“ნაციონალური მოძრაობის” მმართელობის პერიოდში ავტობანზე წელიწადში 11.3 კმ. გზა იგებოდა, „ქართული ოცნების“ დროს კი 22.9 კმ

“ნაციონალური მოძრაობის” მმართელობის პერიოდში ავტობანზე წელიწადში 11.3 კმ. გზა იგებოდა, „ქართული ოცნების“ დროს კი 22.9 კმ

person access_time2016-07-24 14:21:43

საქართველოს ყოფილმა პრემიერმა და პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა თავის წერილში, რომლითაც მოსახლეობას მიმართა, აღნიშნა, რომ ახალმა მთავრობამ სიტუაცია მრავალ სფეროში გააუმჯობესა, მათ შორის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის ტემპიც გაზარდა.

ფაქტ-მეტრი, რომელიც პოლიტიკოსთა და სხვა ცნობილი ადამიანების გამონათქვამების სისწორეს ამოწმებს, შეეცადა გაერკვია, წინა და მოქმედი ხელისუფლებების დროს ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე რა სიგრძის და ფართობის გზა დაიგო.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის (ჩქაროსნული ავტობანის) მშენებლობა 2006 წელს დაიწყო. ის E-60 (ფოთი-თბილისი-წითელი ხიდი) და E-70 (ფოთი-ბათუმი-სარფი) მაგისტრალებისგან შედგება. მისი საერთო სიგრძე დაახლოებით 390 კილომეტრია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2006 წლიდან მიმდინარე წლის ივლისამდე ავტობანის 148.5 კილომეტრიანი მონაკვეთია გახსნილი. 2006-2012 წლებში მოძრაობა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 68.2 კილომეტრი სიგრძის გზაზე გაიხსნა, ხოლო 2013-2016 (ივლისამდე) წლებში – 80.3 კმ-ზე. რაც შეეხება დაგებული გზის ფართობს, 2006-2012 წლებში 1 მილიონ 567 ათას 450 კვადრატული მეტრი ფართობის გზა დაიგო, 2013-2016 წლებში კი – 1 მილიონ 215 ათას 900 მ2.

 

როგორც აღვნიშნეთ, ჩქაროსნული ავტობანის მშენებლობა 2006 წლის მარტში დაიწყო. მაგრამ, პირველ წელს გზის საფარის დაგების სამუშაოები არ დაწყებულა. შესაბამისად, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 2007-2012 წლებში, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე საშუალოდ წელიწადში 11.3 კმ. სიგრძის და 261 242 მ2 ფართობის გზა იხსნებოდა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კი – წელიწადში საშუალოდ 22.9 კმ. სიგრძის და 347 400 მ2-ის ფართობის გზა იხსნება. როგორც ვხედავთ, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე წინა წლებთან შედარებით წელიწადში საშუალოდ 2-ჯერ მეტი სიგრძის და 1.3-ჯერ მეტი ფართობის გზა იხსნება. ისიც აღსანიშნავია, რომ 2012 წლის ბოლოს სამშენებლო სამუშაოები 2 მლნ 187 ათას 500 კვადრატულ მეტრ გზაზე მიმდინარეობდა, ანუ ხელისუფლებაში “ქართულ ოცნების” მოსვლისას ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აღნიშნული ფართობის გზაზე სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებული იყო. 2016 წლის ივნისის მდგომარეობით კი, სამშენებლო სამუშაოები 3 მილიონ 118 ათას კვადრატული მეტრის ფართობის გზაზე მიმდინარეობს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე დასრულებული მონაკვეთების ნაწილის მშენებლობა 2012 წლის ოქტომბრამდე დაიწყო და მშენებლობისთვის საჭირო თანხების მოძიებაც აღნიშნულ თარიღამდე მოხდა (ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის და სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მონაკვეთის მოდერნიზაცია-მშენებლობის და აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების გარდა). შესაბამისად, ახალ მთავრობას ზოგ შემთხვევაში ასფალტის დასაგებად გამზადებული გზა დახვდა, რამაც ტემპი დააჩქარა.


 

ამჟამად, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ჩუმათელეთი-არგვეთას მონაკვეთზე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასრულდა და ხევი-უბისა-შორაპანი-არგვეთას მონაკვეთების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე სატენდერო პროცედურების დაწყება იგეგმება.

 

დასკვნა


ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა 2006 წლის მარტში, უშუალოდ საგზაო საფარის მოწყობის სამუშაოები კი 2007 წლიდან დაიწყო. “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მოძრაობა 68.15 კილომეტრ გზაზე გაიხსნა, რამაც 1 მილიონ 567 ათას 450 კვადრატული მეტრი ფართობი შეადგინა. ხოლო, ხელისუფლების ცვლილების შემდგომ მოძრაობა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 80.3 კმ-ზე გაიხსნა, რაც 1 მილიონ 215 ათას 900 მ2-ია. შესაბამისად, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე წინა წლებთან შედარებით წელიწადში 2-ჯერ მეტი სიგრძის და 1.3-ჯერ მეტი ფართობის გზა იხსნებოდა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე დასრულებული მონაკვეთების ნაწილის მშენებლობა წინა ხელისუფლების დროს იყო დაწყებული. “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლისას 2 მილიონ 187 ათას 500 მ2 ფართობის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე აქტივობა (სამშენებლო სამუშაოები) უკვე მიმდინარეობდა, რამაც ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის ტემპი დააჩქარა.


 

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.



თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?
access_time2020-07-03 18:00:58
იმედი, რომ ახალი „შრომის კოდექსი“, რომელზეც ახლა პარლამენტში მსჯელობენ, არსებულზე გაცილებით სრულყოფილი და ევროპულ სტანდარდარტებთან მიახლოებული იქნებოდა, ნელ-ნელა უქრებათ მშრომელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში არსებობს წინააღმდეგობა კანონში არაერთი ჩანაწერის მიმართ.კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია უკვე საგრძნობლად შეცვლილი და როგორც სამოქალაქო სექტორი ამბობს, „დაჩეხილია“. თუმცა მთავარი...

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“
access_time2020-07-03 13:50:14
გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი უსანეთაშვილმა საქართველოს მობილური ბაზრის კვლევის შედეგებზე ისაუბრა. ჩვენ შევაფასეთ მობილური ბაზრის მთავარი ინდიკატორები : აბონენტთა რაოდენობა ,შეღწევადობა, რაც გულისხმობს, აქტიური სიმბარათების ჯამურ რაოდენობას, შეფარდებული მოსახლეობასთან,ასევე საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე. აბონენტთა რაოდენობით, საქართველო ევროპაში 26-ე ადგილზეა. 2019 წლის...

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა
access_time2020-07-03 16:00:19
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინასების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). აღნიშნული გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა. განსაკუთრებით პრობლემური გზის მეორე მონაკვეთი აღმოჩდა, სადაც პროექტის დასრულების შემდეგ გზაზე ჯდენები წარმოიშვა, რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა და შესაბამისად,...


მსგავსი სიახლეები

up