„მზიურის“ პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

„მზიურის“ პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

access_time2019-04-15 14:50:46

,,მზიურის“ პარკის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს, ძალიან ბევრი საინტერესო სივრცის მოწყობაა დაგეგმილი. განახლდება ინფრასტრუქტურა და ამასთან, ის იერსახე რომელიც ჩვენ ,,მზიურში“ გვახსოვს და ჩვენთვის ძვირფასია შენარჩუნდება კიდევ უფრო გაუმჯობესებული სახით, “ ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ,,მზიურის“ პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.


როგორც „კომერსანტს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ,,მზიურის“ პარკის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული ტერიტორიის და პარკის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.



პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა სკეიდბორდის, საბავშვო გასართობი და მცირე ზომის საფეხბურთო მოედნები, საველოსიპედე ბილიკები, ფანჩატურები, დასასვენებელი ადგილები. „მზიურის“ ყოფილი საბაგირო სადგურის შენობაში მინი მედიათეკა და თანამედროვე გალერეის მინიმალისტური საგამოფენო დარბაზი მოეწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შენგელიამ მოინახულეს.




,,ჩვენ ვმუშაობთ კონტრაქტორთან ერთად იმისთვის რომ მთლიანობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდეს ამ წლის ბოლოსთვის. გარდა ამისა მუნიციპალური განვითარების ფონდმა წინა წლებში განახორციელა მასშტაბური სამუშაოები ვერეს კალაპოტის აღდგენასთან დაკავშირებით. სტიქიის სალიკვიდაციო და პრევენციული ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო მდინარე ვერეს სათავეში სპეციალური ცხაურები, რომლებიც თავს აგვარიდებს შესაძლო მეწყრულ პროცესებს მომავალში. ვერეს კალაპოტის გამაგრების და ფორმირების სამუშაოები ,,მზიურის“ პარკის სამუშაოებთან ერთად ამ სივრცეს ბევრად უფრო ცივილურს და უსაფრთხოს გახდის“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.



სარეაბილიტაციო სამუშაოები ბავშვთა ქალაქში ტერიტორიის გეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ კვლევას, დენდროლოგიური და სარწყავი სისტემების მოწყობას ითვალისწინებს. პროექტის დასრულების შემდეგ დედაქალაქს კიდევ ერთი, სრულად კეთილმოწყობილი მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა შეემატება. პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცეებად დაიყოფა. ,,მზიურის“ პარკი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის. სარეაბილიტაციო სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება.








უკრაინის ახალ პრეზიდენტს „ტრამპის ეფექტი“ ელის

უკრაინის ახალ პრეზიდენტს  „ტრამპის ეფექტი“ ელის
access_time2019-04-22 20:00:50
მაშ ასე, უკრაინას  ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კომიკოსი და მსახიობი ვლადიმერ ზელენსკი. მისი დამანგრეველი გამარჯვების მიზეზი გახდა ის, რომ უკრაინული საზოგადოება ნათლად დარწმუნდა იმაში, რომ დღეს არსებული პოლიტიკური სისტემის რეფორმა შეუძლებელია და ის უნდა დაინგრეს. უნდობლობამ მიაღწია ისეთ მაღალ წერტილს, რომ უკვე ძირმომპალი სისტემის დასანგრევად ბულდოზერის როლის შესრულება უკრაინელმა ამომრჩეველმა მიანდო მსახიობს და შოუმენს, რომელიც...

აშშ ირანული ნავთობის იმპორტიორ 5 ქვეყანას შეღავათების გაუქმებით ემუქრება

აშშ ირანული ნავთობის იმპორტიორ 5 ქვეყანას შეღავათების გაუქმებით ემუქრება
access_time2019-04-22 19:00:41
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, რომ ირანული ნავთობის იმპორტიორ  5 ქვეყანას აღარ ექნება შეღავათები, თუ ისინი ირანული ნავთობის იმპორტს გააგრძელებენ....

ეროვნული ბანკი საბანკო/საფინანსო მომსახურების ყალბ ვებგვერდებთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს

ეროვნული ბანკი  საბანკო/საფინანსო მომსახურების ყალბ ვებგვერდებთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს
access_time2019-04-22 18:00:34
საქართველოს ეროვნული ბანკი აფრთხილებს და მოუწოდებს მოქალაქეებს ფინანსური და პირადი მონაცემების ინტერნეტ სივრცეში გამოყენებისას   განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ. ბოლო პერიოდში გახშირდა თაღლითების მიერ ყალბი ვებგვერდების საშუალებით ფინანსური ინსტიტუტების მომხმარებლების პირადი მონაცემების მოპარვის ფაქტები. საუბარია ისეთი მონაცემების მოპოვებაზე, რომელთა საშუალებით შესაძლებელია მომხმარებლის ფულად სახსრებზე წვდომის და ინტერნეტ-გადახდების...

დაივიწყეთ - MacBook-ი -Acer-ი ახალ ხაზს უშვებს შემოქმედებითი ადამიანებისთვის

დაივიწყეთ -  MacBook-ი -Acer-ი ახალ ხაზს უშვებს შემოქმედებითი ადამიანებისთვის
access_time2019-04-22 16:30:47
Acer-მა პროდუქტის ხაზები განაახლა გაძლიერებული მოდელებით და რამდენიმე სიახლეც შემოგვთავაზა. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სპეციალურად შემოქმედებით სფეროებში მომუშავე ადამიანებისთვის შექმნილი ხაზი - Concept D.Concept D-ს პერსონალური კომპიუტერები, ლეპტოპები და ეკრანები სპეციალურად მორგებულია გრაფიკული დიზაინერების, ვიდეო-მემონტაჟეების, ინჟინრების, არქიტექტორებისა და პროგრამისტების საჭიროებებს. Concept D-ს ტექნიკა შექმნილია...

კომპანია „ფერის“ დირექტორი - „ცალსახად პასუხიმგებლობას არასამთავრობო ორგანიზაციას ვაკისრებ, „მწვანე ალტერნატივას“ ვგულისხმობ“

კომპანია „ფერის“ დირექტორი - „ცალსახად პასუხიმგებლობას არასამთავრობო ორგანიზაციას ვაკისრებ, „მწვანე ალტერნატივას“ ვგულისხმობ“
access_time2019-04-22 13:55:58
ჩვენ ხეობაში შევედით მხოლოდ საპატრულო პოლიციის სამი მანქანით და რომ არა დამატებითი პოლიციის ნაწილები, რომლებმაც წკიპზე მოუსწრეს, დამერწმუნეთ, გაცილებით ცუდი შედეგებით დასრულდება პროცესი, – ამის შესახებ კომპანია „ფერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლაშა იორდანიშვილმა განაცხადა.მისივე განცხადებით, პანკისის ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების დღიდან მოსახლეობა ინფორმირებული იყო და როგორც იორდანიშვილი ამბობს, არავის პროტესტი არ გამოუთქვამს. „მაშინ,...


მსგავსი სიახლეები

up