ნაციონალების მიერ წართმეულ გოგირდის აბანოებზე დავა სასამართლოში მიმდინარეობს

ნაციონალების მიერ წართმეულ გოგირდის აბანოებზე დავა სასამართლოში მიმდინარეობს

access_time2016-05-19 09:11:24

გოგიტა ხიზანიშვილი, რომლის ოჯახიც 2007 წლამდე „ჭრელ აბანოს“ ფლობდა, ქონების დასაბრუნებლად სამართლებრივ დავაშია. 

 

გაზეთ „ბანკები და ფინანსებთან“ ინტერვიუში ხიზანიშვილი აცხადებს, რომ 2006 წელს პროკურატურის მხრიდან მათზე, ისე როგორც გოგირდის აბანოების უკლებლივ ყველა მესაკუთრეზე, პროკურატურის მიერ განხორციელებული მუქარის შედეგად, მისი ოჯახი იძულებული გახდა ქონება და ბიზნესი სახელმწიფოსთვის „ეჩუქებინა“. 

 

„2006 წელს ჩამოგვართვეს ჩვენ ეს ქონება და 2007 წლამდე არ გაუტანიათ აუქციონზე. ქონება გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს. როდესაც ჩვენ გავიგეთ, რომ აუქციონი დაინიშნა, გადავწყვიტეთ, მიგვემართა სახალხო დამცველისთვის. მივმართეთ კიდეც, მაშინ სახალხო დამცველი სოზარ სუბარი იყო. მან, თავის მხრივ, გააკეთა განცხადება და აუქციონის შესაძლო მონაწილეებს მოუწოდა, არ შეეძინათ ეს ქონება, რადგან ისინი იქნებოდნენ არაკეთილსინდისიერი მყიდველები. 

 

ხიზანიშვილის ინფორმაციით, მათი აბანო, ისევე როგორც სხვა აბანოები, გაიყიდა იმდროინდელ საბაზრო ფასთან სედარებით რამდენჯერმე იაფად და ყოველგვარი კონკურენციის აგრეშე. ხიზანიშვილი იქვე აცხადებს, რომ სამართლებრივი დავა მაშინვე დაიწყეს და მიამრთეს სასამართლოსაც და ომდროინდელ პროკურატურასაც, თუმცა, რა შედეგსაც მიიღებდნენ, იმთავითვე ცხადი იყო. ამ აქტიურობების გამო, მას პირადად, გარკვეული პერიოდით ქალაქიდან გარიდებაც მოუხდა.


 

კითხვაზე, თუ  რა შეიცვალა 2012 წლის არჩევნების შემდეგ და თუ განახლდა გამოძიება ამ საქმესთან მიმართებაში, ჭრელი აბანოს ყოფილი მეპატრონე პასუხობს: 

 

„2012 წლის შემდეგ, მე განვაახლე პროკურატურაში სარჩელი. მივმართე პროკურატურას,  და სხვათაშორის, დაუყოვნებლივ მოხდა რეაგირება. რამოდენიმე დღეში დაგვირეკეს და დაგვიბარეს დასაკითხად. დაგვკითხეს ყველა, ეს საქმე მიიღეს წარმოებაში და დაიწყეს გამოძიება. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მე ბევრ ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცა კომუნიკაცია მაქვს და ვიცი რომ საქმე წინ მიდის. დიდი დრო არის გასული და ბუნებრივია, ფაქტების დადგენა ჭირს. მეც ვეხმარები გამოძიებას. მივაწოდე მას გარკვეული ზარების ჩანაწერები. რაც შეეხება იმას, თუ რა ეტაპზეა საქმე, სასამართლომ მიიღო წარმოებაში ეს საქმე და ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე „ჭრელი აბანო“ დაყადაღებულია. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ დავა არ დასრულდება. ასევე სასამართლოს მიღებული აქვს განცხადება აუქციონის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით. 

 

