N1 ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე სასტუმრო გაიხსნება

N1 ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე სასტუმრო გაიხსნება

access_time2020-01-20 14:40:15

დედაქალაქის ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილზე, N1 ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე სასტუმრო გაიხსნება. მულტიფუნქციური სივრცეში რომელიც დიდხნიანი პაუზის შემდეგ 2017 წელს გაიხსნა, 4 სართულია სასტუმრო ღვინის ქარხნის დამხმარე ნაგებობაში მოეწყობა, როგორც კომერსანტმა გაარკვია შენობის რეკონსტრუქცია-ადაპტაციის ნებართვა თბილისის არქიტექტურის სამსახურმა უკვე გასცა. პროექტის დამკვეთი არჩილ ივარდავაა, არქიტექტორი კი ნიკოლოზ ლეკვეიშვილი.

 

არქიტექტურის ვებ-გვერდზე გათავსებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ იგეგმება არსებული სტრუქტურის ნაწილობრივ დაშლა. ნაგებობას დაემატება ერთი მიწისქვეშა, ორი სრული და ერთი მანსარდული სართული.


 


„საპროექტო ტერიტორია მდებარეობს თბილისში, კერძოდ პეტრიაშვილის N1-ში, ღვინის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ნაკვეთზე არის ძეგლის , რომელიც წარსულში იყო ღვინის ქარხნის დამხმარე ნაგებობა. ამჟამად საქვაბე არის უფუნქციო და ვიზუალურად არასახარბიელო მდგომარეობაში. გვსურს არსებული ნაგებობის რეკონსტრუქცია-ადაპტაცია მცირე ზომის სასტუმრო კომპლექსად. გავითვალისწინეთ კონტექსტი და ვთვლით, რომ სასტუმროს იერსახე მაქსიმალურად ერგება არა მხოლოდ ბაღსა და ღვინის ქარხანას, არამედ მიმდებარე განაშენიანებასაც".

 

პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსდება სასტუმრო, რომელიც შედგება 4 მიწისზედა, 1 მანსარდული და 1 მიწისქვეშა სართულისგან. მიწიქვეშა სართულზე განთავსებული იქნება სამზარეულო, რომელიც მოემსახურება ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე არსებულ კაფე სიოს. გარდა ამისა, იქნება საკონფერენციო ოთახი და სველი წერტილები, რომლებიც სტუმრებს მოემსახურება. მიწისქვეშა სართული ამიფითეატრის მეშვეობით უკავშირდება ნულოვან სართულს, რომელსაც ექნება მიმღების დანიშნულება. ამავე ნიშნულზე მდებარეობს საკონფერენციო ოთახი, რომელიც  იქნება გამოყენებული. ამ ორი სართულის არსებობით, შენობას არა მხოლოდ სასტუმროს დანიშნულება აქვს, არამედ კულტურულ ობიექტად შეიძლება რომ მოვიაზროთ.



0.00 ნიშნული სხვა სართულებს ცენტრალური, ხანძარსაწინააღმედეგი კიბითა და ლიფტით უკავშირდება. +3.91ნიშნული ჰოსტელის ფუნქციას ითავსებს.მისი არსებობა სასტუმროს ვიზიტორთა მრავალფეროვნებას უზრუნველყოფს. ჰოსტელის სართულზე ჯამში სულ ოთხი ოთახია, აქედან ერთს საკუთარი სველი წერტილი აქვს, ხოლო დანარჩენები საერთო სველი წერტილები. აღნიშნულ სართულზე სინათლე პერფორირებული აგურის კედლიდან შედის, რაც ინტერიერში დინამიურ ჩრდილებს აჩენს და სიმყუდროვის შეგრძნებას ტოვებს. ამ სართულის ზემოთ შენობა მთლიანად დათმობილია სასტუმროს ნომრებისთვის. თითო სართულზე ჯამში 6 ოთახია, საკუთარი სველი წერტილით. აღნიშნულ ნომრებს აქვთ პირდაპირი ვიზუალური კავშირი პარკთან. მანსარდაში განთავსებულ ნომრებს სინათლე სახურავში განთავსებული ფანჯრებიდან შესდით, რომელიც გაღების შემთხვევაში ოთახის ნაწილს აივნის ფუნქციას შემატებს,რაც კიდევ უფრო აძლიერებს შენობისა და პარკის კავშირს.



ძველი საქვაბისა და ახალი მოცულობის ურთიერთმიმართება არა მხოლოდ ფორმებით, არამედ მასალებითაც იქნება ხაზგასმული. არსებული ნაგებობა იგივე მასალით მოპირკეთდება რითაც იყო ნაშენები (აგურით), ხოლო ახალი მოცულობა ხის მსუბუქი, რითმული, დარაბებით შეიფუთება. ვიტრაჟები და სახურავში განთავსებული ფანჯრები დამზადდება შავი ალუმინის ჩარჩოებისგან.

 

პროექტს თან ახლავს საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ სამშენებლო უბანი დამაკმაყოფილებელ პირობებშია, ვინაიდან, როგორც სამშენებლო მოედანზე, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე, უარყოფითი ფიზიკურ-გეოლოგიური პროცესები (მეწყერი, კარსტი, ჩაქცევები და სხვა) არ შეიმჩნევა.

 

N1 ღვინის ქარხნის ტერიტორია გამორჩეული სივრცეა თბილისში. აღნიშნული შენობა 1896 წელს, დავით სარაჯიშვილის დაფინანსებით თბილისელი არქიტექტორის, ალექსანდრე ოზეროვის პროექტით აიგო. ნაგებობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით სარგებლობს. ტერიტორია მრავალი წლის განმავლობაში სტუმრებისთვის დახურული იყო. თუმცა 2017 წელს ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ტურისტებისთვის მულტიფუნქიცურ სივრცედ გადაიქცა. N1 ღვინის ქარხანა  არის პროექტი რომელიც მომხმარბელებს სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს. ტერიტორიაზე განთავსებულია რესტორნები, კაფე-ბარები, ღია კინოთაერტი, კულინარიული სკოლა, დიდი ღვინის ბაზარი, ქართველ დიზაინერთა მაღაზია, ხელოვნების სივრცე და თონე.

 

ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up