თაობასაც.“ - ამბობს ყარაიას სამონადირეო მეურნეობის მეპატრონე ზაზა ჩიტრეკაშვილი.   

 

ნადირობის სეზონი ყარაიას სამონადირეო მეურნეობაში 15 ნოემბერს დაიწყო და მარტის ბოლომდე გაგრძელდება. წელს ყარაიას სამონადირეო მეურნეობამ რამდენიმე ტურისტს უმასპინძლა. მათი ნაწილი ველოტურს, ნაწილი კი ნადირობას ირჩევს, თუმცა სეზონის დასასრულამდე დიდი დროა, მეურნეობა კი ნადირობის ყველა მსურველს ვერ მიიღებს, სანამ უკანონო თევზჭერისა და ნადირ-ფრინველის უკანონოდ მოსპობის კუთხით მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეიცვლება.


წითელ ნუსხაში შეტანილი ცხოველები და ხის ჯიშები ბრაკონიერების ინტერესებს ხშირად ეწირება, თუმცა, ისინი თავად გარემოსდამცველებსაც ესხმიან თავს, რის გამოც გადაწყდა, ცეცხლსასროლი იარაღითა და ელექტროშოკით ყველა თანამშრომელი აღიჭურვოს.    



 2019 წელს გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა თითქმის 400-დან 780-ამდე გაიზარდა. გაიზარდა ჯგუფები, რომლებიც პატრულირებენ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და ნადირობის კონტროლს ახდენენ . ყველა მუნიციპალიტეტში შესაბამისი ეკიპაჟია განთავსებული. გაიზარდა მანქანების რიცხვი, რომელიც საჭიროა ამ დეპარტამენტის საქმიანობისთვის - და მაინც, უკანონო ბუნებათსარგებლობა დღეს საქართველოში მთავარი გამოწვევაა. მათ შორის ყველაზე მასშტაბურ სახეს უკანონო თევზჭერა იღებს. 

 

 „სამწუხაროდ,  სტატისტიკურად ძალიან მაღალია ბრაკონიერობის ფაქტები.ახლა დეპარტამენტის პრიორიტეტი ნადირობის მკაცრი კონტროლია. ნადირობა, თევზჭერა, ხე-ტყის უკანონო მოპოვება, წიაღის უკანონო მოპოვება, ნარჩენების უკანონო განთავსება, გარემოს დაბინძურება და ა.შ. - ესენია ერთერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევები, რომლის წინაშეც ჩვენი დეპარტამენტი დგას.“ - ამბობს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსი მაია ჩხობაძე.

 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს აქვს გამოყოფილი ცხელი წერტილები,ანუ ადგილები სადაც მოსალოდნელია უკანონო ნადირობის თევზჭერის ფაქტები, სადაც მათი თქმით, გაძლიერებული კონტროლი ხორციელდება, განსაკუთრებით ნადირობის სეზონზე. ყოველ უკანონოდ მოპოვებულ ფრინველზე ჯარიმას ემატება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ჯარიმაც. თუ ეს ზიანი აღემატება 2000 ლარს, პირის მიმართ დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.


სამონადირეო მეურნებობებს გადაეცათ ტერიტორია 10 წლიანი  სარგებლობისთვის და მათ ევალებათ ტერიტორიის ფიზიკური მოვლა - იქ არ უნდა მოხდეს ხე-ტყის უკანონო მოჭრა, არ უნდა იყოს უკანონო ნადირობა, მათ უნდა ჰყავდეთ რეინჯერები, უზრუნველყონ აღწარმოება, გაამრავლონ ნადირ- ფრინველი და დაიმტკიცონ კვოტები.

 

სამონადიროე მეუნერობა პასუხისმგებელია რომ დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია დამრღვევზე. სამწუხაროდ, ზოგი იცავს ამ პირობებს, ნაწილი არ იცავს. თუ მათ ტერიტორიაზე აღოჩნდება უკანონო ნადირობის ფაქტი დეპარტამენტის მიერ შესაბამის რეგირებას აქვს ადგილი.


