„ნაცმოძრაობა“ C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში მიღებულ ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტის ვადის გასვლასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს

„ნაცმოძრაობა“ C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში მიღებულ ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტის ვადის გასვლასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს

access_time2020-01-11 16:25:18

„ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს მიერ C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში მიღებულ ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტის ვადის გასვლასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს.

როგორც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე რომან გოცირიძემ განაცხადა, ეს დანაშაულია.

„ეს არის დანაშაული, ამიტომ ახლავე მოვითხოვთ, რომ დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით. ეს არის ფაქტობრივად, დაუდევრობის და სავარაუდო კორუფციის ფაქტები ადამიანების ჯანმრთელობის ხარჯზე. C ჰეპატიტის პროგრამა იყო უნიკალური საჩუქარი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მიერ, აშშ-ს მთავრობამ გამოყო გრანტი და დღეისთვის დახარჯულია იმ რაოდენობის თანხები, რომელიც არის დაახლოებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ერთი წლის ტოლი, რამდენიმე მილიარდი დოლარი. ვერც ერთი განვითარებული სახელმწიფო ვერ გაწვდებოდა ამ პროგრამის შესრულებას, ვინაიდან ეს არის უკიდურესად ძვირად ღირებული მკურნალობის მეთოდი. საქართველოს ბედმა გაუღიმა, რომ ჰყავდა ასეთი სტრატეგიული პარტნიორი და გარდა ამისა, სამწუხაროდ, საქართველო ამ პროგრამაში მოხვდა იმის გამოც, რომ იგი შედიოდა მსოფლიოს ხუთეულში იმ სახელმწიფოების, სადაც მასობრივად იყო გავრცელებული ეს მეტად ვერაგი დაავადება, დაახლოებით მოსახლეობის 7% არის ინფიცირებული C ჰეპატიტით. განკურნებულია მხოლოდ 58 ათასი, როცა წლის ბოლოსთვის 120 ათასი უნდა ყოფილიყო განკურნებული“, - განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, არსებობს ეჭვი, რომ ამ მედიკამენტებით ვაჭრობა ხდებოდა.


„ფაქტი, რომ ქვეყანაში არის მართვის სრული კრიზისი, ქვეყანა იმართება არაკონსტიტუციურად, მიტაცებულია ერთი ადმიანის მიერ, მოშლილია გადაწყვეტილების მიღების სისტემა, მოშლილია მენეჯმენტი, არის ქვეყანაში ელიტური კორუფცია და არსებული არაფორმალური ოლიგარქიული მართვის ფორმა ვერ იძლევა მსგავსი პროგრამების ეფექტიანად განხორციელების საშუალებას, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ რამდენიმე ათასმა ადამიანმა ვერ მიიღო დროულად სამკურნალოდ პრეპარატი და გამოდის, რომ ეს უნდა იყოს განადგურებული. გვაქვს კორუფციის ეჭვი, არის გარკვეული სიგნალები, რომ ხდებოდა ამ მედიკამენტებით ვაჭრობა, ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს პროკურატურამ ამ საკითხის გამოძიება. რაც შეეხება ამ პროგრამის მომავალს, ამ ხელისუფლების პირობებში უკეთეს მდგომარეობას არ უნდა ველოდოთ და იმედია, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სრულად და ეფექტიანად განხორციელდება ის პროგრამა და დახმარება, რასაც ჩვენ მეგობარი სახელმწიფო გვიწევს“, - აღნიშნა გოცირიძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მიერ C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში მიღებულ ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტს ვადა გაუვიდა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვა დანარჩენი მატერიალური მარაგების ანგარიშზე, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღრიცხული აქვს C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560,645,083 ლარის ვადაგასული მედიკამენტი.


თეგები:
C ჰეპატიტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up