N10 ბაგა-ბაღს კიდევ ერთი კორპუსი შეემატა

N10 ბაგა-ბაღს კიდევ ერთი კორპუსი შეემატა

access_time2020-01-16 14:42:00

ჩუღურეთის რაიონში მდებარე N10 ბაგა-ბაღს კიდევ ერთი კორპუსი შეემატა, რომელიც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან ერთად გახსნა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.



კახა კალაძის თქმით, ეს უკვე ბაღის მეორე პროექტია, რომელიც ჩუღურეთში განხორციელდა.



„ჩუღურეთის რაიონში ორი ძალიან კარგი პროექტი განვახორციელეთ. ერთი ძველი ბაღის რეაბილიტაცია, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და შეუძლებელი იყო სწავლის პროცესის გაგრძელება. მეორე პროექტს რაც შეეხება, განხორციელდა ახალი კორპუსის მშენებლობა. ჩუღურეთის რაიონი არის იმ რაიონებს შორის, სადაც საბავშვო ბაღებზე მოთხოვნა ძალიან დიდია. იცით, რომ ბავშვების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. საბავშვო ბაღებში მომსახურების ხარისხი არის გაცილებით მაღალი, ვიდრე კერძო საბავშვო ბაღებში. ჩვენ საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას ვაკმაყოფილებთ. რა თქმა უნდა, ამაზე არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ მუშაობას და გვინდა, რომ ყველა რაიონში ასეთი მაღალი დონის ბაღები გავხსნათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.




შენობაში ოთხი სააღმზრდელო ჯგუფი და ღონისძიებების დარბაზია განთავსებული. ძველი, ამორტიზებული შენობის დემონტაჟი და მის ნაცვლად, ახალი ადაპტირებული კორპუსის მშენებლობა N10 ბაღის ტერიტორიაზე 2019 წელს დაიწყო. ახალი კორპუსის მშენებლობის პარალელურად, ბაღის ეზოში მოეწყო სათამაშო სივრცეები და საბავშვო მოედნები, დაირგო დეკორატიული მცენარეები, შეიღება ბაღის სხვა კორპუსები და შეიცვალა ავარიული ღობე.



ბაღის ახალ კორპუსში დღესვე დაიწყო სააღმზრდელო პროცესი. ბაღის ადმინისტრაცია ბავშვებს გასართობი ღონისძიებით დახვდა.



ღონისძიებას მერის მოადგილე ილია ელოშვილი, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, ამავე რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში რიმა ბერაძე და საკრებულოს კულტურისა და განათლების კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი დაესწრნენ.





თეგები:
ბაგა-ბაღი



„იმის გათვალისწინებით რა ბიუჯეტიც გვაქვს, ამერიკულ ბაზარზე ძალიან კარგ შედეგებს ვაღწევთ“

„იმის გათვალისწინებით რა ბიუჯეტიც გვაქვს, ამერიკულ ბაზარზე ძალიან კარგ შედეგებს ვაღწევთ“
access_time2020-02-19 11:40:51
ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა. სტატისტიკის ეროვნული  სამსახურიდან გამოითხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2018 წელთან შედარებით 2019 წელს რუსეთში 4 366,2 ათასი ლიტრით მეტი ღვინის ექსპორტირება მოხდა. ჯამში, 2019 წელს რუსეთში 133 251,5 აშშ დოლარის ღვინო გაიყიდა. 2018 წელთან შედარებით 2019 წელს ღვინის ექსპორტი ზრდა რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა. მათ შორის, პოლონეთში, ჩინეთში,  გერმანიაში, ესტონეთში და ა.შ.საქსტატის ინფორმაციით, ზრდა დაფიქსირიდა...

ტერაბანკმა იურიდიული პირებისთვის მობაილბანკი შექმნა

ტერაბანკმა იურიდიული პირებისთვის მობაილბანკი შექმნა
access_time2020-02-19 09:30:19
ტერაბანკი დისტანციური მომსახურების არხების განვითარებას განაგრძობს და წლის პირველ სიახლეს იურიდიულ პირებს სთავაზობს. ამიერიდან მათ უკვე მობაილბანკით სარგებლობა და სხვადასხვა ოპერაციის აპლიკაციის დახმარებით შესრულება შეუძლიათ. მობაილბანკის დახმარებით იურიდიულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ან სხვის მიერ შექმნილი დავალებები დაადასტურონ, საინფორმაციო გზავნილებისა თუ დასადასტურებელი დავალებების შესახებ Push შეტყობინებები მიიღონ და მარტივი ავტორიზაციით —...

რუსეთი ჩინეთის მოქალაქეებისთვის საზღვრებს კეტავს

რუსეთი ჩინეთის მოქალაქეებისთვის საზღვრებს კეტავს
access_time2020-02-19 10:50:56
რუსეთი ჩინეთის მოქალაქეებისთვის საზღვრებს კეტავს. 20 თებერვლიდან რუსეთში შესვლა ჩინეთიდან ყველა ვიზიტორისთვის აკრძალული იქნება. პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც ჩინეთის მოქალაქეების რუსეთში შესვლას კრძალავს. ამის შესახებ ინფორმაცია, ჟურნალისტებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერატიული შტაბში განუცხადეს. რუსეთში დაწესებული აკრძალვა...

გიორგი გახარია - ფონდების შესახებ კანონზე მუშაობა დასრულებულია და პარლამენტს გადაეგზავნება

გიორგი გახარია - ფონდების შესახებ კანონზე მუშაობა დასრულებულია და პარლამენტს გადაეგზავნება
access_time2020-02-19 10:40:28
„ფონდების შესახებ კანონი არის უაღრესად აუცილებელი კაპიტალის ბაზრის შემდგომი განვითარებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ფონდების შესახებ კანონზე მუშაობა დასრულებულია და პარლამენტს გადაეგზავნება. „ფონდების შესახებ კანონი, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობდა დაახლოებით ოთხი წელი, დასრულდა წარმატებულად. ყველაზე მნიშვნელოვანი...

ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა - არსებობს იაფფასიანი მწარმოებელი ქვეყნის რიგებში გადასვლის დიდი რისკი

ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა - არსებობს იაფფასიანი მწარმოებელი ქვეყნის რიგებში გადასვლის დიდი რისკი
access_time2020-02-18 19:32:12
ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა. „კომერსანტმა“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული  სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია თუ რომელი ქვეყანა ყიდულობს ქართულ ღვინოს ყველაზე დიდი რაოდენობით. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2018 წელთან შედარებით 2019 წელს რუსეთში 4 366,2 ათასი ლიტრით მეტი ღვინის ექსპორტირება მოხდა. ჯამში 2019 წელს რუსეთში 133 251,5 აშშ დოლარის ღვინო...


მსგავსი სიახლეები

up