ჩემი აზრით არ უნდა გაჭირდეს სიმართლის დადგენა და სამართლიანობის აღდგენა, ვინაიდან, ცხადია, რომ გოგირდის აბანოები წართმეულია. ძალიან ბევრი უზუსტობაა საქმეში იურიდიული თვალსაზრისითაც. რომ გავყვეთ, როდესაც მამა შვილს ჩუქნის რაიმე ქონებას, იქ არაა საჭირო ზედმეტი ფორმალობები, მაგრამ როდესაც კერძო პირი სახელმწიფოს ჩუქნის ქონებას, იქ უნდა იყოს მითითებული რაიმე მიზეზი. ამ შემთხვევაში, აქ არ არის არანაირი მიზეზი. ეს ქონება იყო ჩვენი შემოსავლის პრაქტიკულად ერთადერთი წყარო და შესაბამისად ნათელია, რომ ჩვენი ნებით ამის ჩუქება არ მოხდებოდა. ასევე არის ასეთი უზუსტობა, რომ 49% წილის მფობელი იყო დედაჩემი, 50% წილის მფლობელი იყო მამაჩემი. 1% გაფორმებული იყო ვინმე ჩუჩარინზე, რომელიც იყო აბანოს ერთ-ერთი თანამშრომელი, შემდგომში იგი გარდაიცვალა. ის არ იყო საქართველოს მოქალაქე. არ არსებობს მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, არ არსებობს მისი პირადი ნომერი. იმ მომენტში, როდესაც ქონება ფორმდებოდა სხვა პიროვნებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 1% წილის მფლობელი იყო, ამ ადამიანის გვარიც და მისი თანხმობაც უნდა ყოფილიყო დაფიქსირებული, მაგრამ იმ პერიოდში ეს ფაქტიც უგულებელყოფილი იქნა.


იგივე კურიოზული ვითარებაა მეორე აბანოსთან მიმართებაში, რომელიც ასევე შპს „ჭრელ აბანოს“ აქვს 2007 წლის აუქციონზე ნაყიდი. იქ წილები ოჯახის სამ წევრზე, დედასა და ორ ვაჟზე იყო განაწილებული 50 და 25–25 %. ერთ–ერთი 25%–ის მფლობელი ვაჟი იმხანად ახალი გარდაცვლილი იყო. ამიტომ ჩუქების ხელშეკრულებაზე, ისე ეჩქარებოდათ, რომ ხელი მოაწერინეს აქვს მის ფაქტიურ მეუღლეს, რომელტანაც სამოქალაქო ქორწინებაში არ იმყოფებოდა,შესაბამისად, არ წამოადგენდა მის ოფიციალურ პირველი რიგის მემკვიდრეს“. 

(R)



ლიბერთის პროგრამა აპრილის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით ყველა ასაკის პენსიონერზე გავრცელდება

ლიბერთის პროგრამა აპრილის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით ყველა ასაკის პენსიონერზე გავრცელდება
access_time2020-03-28 10:00:07
ლიბერთი ბანკმა, რამდენიმე დღის წინ (21 მარტს), საკუთარი...

დონალდ ტრამპმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის სტიმულირების კანონს ხელი მოაწერა

დონალდ ტრამპმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის სტიმულირების კანონს ხელი მოაწერა
access_time2020-03-28 10:02:04
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის...

3 თვეც რომ გაჩერდნენ საწარმოები, დეფიციტი არ შეგვექმნება - რა გავლენას მოახდენს ქართულ იმპორტზე რუსეთის ერთკვირიანი შესვენება

3 თვეც რომ გაჩერდნენ საწარმოები, დეფიციტი არ შეგვექმნება - რა გავლენას მოახდენს ქართულ იმპორტზე რუსეთის ერთკვირიანი შესვენება
access_time2020-03-28 11:30:52
დღეიდან, რუსეთში ერთთკვირიანი არასამუშაო პერიოდი დაიწყო. როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განმარტა,  ჯანდაცვასთან დაკავშირებული სტრუქტურები მუშაობას ჩვეულებრივ აგრძელებენ, როგორებიცაა სამედიცინო დაწესებულებები, აფთიაქები, მაღაზიები, ასევე საბანკო სერვისცენტრები, ტრანსპორტი. შესაბამისად, შეჩერდება საწარმოებისა და ქარხნების მუშაობაც. რა გავლენას მოახდენს ქართულ იმპორტზე რუსეთის ერთკვირიანი შესვენება...

„კორონავირუსი ფსიქოლოგიური ზემოქმედების იარაღია და მასების გამოთაყვანებაზეა მიმართული“-ზურაბ გურული

„კორონავირუსი ფსიქოლოგიური ზემოქმედების იარაღია და მასების გამოთაყვანებაზეა მიმართული“-ზურაბ გურული
access_time2020-03-27 19:30:50
აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული სოციალურ ქსელ  facebook-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „დასავლური მედიცინის ყოვლისშემძლეობის მითი დაანგრიაო კორონამ. სინამდვილეში ხდება ეს: დასავლური,...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-03-27 21:30:07
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.დაკეტილი საზღვრები, გაუფასურებული ლარი და მიმწოდებლების მხრიდან მოთხოვნილი ნაღდი ფული - როგორ მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება საქართველოში ამ...


მსგავსი სიახლეები

up