ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან, მიმდინარე მოვლენების განმავლობაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი იმყოფებოდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„ექიმებმა პირველადი სამედიცინო დახმარება 17 მოქალაქეს გაუწიეს. მათგან 15-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა ადგილზევე მსუბუქად შეფასდა.
2 მოქალაქე კი ჰოსპიტალიზირებული იქნა თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში. კლინიკა უკვე დატოვა ერთმა პაციენტმა, მეორე კი სამედიცინო დაწესებულებას დღის განმავლობაში დატოვებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.