“ნაციონალური მოძრაობის” ბიზნეს რეკეტის ანატომია

“ნაციონალური მოძრაობის” ბიზნეს რეკეტის ანატომია

access_time2020-03-02 20:50:47

ბოლო პერიოდში გააქტიურებულია საუბრები იმის შესახებ, რომ ქვეყანაში ბიზნესმენები თავისუფლად ვეღარ ოპერირებენ. ოკეანის გაღმიდან მმართველი პარტია წერილს-წერილზე იღებს, რომელიც სავსეა ნეგატიური კონტენტით. კონგრესმენები საუბრობენ ბიზნესგარემოს გაუარესებაზე და ამ ყველაფერში “ქართულ ოცნებას” ადანაშულებენ.  თავის მხრივ, მმართველმა გუნდმაც დაიგროვა რამდენიმე ისეთი ქეისი, რომელმაც გარკვეულწილად საინვესტიციო იმიჯზე ნეგატიური გავლენა მოახდინა – იქნება ეს  ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე, სადაც ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელიც ფიგურირებს, ანაკლიის პორტის ირგვლივ ამტყდარი აჟიოტაჟი თუ ოქუაშვილის ცნობილი საქმე. თუმცა, ამ ყველაფრის პარალელურად, საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები მუდმივად აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში საკმაოდ პოზიტიური ბიზნესგარემოა. საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, 2019 წელი წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად პოზიტიური იყო. მისივე თქმით, ბიზნესასოციაცია იმდენად მსხვილი ორგანიზაციაა, რომ ქვეყნის ეკონომიკის პულსზე უდევს ხელი და მაჯის ცემასაც კარგად გრძნობს.

 

“ეს წერილები არ გვაშფოთებს. ჩვენ იმდენად მსხვილი ორგანიზაცია ვართ, რომ ქვეყნის ეკონომიკის პულსზე გვიდევს ხელი და მაჯისცემას კარგად ვგრძნობთ”, – განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი.

 

აღსანიშნავია, რომ კონგრესმენების წერილების პარალელურად,  ოპოფლანგიდან განსაკუთრებით “ნაციონალური მოძრაობა” გააქტიურდა.  მათი “მესიჯბოქსი” იგივეა – რუსული ვექტორი, “მიტაცებული სახელმწიფო”, “ერთი კაცის ბოსტანი” და სხვა დრამატული რეპლიკები თუ შეფასებები. მათგან ნებისმიერი სახის კრიტიკა ლეგიტიმური იქნებოდა, რომ არა მათ მიერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გამოყენებული მიდგომები, რომ არა მათი დამოკიდებულება დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, მედიის თუ ბიზნესის მიმართ. ეს ყველაფერი ხდება იმ პირობებში, როდესაც მათი მმართველობის პერიოდში, ერთ-ერთი ყველაზე ყბადაღებული და დღემდე მოუგვარებელი საკითხია სხვადასხვა დროს, იმჟამინდელი მმართველობის მხრიდან, ამა თუ იმ ბიზნესებისა და ქონების ჩამორთმევის საკითხი.

 

ბიზნესის ზეწოლაზე სწორედ ის გუნდი საუბრობს, რომლის დროსაც ხდებოდა ბიზნესის ნამდვილი რეკეტი, შუაღამით ქონებების გადაფორმება, ტერორი და სხვა მეთოდები, რომლის მიზანი კონკრეტული ბიზნესმენის საკუთრების გარეშე დატოვება და ბიზნესის დასაკუთრება იყო. არადა, დემოკრატიულ ცივილიზაციაში საკუთრების უფლების დაცვა ერთ-ერთი უმთავრესი კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების დანერგვის მხრივ. გარდა ამისა, იმ ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის საყრდენი, რომლის გატარებაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაიწყო, სწორედ რომ საკუთრების უფლებაა, რომელსაც თავად ეს პარტია და მასთან დაახლოებული პირები არაფრად აგდებდნენ.

 

შეუძლებელია ყველა იმ “საგმირო საქმეების” ჩამოთვლა და სიღრმისეული ანალიზის საგაზეთო სტატიაში მოქცევა, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” დროს ქონებების ჩამორთმევასა და გადაფორმებას ეხება. ამას სხვა ანალიზი და ადგილი სჭირდება, თუმცა შევეცდებით ის ძირითადი მიმართულებები გამოვყოთ, რაც “ნაციონალური მოძრაობის” 9 წლიან რეკეტსა და შანტაჟს უკავშირდება.