„ზედამხედველობის დეპარტამენტი 200-დან 400 -მდე ფაქტებს ავლენს ყოველწლიურად.  ეს რა თქმა უნდა მაღალი მაჩვენებელია იმიტომ, რომ ევროპის ქვეყნებში საერთოდ შეიძლება არ იყოს ბრაკონიერობა. ჩვენ შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაკეთებთ, ეს საკითხი რომ პრიორიტეტია იმითაც ვლინდება, რომ დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა გაიზარდა, რადგან არ იყო საკმარისი რესურსი ამდენი გამოწვევისთვის.“ - ამბობს მაია ჩხობაძე.


დღეს საქართველოში 20-მდე სანადირო მეურნეობაა. ამ მეურნეობების უმეტესობა კახეთშია - მათ შორის ყველაზე ცნობილია სამონადირეო მეურნეობა „იორის ჭალები“, სამონადირეო მეურნეობა „დალის მთა“, სამონადირეო მეურნეობა „ინაბოტი“.


საქართველოში სულ 40 000 მონადირე რეგისტრირდება, ასევე უცნობია იმათი რიცხვი ვისაც იარაღი უნებართვოდ აქვთ შეძენილი თუმცა, ნადირობაში ხელს ეს არ უშლით.


მარიამ მორგოშია





არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“

არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“
access_time2020-02-24 20:00:17
მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისი“ 4 000 ლარით დააჯარიმა, მიზეზი ის სამშენებლო სამართალდარღვევებია, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრში აღმოაჩინა.   სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მუნიციპალურმა ინსპექციამ გასული წლის 19 ნოემბერს დაიწყო. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-24 21:30:50
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ვასილ ურუშაძე: ქვეყნის ლოგისტიკური ეფექტიანობა ფსკერზეა, გამართული სატრანსპორტო სისტემის გარეშე ბიზნესის კეთება აბსურდია ლოგისტიკური მაჩვენებლების გაუარესების ფონზე არის თუ არა შესაძლებელი საქართველო ბიზნესის საკეთებლად...

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ
access_time2020-02-24 14:30:17
ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და English Book Education-ის ორგანიზებით “ნეთვორქინგ” ღონისძიება გაიმართება, რომელსაც 100-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. საქართველოში დღითიდღე აქტუალური ხდება TOEIC ტესტი, რომლის ჩაბარებაც 1979 წლიდან აუცილებელი მოთხოვნაა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლების მისაღებად. ღონისძიების მიზანია, მონაწილეებმა მიიღებენ ინფორმაცია თავიანთი ბიზნეს საქმიანობის სტანდარტების გაუმჯობესების...

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს
access_time2020-02-24 18:30:23
რუსეთის დუმის დეპუტატი,განათლების კომიტეტის მდივანი   გენადი ონიშნეკო  რუსულ რადიოსთან ინტერვიუში სვირინგების საშიშროებაზე ალაპარაკდა. ონიშენკო მიიჩნევს, რომ სვირინგების მიმართ სიყვარული სქესობრივი ჰორმონების სიჭარბეს უკავშირდება. „ეს უფრო მძიმე გამოვლინებაა იმ სულიერი ინტელექტუალური კრიზისის, რომელსაც საზოგადოება გაინცდის. საერთოდაც, ეს სვირინგები უნდა აიკრძალოს.“ - განაცხადა პარლამენტარმა. მისი თქმით, სვირინგებით სხეულის...

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით სასტუმროს აშენება გვინდა“

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით   სასტუმროს აშენება გვინდა“
access_time2020-02-24 16:30:04
„არ ვეძებდი მცირე და უმნიშვნელო კლუბებს, მინდოდა საუკეთესო. ქუთაისის „ტორპედო“  არაერთი თასის მფლობელი გახდა, ორი წლის წინ ასევე დიდი გამარჯვება მოიპოვა, შესაბამისად ჩავთვალე, რომ ეს საუკეთესო ვარიანტი იყო ჩემთვის“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში  ქუთაისის „ტორპედოს“ ახალმა მფლობელმა,იტალიელმა ბიზნესმენმა ფაბიო მანინიმ...


მსგავსი სიახლეები

up