ნაბეღლავი იაპონიის ბაზარზე სპეციალური შეფუთვით გაიყიდება. საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ქართული წყლის ცნობადობა იაპონიაში დღითიდღე მატულობს. სწორედ ამის ნიშნად, მალე “ნაბეღლავი” საგანგებოდ იაპონიის ბაზრისთვის შექმნილი, ორიგინალური შეფუთვით გაიყიდება.
კომპანია იაპონიაში კვების სფეროში უმსხვილეს გამოფენას, “Supermarket Trade Show“-შიც მონაწილეობს. „ნაბეღლავს“ მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში შეხვდებით, მათ შორის: ევროკავშირისა და დსთ-ს ქვეყნებში, აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრ. ამერიკაში.
„ბიზნესპარტნიორი“