 

22 000 საჩივარი, რომლის უმრავლესობა წართმეულ ქონებას ეხება

 

2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა მოქალაქეებს წინა წლებში დარღვეული უფლებების აღსადგენად, პროკურატურისთვის მიმართვა ურჩია.

 

მისივე განცხადებით, უწყებაში შესული იყო 22 000 საჩივარი, რომელთა უმრავლესობა წართმეულ ქონებას ეხებოდა. მისი განმარტებით, საკითხი პოლიტიკურად უნდა გადაწყვეტილიყო. მაშინ მთავრობამ სპეციალური კომისიის შექმნა დააანონსა, თუმცა ეს დაპირება დაპირებად დარჩა და დაპირებული სამართლიანობის აღდგენის პროცესი დღემდე ვერ იქნა მიღწეული.

 

ამის შემდგომ, 2015 წლის მარტში, აღნიშნულ საქმეებზე მუშაობა პროკურატურის დეპარტამენტს დაევალა, რომელმაც რამდენიმე თვეში პირველი საქმე გახსნა. ჯამში, 1 წლიანი მუშაობის შედეგად, პროკურატურის ინფორმაციით, მოქალაქეებისთვის ქონების ჩამორთმევის 38 ფაქტი გაიხსნა, სადაც დანაშაულში 29 საჯარო მოხელე ამხილეს, დაზარალებულად კი 57 პირი ცნეს.

 

იმ პერიოდში მოხდა სხვადასხვა მიტაცებული ქონებების მესაკუთრეებზე დაბრუნება. მაგალითად, აკურის ღვინის ქარხანა, გორის საცურაო კომპლექსი, ასევე, გორში არსებული სასტუმრო კომპლექსი და სხვა.

 


პრესისა და ტელევიზიების დასაკუთრება

 

კიდევ ერთი მიმართულება, რომელზედაც უდიდესი ტერორი განხორციელდა “ნაციონალური მოძრაობის” პერიოდში, ტელევიზიებსა და საინფორმაციო სააგენტოებს ეხება. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების ხელყოფით, მაშინდელი მმართველი პარტია განსხვავებულ აზრს დევნიდა. შედეგად, სხვადასხვა მეთოდებით, შანტაჟით, ტერორით და უშუალო დარბევებით, ცდილობდა პროსახელმწიფო ორბიტაზე მოექცია ყველა ის სააგენტო თუ ტელევიზია, რომელიც მას სურდა. ყველასთვის კარგადაა ცნობილი ტელეკომპანია “იმედის” დარბევის საქმე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა პირდაპირ ეთერში საკუთარი თვალით ნახეს. გარდა ტელეკომპანია “იმედისა”, მაშინდელმა მმართველმა ხელისუფლებმა ასევე მოახერხა ჩამოერთვა მეპატრონეებისთვის ტელეკომპანია “მზე”, ტელეკომპანია “იბერია”, “რუსთავი 2”, საინფორმაციო სააგენტო პრესა.გე და სხვა.

 

ზემოხსნებული ტელეკომპანიები, ხელისუფლების შეცვლის შემდგომ, საკუთარ მეპატრონეებს დაუბრუნდათ. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმე კი დროში საკმაოდ გაიწელა და საქმე სტრასბურგის სასამართლომდეც მივიდა, რომელმაც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. რაც შეეხება საინფორმაციო სააგენტო პრესა.გე-ის, მისი ყოფილი მეპატრონე, გია იაკობაშვილი აცხადებს, რომ მას არ სურს სააგენტოს დაბრუნება, ან თუ დაიბრუნებს, მას უბრალოდ გააუქმებს.

 

ტელეკომპანიების და საინფორმაციო სააგენტოების დასაკუთრებით, “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობდა ყველა საინფორმაციო საშუალება თავის ორბიტაზე მოექცია და ქვეყანაში მხოლოდ პოზიტიური სიახლეები გაშუქებულიყო, ხოლო რეალური პრობლემები -არა.

