„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ოფისის გასაყიდი ფასი ამ დრომდე არ დადგენილა

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ოფისის გასაყიდი ფასი ამ დრომდე არ დადგენილა

person access_time2016-01-13 10:52:53

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ცენტრალური ოფისის გასაყიდი ფასი ამ დრომდე არ დადგენილა. ამის შესახებ „კომერსანტს“ პარტიის წევრმა სერგო რატიანმა განუცახადა.


მისი ინფორმაციით, შესაბამისი ფასი აუდიტორიულმა კომპანიამ უნდა დაადგინოს, რომლის არჩევის პროცესიც ახლა მიმდინარეობს.


ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" განცხადება ცენტრალური ოფისის გაყიდვაზე და ქირით გადასვლაზე გასული წლის სექტემბერში გააკეთა.


„უბრალოდ ოფისს ვიცვლით. გადავდივართ ქალაქის ცენტრში, სობჩაკის ქუჩაზე. გადაწყვეტილება მხოლოდ ამის გამო მივიღეთ, ხარჯების შემცირება ან რაიმე სხვა მიზეზი არ არსებობს", - განუცხადა „კომერსანტს" რამდენიმე თვის წინ პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გიორგი პატარაიამ და აღნიშნა, რომ პარტიას ახალი ოფისი არ შეუძენია და სობჩაკის ქუჩაზე ქირით გადავიდნენ.

 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შენობის სავარაუდო გასაყიდი ფასი 3,5 მილიონი დოლარია.

 

კახეთის გზატკეცილზე მდებარე შენობა ნაციონალურმა მოძრაობამ 2010 წელს შეიძინა. მაშინ პარტიამ მთაწმინდაზე, ლესია უკრაინკას N1-ში მდებარე ძველი ოფისი გაყიდა და ახალი შენობა მის სანაცვლოდ შეიძინა.

 

 



„თიბისი“ ჯგუფი ლარის მკვეთრ გაუფასურებას არ ელის“ - ოთარ ნადარაია

„თიბისი“ ჯგუფი ლარის მკვეთრ გაუფასურებას არ ელის“ - ოთარ ნადარაია
access_time2020-06-04 14:00:30
„ლარის მკვეთრ გაუფასურებას თიბისი ჯგუფი აღარ ელის, რადგან შემოდინებებში რა დანაკარგიც არის საკმარისად კომპენსირდება საგარეო დაფინანსებით, რომელიც საქართველომ მოიძია“, - ამის შესახებ თიბისი ჯგუფის მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ მედიასთან ონლაინ შეხვედრისას განაცხადა. რაც შეეხება დოლარს, ნადარაიას ინფორმაციით, საერთაშორისო ბაზრებზე ის ძალიან გამყარებულია, შესაბამისად, არ ვარაუდობს, რომ მოსალოდნელია დოლარის შემდგომი მატერიალური...

Bloomberg-ის სისტემაში ლარის გამყარების ტრენდი გრძელდება

Bloomberg-ის სისტემაში ლარის გამყარების ტრენდი გრძელდება
access_time2020-06-04 12:45:38
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.0175-ით დაიწყო, 12:40 საათისთვის 1 დოლარი 3.9850-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0416 ლარი შეადგინა.

დღეს მთავრობა საკრედიტო-საგარანტიო სქემას დაამტკიცებს

დღეს მთავრობა საკრედიტო-საგარანტიო სქემას დაამტკიცებს
access_time2020-06-04 11:26:59
იმ კომპანიებს, რომლებიც იწყებენ ახალ პროექტებს, სახელმწიფო მხარში დაუდგება საბანკო სესხის 90 პროცენტის გარანტიით, ხოლო იმ კომპანიებს, რომლებსაც უკვე აღებული აქვთ სესხი, არსებულ პროექტებში, მათ სახელმწიფო გვერდში დაუდგება 30 პროცენტის გარანტიით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ეს არის ამ კომპანიების მდგრადობის და მათთვის ლიკვიდობის შენარჩუნების ყველაზე ეფექტური და სწრაფი...

ფინკა ბანკისა და სიმბიოტიკსის თანამშრომლობა მეწარმეების დაკრედიტების მიმართულებით გრძელდება

ფინკა ბანკისა და სიმბიოტიკსის თანამშრომლობა მეწარმეების დაკრედიტების მიმართულებით გრძელდება
access_time2020-06-04 09:25:22
ფინკა ბანკსა და სს სიმბიოტიკს (Symbiotics) შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს ამ ერთერთი წამყვანი საინვესტიციო კომპანიისგან ფინკა ბანკმა მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდასაჭერად 15 მილიონი ლარი მიიღო. “ფინკა ბანკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საინვესტიციო კომპანია სიმბიოტიკსთან თანამშრომლობა. დღეს ხელმოწერილი 15 მილიონი ლარის სასესხო ხელშეკრულებით განსაზღვრული აქტივობები დაგვეხმარება გავაგრძელოთ ჩვენი მომხმარებლების მომსახურება, განსაკუთრებით კი...

BAG სამშენებლო სექტორში ახალ რეგულაციებზე მუშაობას იწყებს

BAG სამშენებლო სექტორში ახალ რეგულაციებზე მუშაობას იწყებს
access_time2020-06-04 10:10:02
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG) მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტის სხდომა დისტანციურ რეჟიმში გამართა. შეხვედრაში ასოციაციის ის წევრი კომპანიები მონაწილეობდნენ, რომლებიც სამშენებლო სექტორსა და უძრავი ქონების ბაზარზე ოპერირებენ. მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრის მონაწილეები შეეხნენ იმ პრობლემატიკას, რომელიც მშენებლებსა და დეველოპერებს ბოლო წლებია აწუხებთ და რომელთა გადაწყვეტაც პოზიტიურად აისახება სექტორის განვითარებაზე მაშინ, როცა პანდემიის...


მსგავსი სიახლეები

up