„ნაცმოძრაობის“ ლიდერები თავიანთ ახალგაზრდულ ფრთას ავალებენ, რომ 20:00 საათის შემდეგ საბჭოთა კავშირის ჰიმნით მოგვილოცონ გამარჯვება- მამუკა მდინარაძე

„ნაცმოძრაობის“ ლიდერები თავიანთ ახალგაზრდულ ფრთას ავალებენ, რომ 20:00 საათის შემდეგ საბჭოთა კავშირის ჰიმნით მოგვილოცონ გამარჯვება- მამუკა მდინარაძე

access_time2020-11-21 17:47:06

მიუხედავად პროვოკაციის მცდელობებისა, არჩევნები ძალიან მშვიდ, თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობს და დარწმუნებულები ვართ, დღევანდელი დღე ბოლომდე ასე ჩაივლის“,-ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მამუკა მდინარაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ავალებენ თავიანთ ახალგაზრდულ ფრთას, რომ საღამოს, 20:00 საათზე ან ამის შემდეგ,საბჭოთა კავშირის ჰიმნით მიულოცონ გამარჯვება „ქართულ ოცნებას“.
„მოგეხსენებათ, დღეს დილიდან, საარჩევნო უბნები გახსნილია მთელი ქვეყნის მასშტაბით, იქ სადაც მეორე ტურები ტარდება საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
ზოგადად, მეორე ტურის სპეციფიკის, პანდემიის და ოპოზიციის ბოიკოტის გათვალისწინებით, აქტივობა მაღალი არ არის, თუმცა ნორმალურია. მოსახლეობა მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას იჩენს და საკუთარ პოლიტიკურ პოზიციას საარჩევნო ყუთებთან აფიქსირებს, რისთვისაც მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს.
ჩვენ დილიდან არაერთხელ წინასწარ გავამახვილეთ ყურადღება, რომ რადიკალური ოპოზიცია გარკვეულ პროვოკაციებს გეგმავს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოპოზიციის ზოგიერთი მხარდამჭერი აპირებს, რა თქმა უნდა, მათი ლიდერების მითითებით, ბიულეტენებზე დაფიქსირდეს მინაწერები, თითქოს ისინი არიან საჯარო მოხელეები და ვინმემ აიძულათ არჩევნებში მონაწილეობა, შემდეგ კი ეს პროვოკაცია არჩევნების დისკრედიტაციისა და ნეგატიური პიარისთვის გამოიყენონ.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩევლებს, მივიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ მხარდაჭერა ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მიმართ“, - განაცხადა მდინარაძემ.
მან რამდენიმე მაგალითი მოიყვანა და განაცხადა, რომ „მდარე პროვოკაციებს“ არავითარი აზრი არ აქვს.
მე შემიძლია რამდენიმე გვარიც კი დავასახელო, იმისათვის, რომ გაირკვეს ვის სთხოვეს აჭარის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა ასეთი მინაწერების დაფიქსირება ბიულეტენებზე, ესენი არიან - ლაურა ტაკიძე, კობა მანველიძე, ზაიცევა, რომლის სახელიც ზუსტად ვერ გვითხრეს. გვაქვს კონკრეტული ინფორმაციები და მოვუწოდებთ „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ლიდერს, თავი დაანებონ ასეთი პატარ-პატარა ე.წ.ნაღმების აფეთქებას, აზრი არ აქვს, იმიტომ, რომ აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია გვაქვს და იმ ეჭვებსაც თავი დაანებონ, სუს-ს რომ მოიშველიებენ ხოლმე. პარტიაში გვაქვს ყველა ინფორმაცია, ძალიან ბევრი მათი წარმომადგენლისგან ეს ინფორმაცია გამოდის და კონკრეტული სახელებითა და გვარებით ვიცით ვინ რას აკეთებს. ამიტომ, ამ მდარე პროვოკაციებს არავითარი აზრი არ აქვს. ასევე შემიძლია გითხრათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ავალებენ თავიანთ ახალგაზრდულ ფრთას, რომ საღამოს 20:00 საათზე ან ამის შემდეგ საბჭოთა კავშირის ჰიმნით მოგვილოცონ გამარჯვება - ესეც მდარე პროვოკაციაა, მითუმეტეს „ნაცმოძრაობისგან“, რომელიც მთელი თავისი ეგრეთ წოდებული „მოღვაწეობის“ განმავლობაში სულ რუსულ საქმეს აკეთებდა და ისინი არიან რეზოლუციის მხარდამჭერი, სადაც ეწერა, რომ საქართველომ ომი დაიწყო, საქართველოს სტრატეგიული ობიექტების გაყიდვაზე და სხვა ძალიან ცნობილ ამბებზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას
ერთ-ერთი მინი - პროვოკაცია იმაში მდგომარეობს, რომ საღამოს თქვან, თითქოს „ქართული ოცნება“ ავალებდა თავიანთ მხარდამჭერების ნაწილს, რომ მათ შემოეხაზათ ხუთიანები იმისათვის, რომ თითქოს ეს ხელოვნური კონკურენცია გაჩენილიყო, თითქოს ისინი არ აქტიურობენ თავისი აგიტატორების მეშვეობით.
ასევე, შალვა პაპუაშვილმაც გითხრათ, რომ ისნის ერთ-ერთ უბანზე აპირებენ პროვოკაციის მოწყობას. ერთ-ერთ უბანზე აქვთ კონცენტრაცია და ცდილობენ, რომ იქ რაღაც არეულობის ფონი შექმნან.
ასე რომ, ყველა ინფორმაცია ხელთ გვაქვს და წინასწარ ვაფრთხილებთ საზოგადოებას და თქვენ. ალბათ გახსოვთ, რომ ასეთი პროვოკაციების შესახებ, მათი ძალადობრივი მოქმედებების და დაგეგმილი, მოგონილი გაყალბების შესახებ ჩვენ წინასწარ ვუყვებოდით საზოგადოებას და ყველა პუნქტი იყო მართალი - ამაშიც თქვენ, ჟურნალისტები და საზოგადოება კარგად დარწმუნდით“,-განაცხადა მდინარაძემ.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up