„ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი ცენტრალური ოფისი აღარ იყიდება

„ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი ცენტრალური ოფისი აღარ იყიდება

person access_time2016-10-26 15:30:24

 

„ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი ცენტრალური ოფისი აღარ იყიდება. ამის შესახებ „კომერსანტს" პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილება.


რაც შეეხება იმას, თუ რატომ გადაიფიქრა პოლიტიკურმა პარტიამ ცენტრალური ოფისის გაყიდვა, რა განთავსდება იქ და რა საჭიროებისთვის გამოიყენებენ, ამაზე „ნაციონალურ მოძრაობაში" ამ ეტაპზე არ საუბრობენ. „რა იქნება იქ, ამას ცოტა ხანში ვნახავთ,  ჯერ ჩამოყალიბების პროცესში ვართ"-აცხადებენ პარტიაში.


„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ცენტრალური ოფისის გაყიდვასა და ქირით გადასვლაზე განცხადება გასული წლის სექტემბერში გააკეთა.


„უბრალოდ ოფისს ვიცვლით. გადავდივართ ქალაქის ცენტრში, სობჩაკის ქუჩაზე. გადაწყვეტილება მხოლოდ ამის გამო მივიღეთ, ხარჯების შემცირება ან რაიმე სხვა მიზეზი არ არსებობს", - განუცხადა „კომერსანტს" მიმდინარე წლის იანვარში პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გიორგი პატარაიამ და აღნიშნა, რომ პარტიას ახალი ოფისი არ შეუძენია და სობჩაკის ქუჩაზე ქირით გადავიდნენ.



მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შენობის სავარაუდო გასაყიდი ფასი 3,5 მილიონი დოლარი იყო. შესაბამისი ფასი აუდიტორიულ კომპანიას უნდა დააედგინა, რომლის არჩევის პროცესიც მიმდინარეობდა.



კახეთის გზატკეცილზე მდებარე შენობა ნაციონალურმა მოძრაობამ 2010 წელს შეიძინა. მაშინ პარტიამ მთაწმინდაზე, ლესია უკრაინკას N1-ში მდებარე ძველი ოფისი გაყიდა და ახალი შენობა მის სანაცვლოდ შეიძინა.



 



„სახელმწიფოს მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ გვქონია“ - სავალუტო ჯიხურები სავარაუდოდ 8 ივნისიდან გაიხსნება

„სახელმწიფოს მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ გვქონია“ - სავალუტო ჯიხურები სავარაუდოდ 8 ივნისიდან გაიხსნება
access_time2020-06-02 13:30:16
სავალუტო ჯიხურები სავარაუდოდ 8 ივნისიდან გაიხსნება. ამის შესახებ „კომერსანტთან“ „საქართველოს ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ქავთარაძემ განუცხადა. „სავარაუდოდ სავალუტო ჯიხურების გახსნა 8 ივნისს იგეგმება, ოფიციალურად ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, თუმცა მარეგულირებელისგან გვაქვს მსგავსი ინფორმაცია. მოგვიწევს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვა და იმ გაიდლაინების შესრულება რაც საფინანსო სექტორისთვისაა...

სკანდალური სატელეფონო საუბრის შემდეგ ცნობილი ადვოკატი „ლიდერფუდის“ საქმეს ჩამოშორდა

სკანდალური სატელეფონო საუბრის შემდეგ ცნობილი ადვოკატი „ლიდერფუდის“ საქმეს ჩამოშორდა
access_time2020-06-02 13:01:44
ხორცპროდუქტების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია „ლიდერფუდის“ ყოფილი დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ირაკლი დუმბაძის მიერ გამართული პრეს-კონფერენციის შემდგომ, სადაც მან გარკვეული ბრალდებები გააჟღერა „ლიდერფუდის“ ამჟამინდელი მფლობელის, მისი სიმამრის, დავით ზეიკიძის მიმართ, სააგენტო xnews.ge -მა ზეიკიძესთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. დუმბაძემ, მათ შორის, თქვა, რომ მის ადვოკატს, პაატა სალიას, დავით ზეიკიძე პირადი საუბრების გასაჯაროებით ემუქრებოდა. ინტერვიუს...

„ეკომარტი“ - ნატურალური და ეკომეგობრული პროდუქტების ონლაინ მაღაზია გაიხსნა

„ეკომარტი“ -  ნატურალური და ეკომეგობრული პროდუქტების ონლაინ მაღაზია გაიხსნა
access_time2020-06-02 11:55:59
დღეიდან მომხმარებლებს შეუძლიათ, ონლაინ სავაჭრო პორტალ www.ecomart.ge-ზე შეიძინონ ნატურალური პროდუქტები. ნებისმიერ შეკვეთას თბილისის მასშტაბით სასურველ მისამართზე ერთი თვის განმავლობაში უფასოდ მიიღებენ. გარემოსადმი მეგობრული კონცეფციით შექმნილი მაღაზია საქართველოში წარმოებულ ხარისხიან და ეკოლოგიურ პროდუქციას უყრის თავს. ეკომრავალფეროვნება „ეკომარტის“ მთავარი უპირატესობაა. სასურსათო პროდუქტები, საკვები დანამატები,...

„მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა გაიზარდა“ - რა ღირს მიწის ნაკვეთი თბილისსა და მის შემოგარენში

„მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა გაიზარდა“ - რა ღირს მიწის ნაკვეთი თბილისსა და მის შემოგარენში
access_time2020-06-02 13:00:23
მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია სხვადასხვა სექტორზე, მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა გაიზარდა.თუმცა მოთხოვნის გაზრდის პარალალურად, ფასი სტაბილურობას ინარჩუნებს. მიწის ნაკვეთებს დედაქალაქის სხვადასხვა უბანში სხვადასხვა ფასად ნახავთ. კვადრატული მეტრის ფასი მისი მდებარეობის მიხედვით განისაზღვრება. ღირებულებაზე გავლენას ახდენს ისიც, თუ რამდენად ახლოა იგი ცენტრალურ გზასთან, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან, რამდენად განვითარებულია...

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი შესაძლოა 15 ივლისამდე გაიხსნას (ფოტოები)

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი შესაძლოა 15 ივლისამდე გაიხსნას (ფოტოები)
access_time2020-06-02 12:00:42
შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი შესაძლოა 15 ივლისამდე გაიხსნას. საუბარია ოზურგეთში, შეკვეთილთან, ურეკსა და ოზურგეთს შორის, წვერმაღალას გზაზე ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებული ახალი დენდროლოგიურ პარკზე. ამის შესახებ ინფორმაციას და პარკის ფოტოებს ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია სოციალურ ქსელში აქვეყნებს. „სად ნახავ მსგავს სილამაზეს თუ არა შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში, სადაც მეგობრებთან ერთად 31 მაისს გახლდით. 15 ივლისიდან კი ნებისმიერ მსურველს შეგეძლებათ ესტუმროთ და...


მსგავსი სიახლეები

up