ნაცმოძრაობამ ლობისტურ კომპანიასთან გაფორმებულ კონტრაქტში საკონტაქტო პირად დამოუკიდებელი ექსპერტი ბათუ ქუთელია წარმოადგინა

ნაცმოძრაობამ ლობისტურ კომპანიასთან გაფორმებულ კონტრაქტში საკონტაქტო პირად დამოუკიდებელი ექსპერტი ბათუ ქუთელია წარმოადგინა

access_time2020-02-03 17:59:49

„კიდევ ერთი აქტუალური თემა, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ხმოვანდება მედიაში, გახლავთ ლობისტების თემა. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მთავრობა, სხვადასხვა ქვეყნების მათ შორის, ამ მიზნით სხვდასხვა დროს, ლობისტურ კომპანიებს ქირაობს ხოლმე“-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 


„ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა თავის მთელი მმართველობის განმავლობაში უწყვეტად თანამშრომლობდა ლობისტურ კომპანიასთან, საუბარია “ორიონ სტრატეჯიზე”, რომელიც ეკუთვნის რესპუბლიკელ რენდი შენემანს და მაიკლ მიჩელს. ლობისტების დახმარებას სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით ბუნებრივია „ქართული ოცნების“ მთავრობა და ხელისუფლებაც იყენებს, თუმცა ახლა მინდა ყურადღება გამამახვილო მნიშვნელოვან დეტალზე. იმაში, რომ მთავრობა იყენებს ლობისტებს სკანდალური არაფერია, თუმცა მგონია, რომ სკანდალური შეიძლება რეალურად გახდეს ინფორმაცია, რომელსაც ახლა მე გავახმოვანებ. ბოლო კონტრაქტი, გაფორმებული “ორიონ სტრატეჯისა” და ნაციონალურ მოძრაობას შორის თარიღდება 2019 წლის ოქტომბრის თვით, მოქმედების პერიოდია 1 წელი და სრულდება 2020 წელს ოქტომბერში. კონტრაქტის მიხედვით, ლობისტური კომპანია ოპოზიციურ პარტიას, ნაციონალურ მოძრაობას უნდა დაეხმაროს ქართული დემოკრატიის გაძლიერებაში, ეს არის მითითებული კონტრაქტში, ამ ფორმალური მიზნის ქვეშ რა საქმიანობაც უნდა განახორციელოს ლობისტურმა კომპანიამ ალბათ ყველასთვის ნათელია. კონტრაქტი არის ღიად ატვირთული ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ელექტრონულ პორტალზე.



ამაში რა თქმა უნდა გასაოცარი, უჩვეულო და სკანდალური არაფერია, რომ არა იმ პირის ვინაობა, ვინც კონტრაქტში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლად არის მითითებული. როგორც ვიცით, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ეს ადამიანი არ უნდა იყოს ფორმალურად ნაციონალური მოძრაობის წევრი და საჯარო სივრცეში მოქმედებს ე.წ. სამოქალაქო არასამთავრობო სექტორის და ე.წ. ობიექტური ექსპერტის სტატუსით, საუბარია ბათუ ქუთელიაზე, რომლის რეგალიაც დღეს არის საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი. იმის მიუხედავად, რომ ბათუ ქუთელიას ნაც მოძრაობის დროს არაერთი უმაღლესი თანამდებობა ეკავა, იგი დღეს ცდილობს წარსდგეს საზოგადოების წინაშე, როგორც მიუკერძოებელი და ობიექტური წარმომადგენელი არასამთავრობო სექტორისა და შეუქმნას ქოლგა არასამთავრობო ორგანიზაციის საშუალებით თავის დღის წესრიგს. ეს დოკუმენტი არის მკაფიო დადასტურება, იმის როგორ მივიდა ნაციონალური მოძრაობა სისტემური დანაშაულიდან სისტემურ მანიპულაციამდე. ჩვენ ძალიან ხშირად გვაკრიტიკებენ ხოლმე თუ ვინმემ გაბედა და არასამთავრობო სექტორის რომელიმე წარმომადგენელს დაინტერესებული ან მიკერძოებული უწოდა.


ქუთელიას შემთხვევა კიდევ ერთხელ, უკვე მტკიცებულების სახით, ცხადყოფს იმას, რასაც ჩვენ მუდმივად ვიმეორებთ ხოლმე. ნაციონალური მოძრაობა, მისი სატელიტები, რომლებიც რიგ შემთხვევებში ცდილობენ მოგვევლინონ სხვადასხვა პარტიების, მედიასაშუალებების თუ არასამთავრობო სექტორის სახელით, სისტემური დანაშაულიდან მივიდა სისტემურ მანიპულაციამდე და ამ გზით ცდილობენ ისინი შექმნან რაღაც ილუზია, თითქოს ერთი მხრივ ოპოზიციური პარტია, მეორე მხრივ სხვა ოპოზიციური პარტიები, მესამე მხრივ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მეოთხე მხრივ მედია დგას თითქოს ერთ აზრზე. სინამდვილეში კი, ჩვენ საქმე გვაქვს ერთიან წარმონაქმთან - ეს არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ასეთი ტყუილებით მანიპულირებს და ამის მტკიცებულება შემიძლია მე ახლა წარმოგიდგინოთ. ეს არის ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული კონტრაქტი, სადაც ნაციონალური მოძრაობის მხრიდან წარმოდგენილია მის წარმომადგენლად ბათუ ქუთელია. ცხადია, როგორც ბათუ ქუთელიას, ისევე როგორც ყველა ადამიანს, შეუძლია აკეთოს ის რაც მას სურს, თუ ეს კანონით არ არის აკრძალული, ოღონდ, ჩვენ, ქართული ოცნება, საპარლამენტო უმრავლესობა ყოველთვის უზრუნველვყოფთ, რომ დავანახოთ საზოგადოებას მათი რეალური საქმიანობის, მათი რეალური სახის შესახებ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up