„ნაციონალური მოძრაობა“ ახალ კამპანიას - „დაავალე მიშას“ იწყებს

„ნაციონალური მოძრაობა“ ახალ კამპანიას - „დაავალე მიშას“ იწყებს

access_time2020-09-15 17:24:59

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახალ კამპანიას - „დაავალე მიშას„ იწყებს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, მათი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები აბსოლუტურად ყველა სოფელს და ყველა ქალაქს შემოივლიან, მოქალაქეებს პირადად შეხვდებიან და უშუალოდ მათგან მიიღებენ დავალებებს, თუ როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემები.

ზაალ უდუმაშვილის განმარტებით, საზოგადოების რჩევები მათი პრემიერობის კანდიდატს გადაეცემა და შემდგომ მიხეილ სააკაშვილი გააჟერებს საკუთარ გეგმებსა და მოსაზრებებს.

„თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქში ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატები უკვე აქტიურად მუშაობენ და აქტიურად მართავენ წინასაარჩევნო კამპანიას. დღეს ჩვენ ვიწყებთ ახალ კამპანიას - “დაავალე მიშას”, რაც გულისხმობს შემდეგს: ჩვენთვის ახლა უნიშვნელოვანესია, თქვენ რა მოლოდონი გაქვთ „ნაციონალური მოძრაობისგან“ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. ასევე, უმნიშვნელოვანესია, რა მოლოდინი გაქვთ უშუალოდ ჩვენი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისგან. ამიტომ, ჩვენი მაჟორიტარები აბსოლუტურად ყველა სოფელს, ყველა ქალაქს, რაიონს შემოივლიან, შეგხვდებიან თითოეულ თქვენთაგანს და უშუალოდ თქვენგან მიიღებენ დავალებებს. იმ დავალებებს, რომლებიც სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას ხელისუფლების ცვლილების შემდეგ“,-განაცხადა უდუმაშვილმა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პირობას დებს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, საზოგადოების რჩევები იქნება ის გზამკვლევი, რომლითაც პარტია დღეს არსებული პრობლემების გადაჭრას შეეცდება.

„ეს დავალებები, აბსლუტურად ყველა, ჩვენი პრემიერობის კანდიდატს გადაეცემა და შემდგომ უკვე მიხეილ სააკაშვილი თავად მოგახსენებთ თავის მოსაზრებას და გეგმას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეს მოსახლეობაში არის დაგროვილი. ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ მდიდარი საქართველო ძლიერი ოჯახებით და ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ამ პროცესში ჩართულობა“,-განაცხადა უდუმაშვილმა.



IPN.GE 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up