„წყალი მარგებელი“ გაყიდვებით პირველია საქართველოში და კონკურენტის გამოჩენა არ გვაშინებს

„წყალი მარგებელი“ გაყიდვებით პირველია საქართველოში და კონკურენტის გამოჩენა არ გვაშინებს

access_time2020-09-22 16:00:20

„თუ არ ვართ უკეთესები, მაშინ დაიდგით, გასინჯეთ და შემდეგ შეადარეთ სხვა წყლებს“, - „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ ახალი პროდუქტი „მთის წყალი“ ამბიციური განცხადებებით წარადგინა.


არის თუ არა „მთის წყალი“ საუკეთესო მტკნარი წყლის ბაზარზე და როგორ ხვდებიან ამ სფეროს წარმომადგენლები ახალი კონკურენტის გამოჩენას - ამ და სხვა კითხვებით „კომერსანტი“ კომპანია „წყალი მარგებელი“ დაუკავშირდა. როგორც „კომერსანტს“ „წყალი მარგებელის“ მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა ანა ბერიშვილმა განუცხადა, კონკურენტუნარიანი ბაზარი სექტორის განვითარებას უწყობს ხელს, რაც კომპანიებზე დადებითად აისახება.   


„პანდემიის პერიოდს დიდად გაყიდვებზე არ უმოქმედია. რა თქმა უნდა ჰორეკა სექტორის დაკეტვამ როგორც „ნაბეღლავზე“, ასევე „ბახმაროსა“ და ზოგადად ჩვენს წყლებზე გავლენა მოახდინა, მაგრამ, მთლიანობაში მოგეხსენებათ, რომ „ნაბეღლავი“ გაყიდვებით N1 წყალია საქართველოში და ამ პოზიციას ვინარჩუნებთ.


რაც შეეხება, კონკურენტის გამოჩენას, ჩვენ ზოგადად მივესალმებით საქართველოს ეკონომიკის განვითარებას და ძალიან სასიამოვნოა, როდესაც  ახალი პროდუქტები ჩნდება და ბაზარი უფრო მრავალფეროვანი ხდება. თუმცა, ჩვენი კომპანია დაახლოებით 30 წელია ბაზარზე ოპერირებს და ძალიან მდიდარი პორტფოლიო გვაქვს. ჩვენ მომხმარებელს არა მხოლოდ ერთ წყალს ან ერთი ფორმატის წყალს ვთავაზობთ, არამედ გვაქვს ყველანაირი ფორმატისა და შეფუთვის როგორც წყაროს წყალი, ისე მინერალური წყალი, რაც ჩვენი დიდი სიმდიდრეა.



გარდა ამისა მომხმარებელს ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ და საკმაოდ საყვარელი ბრენდები ვართ. სიმართლე რომ გითხრათ, დიდად კონკურენტის გამოჩენა არ გვაშინებს. პირიქით, ჩვენთვისაც გამოწვევაა და ძალიან სასიამოვნოა, რადგან ახალი კონკურენტის გამოჩენა სხვა კომპანიების განვითარებას უწყობს ხელს. ასე რომ შიშით არ გვეშინია. ძლიერი კომპანია ვართ ძლიერი პორტფოლიოთი, დიდი წარსულითა და მომხმარებლის სიყვარულით“, - განმარტავს ანა ბერიშვილი


რამდენიმე დღის წინ „ნაბეღლავმა“ „ბუღას“ ბრენდის სახელით 3 ახალი პროდუქტი გამოუშვა, თუმცა როგორც კომპანიაში იუწყებიან სულ მალე მომხმარებელს კიდევ ბევრ სიახლეს შესთავაზებენ.


ჩვენი ქარხანა იმდენად მაღალტექნოლოგიურია და იმდენად დიდი შესაძლებლობები აქვს, რომ  მომხმარებლის განებივრება ახალი პროდუქტებით მუდმივად შეგვიძლია. წელსაც ვაპირებთ პორტფოლიოს გაზრდას და ახალი პროდუქტების გამოშვებას, რასაც სულ ცოტა ხანში შეიტყობთ. რამდენიმე დღეა ბაზარზე „ბუღას“ ბრენდით 3 ახალი პროდუქტი გამოვუშვით და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან პორტფოლიო მუდმივად გაიზრდება და ჩვენი ქარხანა ნამდვილად გვაძლევს ამის შესაძლებლობას”, - აღნიშნავს ანა ბერიშვილი


ანი ცარციძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up