87 სოფლის 207 ოჯახში მზის პანელები დამონტაჟდა

87 სოფლის 207 ოჯახში მზის პანელები დამონტაჟდა

access_time2020-02-12 19:30:16

,,მაღალმთიანი დასახლებების 87 სოფლის 207 ოჯახს მზის პანელები დაუმონტაჟდა, რომლის საშუალებითაც ისინი, არა მხოლოდ ნათურის ანთებას, არამედ საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამოყენებასაც შეძლებენ“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა რეგიონებში განხორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.


რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რეგიონების განვითარების მიზნით არსებული ფონდებითა და პროგრამებით გამოყოფილი თანხების ათვისების 2019 წლის ანგარიში და 2020 წლის გეგმები წარადგინა.


რეგიონების განვითარებისათვის 2019 წელს უპრეცენდენტო რაოდენობის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. სულ, რეგიონებში დაფინანსდა 402 მილიონი ლარის 6 774 პროექტი.
მთის ფონდიდან, რომლის ღირებულება 11.8 მილიონი ლარს შეადგენდა დაფინანსდა და განხორციელდა 28 პროექტი, მათ შორის მაღალმთიანი დასახლებების მაცხოვრებლებისთვის დამონტაჟდა მზის პანელები.


მზის ელექტროსადგურები გათვალისწინებული იყო მხოლოდ იმ სოფლებისთვის, სადაც მუდმივი მცხოვრებლები არიან.


პანელები დამონტაჟდა საქართველოს შვიდ რეგიონში, კერძოდ: მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, კახეთისა და აჭარის 16 მუნიციპალიტეტის 87 სოფლის 207 ოჯახში.


მზის პანელის სიმძლავრე 1 500 ვატით განისაზღვრა, რაც საკმარისია ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობის (სახლის განათება, ტელევიზორი, მაცივარი და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა) ჩასართავად.



პროექტის განხორციელებისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ტექნიკურ დახმარებას აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ენერგეტიკის პროგრამა (USAID/Energy Program) უწევდა. დახმარების ფარგლებში მოხდა საქართველოს მასშტაბით უშუქო სოფლების ინვენტარიზაცია და პროგრამის მენეჯერის დაქირავება, რომელმაც ადგილზე უზრუნველყო პანელების დამონტაჟების ზედამხედველობა, ოჯახების ინფორმირება პანელების ტექნიკური შესაძლებლობების და გამოყენების შესახებ.


პროცესში ჩართული იყვნენ მუნიციპალიტეტების მერები და სახელმწიფო რწმუნებულები.


აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტებმა მზის პანელები შესაბამის იდენტიფიცირებულ ოჯახებს უვადო სარგებლობის უფლებით გადასცეს და მათთან ეტაპობრივად ფორმდება ხელშეკრულებები.


მზის პანელების მიწოდება-მონტაჟი და თანმდევი საგარანტიო მომსახურება კომპანია „იუჯითიმ“ განახორციელა. ბატარეებზე მწარმოებლის გარანტია 25 წელია.
საქართველოს მთავრობის ეს ინიციატივა, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსდა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up