 

გაკულაკება “ნაციონალურად”

 

ლიბერალური ეკონომიკის და თავისუფალი ბაზრის შექმნისათვის “მოტივირებული” რეფორმატორი მაშინდელი მმართველი პარტია “ნაციონალური მოძრაობა”, ბიზნესს ყველაზე მნიშვნელოვან, საკუთრების უფლების დარღვევის სხვადასხვა მეთოდებს უპირისპირებდა. იქნებოდა ეს მუქარა, შანტაჟი, დაპატიმრება თუ სხვა.

 

შედეგად, ბიზნესმენები სახელმწიფოს “ჩუქნიდნენ” თავიანთ აქტივებსა და ბიზნესს. ვინც ურჩობა და პრინციპულობა გამოიჩინა, დაიჭირეს, მსუყე ბრალდებები და წლები მიუსაჯეს საპატიმროებში. თუმცა, არსებობდნენ მმართველ პარტიასთან დაახლოებული ბიზნესმენები, რომლებიც ასე თუ ისე “ალაგებდნენ” სიტუაციას და პროცესებისგან შედარებით ნაკლებად დაზარალებულები რჩებოდნენ.

 

როგორც აღინიშნა, ე.წ. ურჩი ბიზნესმენების საქმე ხშირშემთხვევაში თავისუფლების მიღმა, გისოსებში რჩებოდნენ. ასე და ამგვარად მაშინდელი ხელისუფლების პირობებში, დაპატიმრებული იქნენ ისეთი ბიზნესმენები, როგორიცაა მამია სანადირაძე, “კავკასუს ონლაინის” დამფუძნებელი, ანზორ ქოქოლაძე, “ელიტ ელექტრონიქსის” ყოფილი მფლობელი,  დავით ბეგიაშვილი, ჰოლდინგური კომპანია “ვაკე-5-სა” და “ალბატროს ჯგუფის” დამფუძნებელი, ბიზნესმენი ბაკურ კიღურაძე და სხვა ამა თუ იმ მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, რომელიც საქართველოს ეკონომიკაში ქმნიდნენ ამინდს.

 

გაბიზნესმენებული პოლიტიკოსები

 

როცა საუბარი “ნაციონალური მოძრაობის” დროს კონკრეტული ჩინოვნიკების მხრიდან ბიზნესმენების დატერორებასა და მათი ქონების დასაკუთრებას ეხება, ყველას ალბათ დავით კეზერაშვილი და მისი მხრიდან ნავთობის ბაზარზე დატრიალებული საქმე ახსენდება. თავი რომ დავანებოთ სხვადასხვა არგუმენტების მოშველიებას, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადება გავიხსენოთ, სადაც ის კეზერაშვილის ამხელს, ყოფილი მმართველი და იმ პარტიის სახეს, რომელსაც დღეს თავად მელია წარმოადგენს.

 

“ნაციონალურ მოძრაობაში” წლების წინ იყო დავით კეზერაშვილი, რომელმაც სრულიად გაურკვევლად – ყაჩაღობით, ქურდობით და ძარცვით იშოვა მილიონები, ახლა კი ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ “ევროპულ საქართველოს” აფინანსებს”.

 

კეზერაშვილი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქართველოდან წავიდა, თუმცა მისი ფინანსები, დღემდე მოძრაობს ქვეყნის შიგნით. კეზერაშვილი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მთავარ “კასირადაც” ითვლებოდა. მისი საქმიანობა ბურუსითაა მოცული იმდენად, რამდენადაც გარკვეულ საქმეებზე მისი გამართლება მოხდა, როგორ და რანაირად, ეს ძალიან საინტერესოა. რაც შეეხება შედეგს, საზოგადოებამ კარგად იცის – ჩინოვნიკი, რომელიც ჩინოვნიკური საქმიანობის შემდგომ სოლიდური ფინანსური რესურსების მფლობელი გახდა.

 

“რაბათის” მშენებლობით ნაშოვნი მილიონების ისტორია

 

ქონების იძულებით დათმობის ერთ–ერთი ყველაზე აპრობირებული მეთოდი იყო, როდესაც სხვადასხვა რანგის და შესაძლებლობების ბიზნესმენებს აიძულებდნენ არაადეკვატურად მაღალ ფასად შეეძინათ სახელმწიფოს ბალანსზე არსებული იაფფასიანი ქონება, ასე ავსებდა ნაციონალური მოძრაობა ბიუჯეტს და ამ ფულით ხორციელდებოდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა შესრულების დროს თანხების ფლანგვა სხვა საუბრის თემაა.

