„მზის ელექტროსადგურებზე გაზრდილ მოთხოვნას მიწოდება ვერ ეწევა“ -  Helios energy Georgia

„მზის ელექტროსადგურებზე გაზრდილ მოთხოვნას მიწოდება ვერ ეწევა“ - Helios energy Georgia

access_time2022-06-27 11:00:21

მზის ელექტროსადგურების პროექტების განმახორციელებელი კომპანია  Helios energy Georgia- ს დამფუძნებელი თორნიკე დარჯანია „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში მზის ენერგიაზე მოთხოვნა დაახლოებით სამჯერ გაიზარდა. მისივე თქმით, მომხმარებლებს აქვთ განცდა იმისა, რომ ენერგომატარებლებზე ფასი იზრდება, შესაბამისად დადგმულ სიმძლავრეებზე მოთხოვნის ზრდა კვლავ მოსალოდნელია.

 

„მზის ენერგიაზე მოთხოვნა გაზრდილია, რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომის გავლენას, ეს  საქართველოზე არ ასახულა, ყოველ შემთხვევაში ომის გამო ჩვენთან მოთხოვნა იმაზე მეტად არ გაზრდილა, რაც  იყო. ზოგადად, მომხმარებლებს აქვთ განცდა, რომ ენერგომატარებლების  ღირებულება ყველგან ძვირდება,  აქედან  გამომდინარე  ყველას  სურს, რომ საკუთარი გენერაციის წყაროების შექმნაზე იზრუნოს, ეს მოცემულობა დაახლოებით ერთი წელია გრძელდება და ამას ჩვენც ვგრძნობთ. გარდა ამისა, ამ ტექნოლოგიის მიმართ იზრდება მომხმარებლის ნდობაც“, -  ამბობს თორნიკე დარჯანია.

 

დარჯანიას თქმით, რუსეთ-უკრაინის  ომმა განაპირობა ის ფაქტორი, რომ ევროპაში მზის ელექტროსადგურებზე მოთხოვნა დაახლოებით 5 ჯერ გაიზარდა, შესაბამისად, ნაწილებზე შეიქმნა დეფიციტი და მიწოდება მოთხოვნას ვეღარ ეწევა. დარჯანია აქვე  აღნიშნავს, რომ შექმნილმა დეფიციტმა საბოლოო პროდუქტზე ფასის ზრდაც გამოიწვია.

 


„ომმა განაპირობა  ის, რომ  ჩვენთან  არა,  მაგრამ  ევროპაში გაოთხმაგდა  მოთხვნა, იქ ძალიან დიდი მოთხოვნაა მთელ რიგ კომპონენტებზე,  სხვადასხვა მასალებზე, ფერად ლითონზე და ა.შ. , შესაბამისად, მიწოდება მოთხოვნას ვეღარ ეწევა და შეიქმნა გარკვეული ნაწილების დეფიციტიც.


ჩვენ  ზოგადად  პრობლემას გვიქმნის  ის რომ, მაგალითად, დღეს გარდამქმნელები არ გვაქვს, კონკრეტული მოდელები არ  არის. ასევე  ბაზარზე კაბელების, სხვადასხვა მაკომპლექტებლის სერიოზული დეფიციტია. დეფიციტის გამო გაზრდილია ფასებიც. მაგალითად კაბელებში გვაქვს 20%-იანი მატება, გაიზარდა სამონტაჟო მასალების, კონსტრუქციების, ფერადი ლითონის ფასიც, ეს ყველაფერი რომ შევაჯამოთ, ევროპის ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნა ჩვენზეც აისახება და პროდუქტს გვიძვირებს“, -  ამბობს თორნიკე დარჯანია.

 

Helios energy Georgia 5 წელია რაც  საქართველოს ბაზარზე  ოპერირებს, კომპანიის ძირითადი მომხმარებლები სხვადასხვა  ბიზნესის  წარმომადგენლები არიან. მაგალითად სასტუმროები, მეღვინეები, სხვადასხვა  საწარმოები და სხვ.

 

 თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up