 

ამ შემთხვევაში გთავაზობთ იმ ქონების ჩამონათვალს, რომელიც მეწარმეებმა ახალციხეში “შეიძინეს” და აკუმულირებული თანხის ნაწილი, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა “რაბათის” მშენებლობაზე “გადაქაჩა”. აღსანიშნავია, რომ ბიზნესმენებმა ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან ზეწოლის შედეგად, მიწის ნაკვეთები შეუსაბამოდ მაღალ ფასად შეიძინეს და შემდგომ სახელმწიფოს უკან დაუბრუნეს. შეძენილი მიწის ფართობის ჯამური მოცულობა 22 872 კვ.მ-ია, ხოლო ღირებულება კი 9 628 700 ლარი. არადა ჯამში ამ ნაკვეთების ღირებულება აუდიტის მიერ 112 400 ლარად შეფასდა.

 

ოკუპანტ ქვეყანაზე მიყიდული ქართული აქტივები

 

“ფულს სუნი არ უდის, რუსული ინვესტიციები მისასალმებელია” – ეს ფრაზა ზემოხსნებულ ვანო მერაბიშვილს ეკუთვნის. დღეს, როცა სადმე რუსული ფულის კვალი რჩება, “ნაციონალური მოძრაობა” კატეგორიულად ეწინააღმდეგება მის ქართულ აქტივებში დაბანდებას, თუმცა მათი მმართველობის პერიოდში განსხვავებული აზრი ჰქონდათ რუსულ კაპიტალთან დაკავშირებით. გთავაზობთ იმ აქტივების სიას, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” ოკუპანტ ქვეყანაზე გაასხვისა: ჟინვალჰესი – რუსული კომპანია”რაოესი”; რიონჰესი – რუსული კომპანია “ენერჯი ინვესტი”; გუმათი1 – რუსული კომპანია “ენერგო პრო”;  გუმათი2 – რუსული კომპანია “ენერგო პრო”; ლაჯანურჰესი – რუსული კომპანია “ენერგო პრო”; შაორჰესი – რუსული კომპანია “ენერგო პრო”; ვარციხე1 – რუსული კომპანია “ენერგო პრო”; ვარციხე2 – რუსული კომპანია “ენერგო პრო”; ვარციხე3 – რუსული კომპანია “ენერგო პრო”; ვარციხე4 – რუსული კომპანია “ენერგო პრო”; ხრამი1 – რუსული კომპანია “რაოესი”; ხრამი2 – რუსული კომპანია “რაოესი”; ხრამი3 – რუსული კომპანია “რაოესი”; ხრამი4 – რუსული კომპანია “რაოესი”; ხრამი5 – რუსული კომპანია “რაოესი”; ყაზტრანსგაზ თბილისი – რუსული კომპანია “გაზპრომი”; გაზ.კომპანია “იტერა”- რუსული კომპანია “გაზპრომის” შვილობილი კომპანია; შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ფირმა “ალექსი” – რუსული კომპანია “გაზპრომის” შვილობილი კომპანიაა; გარდაბნის მე-9 ენერგო ბლოკი – რუსული კომპანია “ინტერ რაო”; გარდაბნის მე-10 ენერგო ბლოკი – რუსული კომპანია “ინტერ რაო”; მაღალი ძაბვის გადამცემი 500 კილოვატიანი ხაზები-რუსული კომპანია “ინტერ რაო”; “მადნეული” -რუსული კომპანია “პრომიშლენ ინვესტი”; “კვარციტი” – რუსული კომპანია “პრომიშლენ ინვესტი”; საბორნე გადაზიდვები ფოთიდან და ბათუმიდან “რუსეთის რკინიგზა”; კომპანია “ბილაინი”რუსული კომპანიაა; “აზოტი” – რუსული კომპანია “პრომიშლენ ინვესტი”; “გაერთიანებული ქართული ბანკი” – რუსული კომპანია “ვითიბი; “ლუკოილ ჯორჯია” -რუსული კომპანია “ლუკოილი”; ზესტაფონის “ფერო” – რუსული კომპანია “პრომიშლენ ინვესტი”; ელმავალთმშენებელი ქარხანა -რუსული კომპანია “დემა კომპიუტერი”;, არამიანცის, თბილისის3#1 საავადმყოფო – რუსული კომპანია “ბატუსი”; თბილისის წყალი – რუსული კომპანია”ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერი”.


წყარო: ბანკები და ფინანსები





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up